ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ჩამოგდებული "ფანტომი" და სირიაზე საჰაერო შეტევისათვის მზადება


22 ივნისს სირიის მიერ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდება გახდა საბაბი იმისა, რომ NATO-ს წევრი თურქეთი ალიანსისგან ითხოვს სირიის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებას, როგორც ეს ლიბიის შემთხვევაში მოხდა.

ასადის რეჟიმი დასავლეთს უკვე ყელზე ადგას და რომ არა რუსეთისა და ჩინეთის საწინააღმდეგო პოზიცია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დიდი ხნის წინ დაიწყებდა წერტილოვან საჰაერო დარტყმებს პრეზიდენტ ასადის რეზიდენციებსა და სირიის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე.

ასადის რეჟიმის წინააღმდეგ NATO-ს შესაძლო საჰაერო ოპერაციას უეჭველად მხარს დაუჭერს თურქეთის, იორდანიის, საუდის არაბეთისა და შეიძლება - ერაყის ხელისუფლებაც. ისრაელი სირიის წინააღმდეგ ბრძოლაში აშკარად არ ჩაებმება, მაგრამ უდავოა, თელ-ავივს ხელს აძლევს იმ მეზობელი ქვეყნის დასუსტება, რომელთანაც დღემდე "ცივი ომის" მდგომარეობაში იმყოფება.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კბილებით დაიცავს ბაშარ ასადის რეჟიმს, ირანია. თეირანში კარგად აცნობიერებენ, რომ სანამ სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და დასავლეთს პრეზიდენტ ასადის პრობლემა ვერ მოუგვარებია, აშშ ირანისთვის ვერ მოიცლის.

ცნობილია სცენარიც, თუ როგორ შეიძლება იმოქმედონ დასავლეთის კოალიციურმა ძალებმა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ: წერტილოვანი საჰაერო დარტყმები განხორციელდება სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემების, აეროდრომების, საკომუნიკაციო საშუალებების გასანადგურებლად და თუ გაუმართლ ... კითხვის გაგრძელება »

იემენის სამხედრო თვითმფრინავმა შეცდომით საკუთარი პოზიციები დაბომბა


იემენის საჰაერო შეიარაღებული ძალების თვითმფრინავმა სარაკეტო იერიში შეცდომით საკუთარ პოზიციებზე მიიტანა. "ასოშეითედ პრესის" ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთით მდებარე სამხედრო დანაყოფის დაბომბვას, სულ მცირე, 30 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

ტრაგიკული ინციდენტი აბიანის პროვინციაში მოხდა, სადაც ე.წ "ბოევიკებთან" მსხვილმასშტაბიანი შეტაკება მიმდინარეობს. პროვინციაში სიტუაცია მკვეთრად მაისში მას შემდეგ გაუარესდა, რაც მუსლიმმა ექსტრემისტებმა ქალაქი ზინჯიბარი დაიკავეს.

"ბოევიკების" წინააღმდეგ ბრძოლას იემენში პოლიტიკური არასტაბილურობა ართულებს. ქვეყანაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. არეულობას იემენში ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

ნატო-მ ლიბიაზე ექვსი ათასი ავიაიერიში განახორციელა

ნატო-ს ავიაციამ 31 მარტიდან დღემდე ლიბიაზე ექვსი ათასი იერიში განახორციელა.
"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ოპერაციის მიზანი უცვლელია - ლიბიის საჰაერო სივრცის კონტროლი, რათა ვინმე კადაფის ძალებისთვის იარაღის მიწოდებას არ შეეცადოს.

სამხედრო ოპერაცია ლიბიაში სამოქალაქო ომის გამწვავების შემდეგ დაიწყო. კოალიციური ძალები ქვეყანას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 17 მარტის რეზოლუციის ფარგლებში უტევენ, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ისახავს მიზნად.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებით, სამხედრო ოპერაცია ლიბიაში იქამდე გაგრძელდება, სანამ მუამარ კადაფი ხელისუფლებას არ დათმობს.

"ინტერპრესნიუსი"

ავღანეთში კაპრალი გიორგი ავალიანი დაიღუპა

ავღანეთში 32-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ავალიანი დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ავალიანი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა .
აფეთქების შედეგად დაჭრილები არიან კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე. ისინი ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.დაჭრილები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
გიორგი ავალიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხება. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს უწყებრივი მედალი საბრძოლო იარისთვის.
ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა უკვე ექვსამდე გაიზარდა. ავღანეთში დაიღუპნენ მუხრან შუკვანი, ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე და რამაზ გოგიაშვილი.
31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი 2010 6 სექტემბერს დაიღუპა; ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე და რამაზ გოგიაშვილი კი - 30 სექტემბერს.

WikiLeaks: 2008 წლის აგვისტოში თურქეთი მზად იყო, აჭარაში ჯარი შემოეყვანა

საიტ WikiLeaks-ის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აჭარაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, თურქეთი ნატო-ს სტატუსით მზად იყო, საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალები შეეყვანა. 2008 წლის 14 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თურქეთის მზადყოფნა სერიოზული იყო.

დოკუმენტის თანახმად, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და თურქეთის პარლამენტის წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ და პრეზიდენტ მედვედევს შეხვდნენ. შეხვედრის დროს მათ რუსეთის პრეზიდენტს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გააცნეს და განუცხადეს, რომ რუსეთის მიერ თურქეთის საზღვრიდან 100 კმ-ზე ახლოს სამხედრო ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, თურქეთს, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანას, კონფლიქტის ზონაში საკუთარი ქვედანაყოფების შეყვანისა და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიის დაცვის უფლება ექნებოდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო მოქმედებები უშუალოდ აჭარას შეეხებოდა, თურქეთი საქართველოში შეიარაღებულ ძალებს შეიყვანდა და აჭარის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებს განახორციელებდა.

სამხედრო მოქმედებებში თურქეთის შესაძლო ჩართვის შესახებ თავის დროზე ქართულ საინფორმაციო საშუალებებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც განუცხადა. მან ეს ინფორმაცია 2009 წლის 3 მარტსაც დაადასტურა.

"რუსეთ-საქართველოს ომის დროს, თუ საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა, თურქეთი მზად იყო აჭარაში საკუთარი შეიარაღებული ძალები შ ... კითხვის გაგრძელება »

ბარაქ ობამამ დაადასტურა, რომ ნატო-ს ჯარების ავღანეთიდან გამოსვლა 2011 წლის ივლისში დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დაადასტურა, რომ ნატო-ს ჯარების ავღანეთიდან გამოსვლა 2011 წლის ივლისში დაიწყება.

როგორც "უტრა რუ" იუწყება, ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ნატო და მისი მოკავშირეები "ალ-ქაიდას" და "თალიბანის" წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში ტერორიზმის სრულად აღმოფხვრა, იმის გამოა გართულებული, რომ ექსტრემისტები მეზობელ პაკისტანს აფარებენ თავს.

ავღანეთიდან ნატოს ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციის ჯარების სრულად გაყვანა 2014 წლისთვის იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"

მსხვერპლზე გაუთვლელი საჩვენებელი ტერაქტები მსხვერპლით დამთავრდა

"თუკი აფეთქებების სერია გაგრძელდა, პანიკის საფუძველი გაიზრდება. ამიტომ სამართალდამცავებს მოუწევთ, ძალ-ღონე არ დაიშურონ, რათა ასეთი და უარესი აფეთქებებისაგან დაიცვან მოსახლეობა," - ასე ვამთავრებდით სტატიას "კვირის პალიტრის" 25 ოქტომბრის ნომერში, რომელშიც გაანალიზებული იყო ის სამი უმსხვერპლო აფეთქება (კიდევ ორჯერ ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა არ იმოქმედა), რომლებიც საქართველოში 22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით მოხდა.

28 ნოემბერს ღამით თბილისის ორი უბანი კიდევ ორმა აფეთქებამ შეაზანზარა - პირველი "ჯოჯოხეთის მანქანა" ჯავახიშვილის ქუჩაზე "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან ამოქმედდა, მეორე - ერთსაათიანი ინტერვალით მუხიანში, ერთ-ერთი მაღაზიის კიბესთან.

პირველ აფეთქებას, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა - ჩამტვრეული მინის ნამსხვრევებით დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა 65 წლის ნინო გორდეზიანი...
მიუხედავად მსხვერპლისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი აფეთქება, ისევე როგორც წინა სამი, მსხვერპლზე გათვლილი არ იყო და მოსახლეობის დაშინებას ისახავდა მიზნად, მაგრამ აფეთქების მომწყობებმა, ალბათ, ვერ გათვალეს "ჯოჯოხეთის მანქანის" სიძლიერე და ახლომდებარე შენობების სიძველე.

პირველი სამი აფეთქების შესახებ დაწერილ სტატიაში ვსაუბრობდით თბილისური ტერაქტების (ერთი აფეთქება აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, ორი - ბორჯომის ვაგზალთან) ოთხ შესაძლო ვერსიაზე.
პირველის თანახმად, აფეთქებების ავტორები, შესაძლოა, იმ მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან ყოფილიყვნენ, რომელსაც ასე სურს საქართველოში დეს ... კითხვის გაგრძელება »

სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთი განმეორებით თავდასხმას ამზადებს
სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობს დიდი საფრთხე, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვრისპირა ტერიტორიებზე განმეორებითი სამხედრო შეტევა განახორციელოს.
"BBC News"-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება დღეს სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვონ სეი ჰუნმა გააკეთა.

დაზვერვის გამაფრთხილებელი განცხადება დაახლოებით ორ საათში გაკეთდა, მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელი პირები ყვითელ ზღვაში მიმდინარე ერთობლივი წვრთნების კიდევ რამდენიმე დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ერთობლივი წვრთნები ყვითელ ზღვაში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. წვრთნების დაწყებამდე ორი დღით ადრე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ყვითელ ზღვაში საწვრთნელი მანევრების ჩატარებით სამხრეთ კორეა სიტუაციას ომის ზღვრამდე მიიყვანდა.

23 ნოემბრის შემდეგ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა. ამის მიზეზი ჩრდილო კორეელების მიერ განხორციელებული თავდასხმა გახდა. მათმა არტილერიამ სასაზღვრო ზოლთან ახლოს, სამხრეთელების კუნძული დაბომბა. აფეთქებებისა და ნგრევის შედეგად, 4 ადამიანი, მათ შორის ორი სამხედრო მოსამსახურე და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჩრდილოელების დაბომბვას სამხრეთმა საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის 3-წლიანი ომის (1950-1953) დასრულების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ომის შემდგომ პერიოდში, საზღვარზე სიტუაცია მუდმივად დაძაბული იყო თუმცა, ამ მასშტაბის ინციდენტი არ მომხდარა.

"ინტერპრესნიუსი"

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას სამხედროების შეტაკებისას 2 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას სამხედროების შეტაკებისას 2 ადამიანი დაიღუპა .
უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გამთენიისას, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპულიკის არტილერიამ სამხრეთ კორეის კუნძულ ეპხენდოს ცეცხლი გაუხსნა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.
ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 2 და დაჭრილია 13 ადამიანი. დაღუპულთა შორის 1 სამხედრო პირია.
აღნიშნული კუნძული ყვითელ ზღვაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის, სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩრდილოელებმა კუნძულის მიმართულებით 200 ჭურვი, ხოლო სამხრეთელებმა ჩრდილოელების საპასუხოდ 80 ჭურვი ისროლეს.
სროლების დროს მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა, იერიშის დროს 50-ზე მეტი შენობა დაიწვა.

ავღანეთის ომში ტანკებს აშშ პირველად გამოიყენებს

აშშ ავღანეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს ტანკების გამოყენებას აპირებს, იტყობინება ტელეკომპანია CNN. სამხედრო კონფლიქტის პერიოდში, რომელიც უკვე 9 წელია გრძელდება, ეს ტანკების გამოყენების პირველი შემთხვევა იქნება.

საზღვაო ქვეითი ჯარის მაიორმა გაბრიელ ჩეპინმა განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ჰილმენდის პროვინციის ტერიტორიაზე M1A1 Abrams ტიპის ტანკების გამოყენებას გაზაფხულზე აპირებენ.

ტანკების გამოყენება უფრო გადამწყვეტი ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, რაც ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლეს უფრო ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის. მძიმე ტექნიკის გამოყენებით ჯარისკაცები ქვეყნის მთავარი დასახლებული პუნქტებიდან ამბოხებულთა იზოლირებას შეეცდებიან და მათ თავშესაფრებზე დარტყმებს განახორციელებენ.

ნატო-ს შეიარაღებული ძალები ავღანეთში 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ შევიდნენ, რომელმაც სამი ათასამდე ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა. კოალიციურმა ძალებმა პრაქტიკულად მაშინვე შეძლეს ავღანეთის მმართველი მოძრაობა "თალიბანის" დამხობა. ქვეყნის სათავეში პროდასავლური ხელისუფლება მოვიდა, თუმცა თალიბები წინააღმდეგობის გაწევას დღემდე განაგრძობენ.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

1 2 3 ... 19 20 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja