WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
თბილისი - რუსული "სმერჩების" სამიზნე?

ოკუპირებული ახალგორიდან გაშვებული 300მმ-იანი რუსული "სმერჩების" დამიზნების ზონაში საქართველოს დედაქალაქიც ხვდება

"მოსკოვს არ გაუჭირდება როკის გვირაბის გავლით ახალგორში რამდენიმე საათში "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გადმოსროლა. მაშინ სარაკეტო თავდასხმის საფრთხის წინაშე თბილისიც დგება, რადგან მისი 300-კალიბრიანი რაკეტები 70-90 კმ-ს ფარავს, ხოლო ახალგორიდან თბილისამდე პირდაპირი მანძილი დაახლოებით 50 კმ-ია," - ეს აბზაცი ამოღებულია სტატიიდან "ნახევარი საუკუნე ცხინვალიდან დამიზნებული რუსული რაკეტების შიშით?" რომელიც 15 მარტის "კვირის პალიტრაში" გამოვაქვეყნეთ.

9 თვის შემდეგ, დეკემბრის დასაწყისში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურობამ დაადასტურა, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 9К58Смерч -ის საარტილერიო დივიზიონი ცხინვალთან დგას და იგი სტრუქტურულად ჩართულია მე-4 რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიიდან საფრთხის სიმცირე ნამდვილად არ უგრძნია აღმოსავლეთ საქართველოს - ცხინვალის რეგიონსა და ახალგორის რაიონში რუსულ საოკუპაციო ძალებს თანდათან შემოჰყავდათ შედარებით თანამედროვე Т-90 ტიპის ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, "გრადები", უახლესი ჯავშანავტომობილები, საზენიტო-სარაკეტო დანადგარები;

ოკუპირებულ ტერიტორიაზე "სმერჩების" გადმოსროლა კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას, რადგან ამ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გათვლილია დიდი ფართობის სამიზნეთა, მათ შორის დასახლებული პუნქტების, სრულად გასანადგურებლად. აგვისტოს ომის დროს როკის გვირაბიდან შემოჭრილი რუსული არტილერია აქტიურად იყენებდა "გრადისა" და "ურაგანის" ტიპის სისტემებს, მაგრამ "სმერჩები" თავიანთი დამანგრეველი ძალით მათ ერთიათად აღემატება.

"სმერჩს" 38 წმ-ის განმავლობაში 12 ცალი 800 კგ-იანი 300მმ-იანი კალიბრის უმართავი რაკეტის გაშვება შეუძლია. თითოეულ რაკეტას აქვს 280 კგ-იანი საბრძოლო ქობინი, რომელიც შეიძლება იყოს მონობლოკური ან კასეტური ტიპის. "სმერჩის" რაკეტაზე შეიძლება დადგეს რვა ტიპის საბრძოლო ქობინი, მათ შორის - კასეტური თვითდამიზნებადი ელემენტებით, მსხვრევად-ფუგასური და თერმობარული.

ერთდროულად გაშვებული "სმერჩის" 12 რაკეტის კასეტური ქობინების აფეთქებისას მათი ნამსხვრევები სასიკვდილოდ "ფარავს" 67 ჰექტარ ფართობს და იქ მყოფი ადამიანების გადარჩენა შეუძლებელია.

მეორე და ძირითადი საშიშროებაა "სმერჩების" რაკეტების სროლის მაქსიმალური მანძილი, რომელიც ძველი რაკეტებისთვის 70 კმ იყო, მოდერნიზებულ რაკეტებში კი 90 კმ-ს მიაღწია. ცხინვალიდან 70 კმ-იან რადიუსში ხვდება როგორც გორი, კასპი და ხაშური, ისე ბორჯომი და მცხეთაც კი. რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურობას შეუძლია რამდენიმე საათში შემოვლითი გზებით ცხინვალიდან ახალგორის რაიონში გადაიყვანოს "სმერჩების" საარტილერიო დივიზიონი.

ასეთ შემთხვევაში მათი რაკეტების მოქმედების რადიუსი უკვე საქართველოს დედაქალაქს - თბილისსაც მთლიანად ფარავს, მით უმეტეს 90 კმ ფრენის სიშორის მქონე მოდერნიზებული რაკეტების გამოყენების შემთხვევაში.

"სმერჩის" რაკეტების ჩამოგდება მათი სტარტის შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთ გამოსავლად რჩება "სმერჩების" საცეცხლე პოზიციის დაბომბვა ავიაციითა და ქართული შორსმსროლელი არტილერიით.

მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რეგიონში შემოიყვანა "ტუნგუსკასა" და "ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო საშუალებები, რომლებიც ეფექტური იქნება ჩó-25 ტიპის ქართული მოიერიშე თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად. შედარებით მეტი შანსი ექნებათ ქართული დამრტყმელი Су-24-ის ეკიპაჟებს, თუკი ისინი "სმერჩების" საცეცხლე პოზიციებს ძალიან დაბალ სიმაღლეზე ხეობების გასწვრივ მიუახლოვდებიან, რათა რუსული საზენიტო საშუალებების რადიოლოკატორებმა წინასწარ არ აღმოაჩინონ.

მაგრამ ქართველთა მხრიდან ასეთ მოსალოდნელ საშიშროებას თავად რუსი სამხედროებიც ათვითცნობიერებენ და ალბათ სხვადასხვა სახის საზენიტო საშუალებებით ეცდებიან ამ ხეობების ჩაკეტვას, მათ შორის - საზენიტო არტილერიითა და გადასატანი სითბური დამიზნების საზენიტო-სარაკეტო დანადგარებით.

ქართულ შორსმსროლელ არტილერიას აუცილებლად დასჭირდება ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაცია რუსული "სმერჩების" საცეცხლე პოზიციების ზუსტი კოორდინატების დასადგენად. ამისთვის შეიძლება უპილოტო სადაზვერვო აპარატების გამოყენება, მაგრამ მათი რაოდენობა აგვისტოს ომამდე აფხაზეთის თავზე ხშირი ფრენის შედეგად (სამი აპარატის ჩამოგდების გამო) კატასტროფულად შემცირდა.

არსებობს მოწინააღმდეგის საარტილერიო საცეცხლე წერტილების აღმოჩენისა და კონტრსაარტილერიო მოქმედებების მართვის მობილური რადიოლოკაციური დანადგარები, მაგრამ ქართული არმიის შეიარაღებაში მათი არსებობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ქართველმა სამხედროებმა რომც აღმოაჩინონ რუსული "სმერჩების" საცეცხლე პოზიციები, ყველაზე შორსმსროლელ საშუალებად მხოლოდ Lar-160 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები შეიძლება გამოიყენონ, რომლებიც თავიანთ 160 მმ-იან რაკეტებს "სმერჩების" რაკეტებზე ორჯერ ნაკლებ მანძილზე, მხოლოდ 45 კმ-მდე ისვრის.

P.S. სამწუხაროდ, არტილერიის "გრძელი ხელით" საქართველოს მხოლოდ რუსეთის საოკუპაციო ძალები როდი სჯობს. მეზობელი სომხეთის არმიის შეიარაღებაში WM-80 "ტაიფუნის" ტიპის რვა ჩინური დანადგარია, რომელთა 273 მმ კალიბრის რაკეტები 80 კმ-მდე მიფრინავს. აზერბაიჯანმა გასულ წლებში უკრაინისაგან 12 ცალი "სმერჩი" იყიდა, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი რეაქტიული არტილერია.

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja