• გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: khvichia  
Forum » ARMY » NAVY » მსოფლიოს საუკეთესო გემები. (მსოფლიოს საუკეთესო გემები.)
მსოფლიოს საუკეთესო გემები.
falconaDate: პარასკევი, 2010-11-12, 4:22 PM | Message # 1
Major
Group: Checked
Messages: 29
Reputation: 0
Status: Offline
დადევით ყველა ლეგენდარული გემის მონაცემები თავისი ისტორიით(როდის და რომელ შეტაკებებში მიიღეს მონაწილეობა).

falcona
 
falconaDate: პარასკევი, 2010-11-12, 4:30 PM | Message # 2
Major
Group: Checked
Messages: 29
Reputation: 0
Status: Offline
ბისმარკი (სახაზო ხომალდი)


,,ბისმარკი”… გერმანული სახაზო ლინკორის ისტორია…

,,ბისმარკი”-ეს იყო ფაშისტური გერმანიის სახაზო ხომალდი. სახელი დაერქვა გერმანიის პირველი კანცლერის ოტო ბისმარკის საპატივცემულოდ. თავისი პირველი(და უკანასკნელი) გასვლისას 1941 წლის მაისში ჩაძირა ინგლისური სახაზო კრეისერი,ბრიტანეთის საზღვაო ძალების ფლაგმანი ,,ჰუდი”(ინგ.HMS Hood),3 დღის შემდეგ დაიწყო მასზე ნადირობა და დასრულდა მისი ჩაძირვით…

ბისმარკის კილის(ხერხემალსაც ეძახიან ავტ.) აწყობა დაიწყო ჰამბურგში 1936 წლის 1 ივლისს. ხომალდი წყალში ჩაუშვეს 1939 წლის 14 თებერვალს ,,სიყვარულის დღეს” (არ აკლდათ ფაშისტებს რომანტიკა ). წყალში ჩაშვებას თვით ფიურერიც ესწრებოდა,ასევე ბისმარკის შვილიშვილი დოროტეა ფონ ლევენფელდი,რომელმაც ტრადიციულად შამპანურის გატეხვით აღნიშნა ხომალდის ჩაშვება წყალზე. ხომალდის მეთაურად დაინიშნა პირველი რანგის კაპიტანი ერნსტ ლინდემანი.

,,ბისმარკზე” დიდ იმედებს ამყარებდნენ გერმანელები,რადგან იმ დროისათვის მას თავის კლასსში ბადალი არ მოეპოვებოდა. ის ავითარებდა 30 კვანძამდე სიჩქარეს,რაც ასეთი დიდი ხომალდისათვის სიგრძით 251 M, სიგანით 36 M წარმოუდგენელი იყო. მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი უპირატესობა რაც ,,ბისმარკს” გააჩნდა. ის აღჭურვილი იყო : 8 X 380 მმ ქვემეხით, 12 X 150 მმ, 16 X 105 მმ, 16 X 37 მმ, 20 X 20 მმ ქვემეხით,2 სატორპედო აპარატით და 4 თვითმფრინავით,რომლებიც კატაპულტის მეშვეობით ფრინდებოდნენ.

შეცდომები?
გერმანიის საადმირალოს გადაწყვეტილი ჰქონდა ,,ბისმარკის” გამოყენება საზღვაო სავაჭრო ქარავნების წინააღმდეგ,იმ მიზნით რომ ის გამოიწვევდა თავისთავზე ბადრაგს,ხოლო მძიმე კრეისერი ,,პრინც ოიგენი” კი გაანადგურებდა სავაჭრო გემებს.1941 წლის 21 მაისს ,,ბისმარკი” და ,,პრინც ოიგენი” ინგლისურმა მზვერავმა თვითმფრინავმა აღმოაჩინა ქალაქ ბერგენში(ნორვეგია) სადაც გადაღებეს და საწვავის მარაგი შეივსო მხოლოდ ,,პრინც ოიგენმა” ??? 23 მაისს დანიის სრუტეში ,,ნორფოლკმა” და ,,საფფოლკმა” ვიზუალური კონტაქტი დაამყარეს ,,ბისმარკთან”, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ,,ნორფოლკს”. მსხვერპლი არ მოჰყოლია ამას მაგრამ ბისმარკზე გაითიშა რადარი,რის გამოც ადმირალმა ლიუტენსმა უბრძანა ,,პრინც ოიგენს” ევლო წინ…

24 მაისს ,,ჰუდ”-მა და ,,უელსის პრინცმა” გახსნეს წინ მიმავალი ,,ბისმარკის” მისამართით ცეცხლი,მაგრამ მალევე დარწმუნდნენ თავიანთ შეცდომაში და შეცვალეს მიზანი. გერმანელები არ ჩქარობდნენ ცეცხლის გახსნას,რადგან ბრძანება ჰქონდათ აევლოთ გვერდი ნებისმიერი ხომალდისათვის თუ ის ბადრაგს არ წარმოადგენდა. მაგრამ კაპიტანმა ლინდემანმა განაცხადა რომ არავის აპატიებდა მისი გემისთვის ცეცხლის გახსნას და 6 ზალპის შემდეგ ,,ბისმარკ”-მა ჩაძირა ,,ჰუდ”-ი. მაგრამ ,,უელსის პრინცი”-ს მე-6 და მე-9 ზალპმა დააზიანეს ცისტერნები და ხომალდმა დაიწყო ნავთობის კვალის დატოვება წყლის ზედაპირზე.

ამის შემდეგ ადმირალმა ლიუტენსმა გადაწყვიტა ხომალდის წაყვანა საფრანგეთის პორტ სენ-ნაზერში რემონტისათვის.ინგლისის საადმირალომ მტკივნეული დარტყმა მიიღო ,,ჰუდ”-ის ჩაძირვით და ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ფლოტის უმეტესი ნაწილი ,,ბისმარკი”-ს დევნაში ჩართო.ამრიგად დევნაში მონაწილეობდა 3 ლინკორი,5 კრეისერი და 3 ნაღმოსანი(ესენი მოიხსნენ ,,ბრიტანიკი”-ს ბადრაგიდან ),ასევე გამოყენებული იქნა 9 სატორპედო თვითმფრინავი ,,swordfish”. ადმირალი ლიუტენსმა გადასცა რადიოგრამაში რომ ,,ბისმარკს” საწვავის ნაკლებობის გამო( ) არ შეეძლო მანევრირება და პირდაპირ მიემართებოდა საფრანგეთში. მიუხედავად ამისა ,,ბისმარკ”-მა მოახერხა თავის დაღწევა მდევრებისაგან 24-25 მაისს. 26 მაისს დილით ლიუტენსი გადასცემს საკმაოდ გრძელ რადიოგრამას( ), რომელიც შემთხვევით მოისმინა ჰიდროპლანმა ,,კატალინა”-მ და აღმოაჩინა ,,ბისმარკი”.

ინგლისელებმა სასწრაფოდ დაადევნეს ,,swordfish”-ები,რომლებმაც თავიდან ცეცხლი გაუხსნეს ამავე რაიონში მცურავ ,,შეფილდს”,საბედნიეროდ 11-ივე ტორპედო ასცდა მიზანს. ამის შემდეგ წამოვიდა მეორე საჰაერო შეტევა ინგლისელებისა და ამჯერად ნამდვილად ,,ბისმარკ”-ზე. აქ მოხდა მნიშვნელოვანი რამ ორი მოხვედრილი ტორპედოდან ერთი მოხვდა საჭეს,როდესაც მაქსიმალურად იყო გადაწეული მარცხნივ ტორპედოდან თავის ასაცილებლად. ხომალდმა დაკარგა მანევრირება და დაიწყო ცირკულირება.

27 მაისს ,,ბისმარკ”-ს ცეცხლი გაუხსნა ,,როდნი”-მ და ,,მეფე ჯორჯ მეხუთე”-მ,მათ შეემატნენ მოგვიანებით ,,ნორფოლკი” და ,,დორსეტშირი”. გერმანელებმა უპასუხეს მაგრამ მათი ყუმბარები მიზანს ცდებოდა, ხელს უშლიდა გემის გადახრა. დაახლოებით ერთ საათში ბრძოლა დამთავრებული იყო… ,,როდნი” მივიდა პირდაპირი გასროლის მანძილზე მაგრამ გერმანელები საბრძოლო დროშას მაინც არ ხსნიდნენ. ,,ნორფოლკი” და ,,დორსეტშირი”-დან გაუშვეს უკანასკნელი ტორპედოები…

ბისმარკზე მსახურობდა 2200 კაცი. დაიღუპა 1995.

,,ბისმარკი”-ს უკანასკნელმა ბრძოლამ დაამტკიცა თუ რა ძნელია გემის ჩაძირვა თუნდაც რიცხობრივი უპირატეობა გქონდეს,თუმცა ის დაღუპა ერთი პატარა თვითმფრინავიდან გაშვებულმა ტორპედომ… ,,ბისმარკი”-ს დაღუპვით დამთავრდა ლინკორების მბრძანებლობა ზღვაზე და დაიწყო ავიამზიდების ისტორია…

Attachments: 5265827.jpg (13.6 Kb) · 1191594.jpg (34.2 Kb) · 1793663.jpg (14.2 Kb) · 1035939.jpg (15.2 Kb) · 1792396.jpg (14.4 Kb)


falcona
 
Forum » ARMY » NAVY » მსოფლიოს საუკეთესო გემები. (მსოფლიოს საუკეთესო გემები.)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: