|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
ცივი ომი - საბჭოთა ბირთვული რაკეტები |
|
|
ნაწილი მეორე - საბჭოთა ბირთვული რაკეტები - სატანა
P-36 (ინგლისურად R-36, ნატოს კლასიფიკაციით SS-18 Satan - სატანა) ყველაზე ძლიერი საბჭოთა ბირთვული რაკეტა. თავდაპირველ ვარიანტი იყო 8K67 ნატოს კლასიფიკაციით SS-9 Scarp. შემდეგი ვერსია R-36M კი ნატოს კლასიფიკაციით SS-18 Satan. ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით ეს რაკეტა საბჭოთა კავშირს აძლევდა შესაძლებლობას მიეღწია ამერიკის ტერიტორიაზე ისე, რომ ამერიკულ რაკეტსაწინაღმდეგო სისტემას ვერაფერი მოემოქმედებინა. სანატას ტიპის რაკეტას შეუძლია ავიდეს კოსმოსში, იქ დაიშალოს და მოწინააღმდეგის თავზე 10 ცალი ბირთვული ბომბი (ქობინი) ჩამოეგდო. თითოეულის აფეთქების ძალა საშუალოდ 20 მეგატონა, ანუ 20 000 კილოტონა - 2.5-ჯერ უფრო ძლიერია აფეთქების ძალა ვიდრე ტოპოლის ტიპის რაკეტის აფეთქებისას.
R-36 (SS-9 Scarp) ვარიანტი პირველი - მიჰქონდა ერთი ბირთვული ქობინი, სიმძლავრე - 18 მეგატონა. ვარიანტი მეორე - მიჰქონდა ერთი ბირთვული ქობინი, სიმძლავრე - 25 მეგატონა. ვარიანტი მესამე - ჩაფიქრებული იყო როგორც რაკეტა, რომლიც კოსმოსში - დაბალ ორბიტაზე მიფრინავდა - არ შექმნილა. ვარინტი მეოთრე - მიჰქონდა 3 ცალი ბირთვული ქობინი.
R-36M (SS-18) ვარიანტი პირველი: აქვს ერთი ბირთვული ქობინი სიმძლავრით 18-25 მეგატონა ვარიანტი მეორე: აქვს 8 ბირთვული ქობინი სიმძლავრე 0,5-1,5 მეგატონა ვარიანტი მესამე: პირვერლი ვარიან
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ცივი ომი - საბჭოთა ბირთვული რაკეტები |
|
|
მოკლედ გადავწყვიტე, რომ დავწერო იმ შეიარაღების შესახებ, რომელსაც ცივი ომის დროს ქმნიდა ორივე მხარე. დავიწყებ ბირთვული რაკეტებით და მერე დავამატებ რაღაცეებსაც....
მოკლედ დავიწყოთ საბჭოთა ბალისტიკური რაკეტებით. საბჭოთა კავშირი ცივი ომის დროს იყო ერთადერთი მხარე რომელსაც გააჩნდა მობილური კონტინენტსაერთაშორისო ბალისტიკური რაკეტები (ნატოსაც ჰქონდა ბალისტიკური რაკტები მობილურ დანადგარებზე, მაგრამ მოქმედების დიდი რადიუსი არ გააჩნდათ). ესენი იყვნენ: RSD-10 Pioneer RT-2PM Topol და მისი მოდერნიზირებული ვარიანტი RT-2UTTKh Topol-M. ორივე (სამივე) ტიპის რაკეტა მოსკოვის თერმული ტექნოლოგიების ინსტიტუტში შიექმნა, რომელსაც ხენლმძღვანელობდა ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე.
RSD-10 Pioneer შეიარაღებაში იყო: 1976-1988 წლებში წონა - 37 ტონა სიგრძე - 16,5 მეტრი საბრძოლო ქობინი - 3 ცალი 150 კილოტონიანი ბირთვული ქობინი მოქმედების რადიუსი - 5,500 კილომეტრი
ამერიკას და მთლიანად დასავლეთს ამ რაკეტების ეშინოდათ არა იმიტომ რომ ისინი გამანადგურებელი ძალის მატარებელნი იყვნენ, არამედ იმიტომ რომ ბირთვული ომის დაწყვების შემთხვევაში, ამერიკას საბჭოთა კავშირი რომ გადაებუგა ციმბირში დამალული ეს მობილური დანადგარები მაინც დაუშენდნენ რაკეტებს დასავლეთს. მათი ადგილმდებარეობა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
რომის ლეგიონი |
|
|
რომაული არმიის სტრუქტურა საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა. მსოფლიო ისტორიის მანძილზე ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სტრუქტურა. აქ მკაცრი დისციპლინა და წესრიგი სუფევდა. თითოეულ საჯარისო ერთეულს თავის დანიშნულება გააჩნდა და ბრძოლაში ადგილს გეგმის მიხედვით იკავებდა. რომაული არმია ლეგიონებად იყოფოდა. ეს სამხედრო დანაყოფი ყველაზე სრულყოფილი და კარგად ჩამოყალიბებული იყო და განსაზღვრული რაოდენობის და სხვადასხვა სახეობის ჯარებს აერთიანებდა. რესპუბლიკის საწყის პერიოდში არმიას მარტივი სტრუქტურა ჰქონდა. ჯარისკაცები ცენტურიებად იყვნენ დაყოფილნი. ყოველ ცენტურიაში დაახლოებით 80-100 მეომარი შედიოდა. მოგვიანებით, როცა არმია გაიზარდა, ჯარისკაცები გაცილებით უფრო დიდ სამხედრო ერთეულებად, კოჰორტებად და ლეგიონებად დაიყო. კოჰორტაში 450-500 კაცი შედიოდა, ხოლო ლეგიონში 4500-6000(ერთ ლეგიონში 10 კოჰორტა იყო). ამას გარდა კოჰორტები და ლეგიონები იყოფოდნენ 120 კაციან შენაერთებად, მანიპულებად. ლეგიონის პროფესიონალურ სამხედრო ძალად ჩამოყალიბება ცნობილ სარდალს, გაიუს მარიუსს მიეწერება. მან მთლიანად გარდაქმნა ჯარი და პროფესიულ მებრძოლ ძალად აქცია. მარიუსმა რომის ყველა მოქალაქეს მისცა არმიაში ჩაწერის უფლება. სახელმწიფო კი მათ შეიარაღებასა და მომზადებაზე ზრუნავდა. ყველას ერთნაირ იარაღს აძლევდნენ და ერთნაირად წვრთნიდნენ. მარიუსის რეფორმის შემდეგ ჯარისკაცებს ჯამაგირიც ეძლეოდათ, რაც დამატებით სტიმულს აძლევდა მეომრებს. იმპერიის ეპოქაში უკვე მასიურად დაიწყეს ლეგიონებში დაპყრობილი ტერიტორიიდან მეომრების ჩარიცხვა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
სტალინგრადის ბრძოლა |
|
|
რატომ იყო გერმანელებნისთვის ქალაქის აღება მნიშვნელოვანი 1 ) სტალინგრადი იყო მთავარი ინდუსტრიული ქალაქი ვოლგის სანაპიროზე 2 ) აქ გადიოდა მნიშვნელოვანი მარშუტი, რომელიც აერთებდა კასპიის ზღვას ჩრდილოეთ რუსეთთან. 3 )ქალაქის დაპყრობით ჰიტლერი უზრუნველყოფდა მარცხენა ფლანგის უსაფრთხოებას A დაჯგუფების ჯარებისათვის, რომლებიცკავკასიის მიმართულებით ახორციელებდნენ შეტევას. 4 )გარდა ამ სტრატეგიული მნიშვნელობისა, სტალინგრადის დაპყრობა ჰიტლერს სურდა იმიტომაც, რომ ქალაქს სტალინის სახელი ერქვა. ომის დასაწყისი სტალინგრადის ფრონტი შეიქმნა 1942 წლის 12 ივლისს, ხოლო 17 ივლისს კი დაიწყო პირველი შეტევა ქალაქზე გენერალ ფონ ვეიხსის მეთაურობით. ამ შეტევაში გერმანელთა მხრიდან მონაწილეობდა 250 ათასი მებრძოლი, ხოლო სტალინგრადის დაცვას ხელმძღვანელობდა გენერალი გორდოვი 187 ათასი კაცით. დონისა და ვოლგის შესართავთან ბრძოლები მთელი თვე გაგრძელდა.ივლისის ბოლოს გერმანელებმა საბჭოთა ჯარები მიიმწყვდიეს დონთან. ამ დროისათვის გერმანელებმა დასახმარებლად გამოიყენეს იტალიის, უნგრეთისა და რუმინეთის არმიები. მე-6 არმია რამდენიმე ათეული კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქიდან. სტალინგრადს აღმოსავლეთიდან იცავდა ვოლგა, მეორე მხარეს კი თავმოყრილი იყო დამატებითი ძალები ქალაქის დასაცავად, რომელსაც მეთაურობდა ვასილი ჩუიკოვი. ქალაქი ომის წლებში იოსებ სტალინმა აუკრძალა მაცხოვრებლებს ქალაქის დატოვება, იმ საბაბით, რომ მათი ყოფნა ქალაქში ჯარისკაცებს გაამხნევებდა და ძალას შემატებდა. ქალაქის მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები, მუშაობდნე
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
გიორგი VII (მეფე ვინც თემურ-ლენგის წინააღმდეგ იბრძოდა) |
|
|
ბაგრატ V-ის ძე, ერთიანი საქართველოს მეფე 1393-1407 წლებში. გიორგი VII-ის მეფობის პერიოდი საქართველოში თემურ-ლენგის გამანადგურებელ ლაშქრობებს დაემთხვა. გიორგი მეფის მოვალეობას ასრულებდა ჯერ კიდევ ბაგრატ V-ის ტყვეობის დროს. იგი იყო ორგანიზატორი იმ ჩასაფრებისა, რომელიც ბაგრატის წინამძღოლობით საქართველოში შემოსულ თემურის ჯარს მოუწყვეს ქართველებმა. გიორგის გამეფებიდან მეორე წელს (1394) თემურ-ლენგი მესამედ შემოიჭრა საქართველოში. რატომ დაბრუნდა თემური 1394 წელს საქართველოში, ამის შესახებ მემატიანეები არაფერს ამბობენ. თემურ-ლენგის მეხოტბე ისტორიკოსო შერეფ ად-დინი თავისი მბრძანებლის საგმირო საქმეების აღწერისას ყოველთვის აცხადებს, რომ თემურს მიზნად მაჰმადიაობის გავრცელება ჰქონდა დასახული. ამიტომ ლაშქრობათა ნამდვილი და კონკრეტული მიზეზის დასახელებას იგი ადვილად არიდებს თავს. თემურის სარდლები პირველად ახალციხის მიდამოებს შეესივნენ, იქაური ციხეები დაანგრიეს და დიდი ნადავლით დატვირთულნი დაბრუნდნენ კოლაში, სადაც თემურს ბანაკი ჰქონდა მოწყობილი. ამიტომ ფიქრობდა ივ. ჯავახიშვილი, რომ სამცხეში თემური მის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყების ჩასაქრობად უნდა შეჭრილიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ თემური არაგვის ხეობისაკენ დაიძრა. აქ მან “შემუსრნა მთიულნი და სიმაგრენი მოაოხრა, არამედ ავნებდნენ დიდსა მთიულნი და სპანი მეფისანი მუნ მყოფნი სპათა თემურისათა, რომელთა ვერარაი ტყვე-ჰყვეს და უკუ მოიქცნენ” (ვახუშტი). ივ. ჯავახიშვილი თემურ-ლენგის მიერ არაგვის ხეობის დალაშქვრას უკავშირებს შერეფ ად-დინის ცნობას, რომ დარუბანდის გზით თოღთამიში ყივჩაღთა ულუსის ლაშქრითურთ შირვანში შეიჭრა და ზოგიერთი ადგილი ააოხ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ქართული არმია: ძირითადი დისლოკაციის ადგილი - ავღანეთი? |
|
|
თუკი საქართველოს ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, მალე ქართული არმიის ძირითადი დისლოკაციის ადგილი საქართველოში კი არა, ორი ათასი კმ-ის მოშორებით, ავღანეთის სამხრეთით, ჰილმენდის პროვინციაში აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, ეს ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ავღანური მისიის გამო წელიწადში ორჯერ როტაციის პერიოდში ქართული არმია ყველაზე მეტად სუსტდება. ამჟამად ავღანეთში თითქმის ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საბრძოლო დანაყოფების 5%-მდე შეადგენს. შეიძლება მკითხველს ეს ციფრი არცთუ ისე საგანგაშოდ მოეჩვენოს, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი სერიოზული გარემოება - ყოველ ნახევარ წელიწადში ავღანეთის ქართულ სამხედრო მისიაში პირადი შემადგენლობის როტაცია მიმდინარეობს. ექვსი თვე რთულ ანტიპარტიზანულ ომში მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტი სამშობლოში მოემგზავრება, მათ ადგილს კი დასვენებული თანამებრძოლები იკავებენ. მართალია, ეს ერთ დღეში არ ხდება (პროცესი ორი-სამი კვირა მაინც გრძელდება), მაგრამ დროის გარკვეულ მონაკვეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მზად არ არის თითქმის ორი ათასი სამხედრო მოსამსახურე (არ დაგვავიწყდეს, რომ ავღანეთიდან დაბრუნებულები აუცილებლად მოითხოვენ დასვენებასა და ერთთვიან ადაპტაციას), ეს კი სახმელეთო ჯარების (რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჯარების ერთადერთ სახეობად დარჩა სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ) საბრძოლო დანაყოფების თითქმის 10%-ია. როდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
რუსული "ტოჩკისთვის" წერტილოვანი მიზნები მთელ საქართველოშია... |
|
|
რუსულმა მედიამ თავის გენერალიტეტზე დაყრდნობით კიდევ ერთი საახალწლო "საჩუქრით" გაგვახარა - ოკუპირებულ ცხინვალთან შექმნილი მე-4 რუსული სამხედრო ბაზის არსენალში ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Точка-У-ს ტიპის სარაკეტო კომპლექსების დივიზიონი გამოჩნდა. თუმცა ეს მოულოდნელი არც ყოფილა, რადგან აფხაზეთში С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისა, ხოლო ცხინვალთან ჩვტჰხ-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ცალკეული დივიზიონის განთავსების შემდეგ ლოგიკური ჩანდა რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების შემოტანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სიმართლე რომ ითქვას, პირველი რუსული Точка-У-ები ქართულ მიწაზე ჯერ კიდევ 2007 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. აგვისტოს ომამდე ათიოდე თვით ადრე რუსულმა მხარემ ოჩამჩირესთან მალულად განათავსა Точка-У-ს ბატარეა, რომელმაც 2008 წლის 10 აგვისტოს სამი კასეტურქობინიანი რაკეტა გაისროლა ფოთის მიმართულებით. ასევე არსებობს ვიდეო და ფოტომასალა, თუ როგორ გადაადგილდება Точка-У-ს გასაშვები დანადგარი როკის გვირაბის სიახლოვეს აგვისტოს ომის დღეებში, ამიტომ არ არის გამორიცხული, ეს სარაკეტო კომპლექსები მაშინაც ყოფილიყო შემოყვანილი. რატომ იყო სამხედრო თვალსაზრისით აუცილებელი, რომ მოსკოვს თავისი "ტოჩკები" უშუალოდ ოკუპირებულ ქართულ მიწებზე შემოეყვანა? აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს 25 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ესროლა, მათგან ორი Искандер-ი და 23Точка-У გახლდათ. ამ 23 "ტოჩკიდან", როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამი ოჩამჩირიდან იქნა გაშვებული ფოთისაკენ, დანარჩენი
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
თბილისი - რუსული "სმერჩების" სამიზნე? |
|
|
ოკუპირებული ახალგორიდან გაშვებული 300მმ-იანი რუსული "სმერჩების" დამიზნების ზონაში საქართველოს დედაქალაქიც ხვდება "მოსკოვს არ გაუჭირდება როკის გვირაბის გავლით ახალგორში რამდენიმე საათში "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გადმოსროლა. მაშინ სარაკეტო თავდასხმის საფრთხის წინაშე თბილისიც დგება, რადგან მისი 300-კალიბრიანი რაკეტები 70-90 კმ-ს ფარავს, ხოლო ახალგორიდან თბილისამდე პირდაპირი მანძილი დაახლოებით 50 კმ-ია," - ეს აბზაცი ამოღებულია სტატიიდან "ნახევარი საუკუნე ცხინვალიდან დამიზნებული რუსული რაკეტების შიშით?" რომელიც 15 მარტის "კვირის პალიტრაში" გამოვაქვეყნეთ. 9 თვის შემდეგ, დეკემბრის დასაწყისში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურობამ დაადასტურა, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 9К58Смерч -ის საარტილერიო დივიზიონი ცხინვალთან დგას და იგი სტრუქტურულად ჩართულია მე-4 რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიიდან საფრთხის სიმცირე ნამდვილად არ უგრძნია აღმოსავლეთ საქართველოს - ცხინვალის რეგიონსა და ახალგორის რაიონში რუსულ საოკუპაციო ძალებს თანდათან შემოჰყავდათ შედარებით თანამედროვე Т-90 ტიპის ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, "გრადები", უახლესი ჯავშანავტომობილები, საზენიტო-სარაკეტო დანადგარები; ოკუპირებულ ტერიტორიაზე "სმერჩების" გადმოსროლა კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას, რადგან ამ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გათვლილია დიდი ფართობის სამიზნეთა, მათ შორის დასახლებული პუნქტების, სრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
| |
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |