2010 წელს ყირგიზეთში პრეზიდენტი ბაკიევი იმავე რუსული სცენარით ჩამოაგდეს, როგორც 1991 წლის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია... ქურდს ქუდი ეწვოდაო - სხვანაირად ვერ აიხსნება ყირგიზეთში მომხდარი აჯანყებიდან რამდენიმე საათში რუსეთის პრემიერ-მინისტრის სატელევიზიო განცხადება - ვლადიმირ პუტინი ირწმუნებოდა, რომ მისთვისაც სრულიად მოულოდნელი იყო ბიშკეკის მოვლენები და რუსეთი არაფერ შუაშია.
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ნათქვამია - კრემლის ხელი აშკარად იგრძნობა პრეზიდენტ ბაკიევის ხელისუფლების იარაღით ჩამოგდებაში, ისევე როგორც ეს 19 წლის წინ საქართველოში მოხდა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის ბოლო, შეიარაღებული ეტაპი 22 დეკემბერს დაიწყო და 6 იანვრამდე გასტანა.
ორ კვირაზე მეტხანს თბილისის ცენტრში ბრძოლები არ წყდებოდა, იყენებდნენ მძიმე ჯავშანტექნიკასა და არტილერიასაც. ერთ-ერთ მონაკვეთში კი აშკარად დაფიქსირდა რუსი სპეცრაზმელების მიერ პარლამენტში ჯავშანტრანსპორტიორით შეჭრაც, რომ აღარაფერი ვთქვათ გენერალ ბეპაევის მიერ კიტოვანისა და იოსელიანის ჯგუფებისათვის შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მიწოდებაზე.
ბიშკეკში თითქმის ყველაფერი ამ სცენარით გამეორდა, ერთი ეგაა, არტილერია არ გამოუყენებიათ, თუმცა მაროდიორობა არც ბიშკეკს დაჰკლებია, ისევე როგორც 19 წლის წინ თბილისს.
ორივე შემთხვევაში მოქმედი პრეზიდენტის ხელისუფლების დამხობის სცენარი მოსკოვში დაიწერა, რასაც დაერთო აშშ-ის ხელისუფალთა სისუსტე,
...
კითხვის გაგრძელება »