ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
გილოცავთ გიორგობას

გილოცავთ გიორგობას მრავალს დაესწარით

Requests Now On Forum *NEW*

ყველას საყურადღებოთ ფორუმში გავხსენი თემა თხოვნები(Requests) და თუ რამე თხოვნა გექნებათ იქ დაწერეთ და აღარ დაწეროთ კომენტარებში ან ჩათში

რომაული ლეგიონი

მინდა შემოგთავაზოთ ჩემი სტატია რომის იმპერიის მთავარ საბრძოლო ერთეულზე, ლეგიონზე:

რომაული არმიის სტრუქტურა საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა. მსოფლიო ისტორიის მანძილზე ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სტრუქტურა. აქ მკაცრი დისციპლინა და წესრიგი სუფევდა. თითოეულ საჯარისო ერთეულს თავის დანიშნულება გააჩნდა და ბრძოლაში ადგილს გეგმის მიხედვით იკავებდა. რომაული არმია ლეგიონებად იყოფოდა. ეს სამხედრო დანაყოფი ყველაზე სრულყოფილი და კარგად ჩამოყალიბებული იყო და განსაზღვრული რაოდენობის და სხვადასხვა სახეობის ჯარებს აერთიანებდა.

რესპუბლიკის საწყის პერიოდში არმიას მარტივი სტრუქტურა ჰქონდა. ჯარისკაცები ცენტურიებად იყვნენ დაყოფილნი. ყოველ ცენტურიაში დაახლოებით 80-100 მეომარი შედიოდა. მოგვიანებით, როცა არმია გაიზარდა, ჯარისკაცები გაცილებით უფრო დიდ სამხედრო ერთეულებად, კოჰორტებად და ლეგიონებად დაიყო. კოჰორტაში 450-500 კაცი შედიოდა, ხოლო ლეგიონში 4500-6000(ერთ ლეგიონში 10 კოჰორტა იყო). ამას გარდა კოჰორტები და ლეგიონები იყოფოდნენ 120 კაციან შენაერთებად, მანიპულებად.

ლეგიონის პროფესიონალურ სამხედრო ძალად ჩამოყალიბება ცნობილ სარდალს, გაიუს მარიუსს მიეწერება. მან მთლიანად გარდაქმნა ჯარი და პროფესიულ მებრძოლ ძალად აქცია. მარიუსმა რომის ყველა მოქალაქეს მისცა არმიაში ჩაწერის უფლება. სახელმწიფო კი მათ შეიარაღებასა და მომზადებაზე ზრუნავდა. ყველას ერთნაირ იარაღს აძლევდნენ და ერთნაირად წვრთნიდნენ. მარიუსის რეფორმის შემდეგ ჯარისკაცებს ჯამაგირიც ეძლეოდათ, რაც დამატებით სტიმულს აძლევდა მეომრებს ... კითხვის გაგრძელება »

2С7 Пион

თვითმავალი ქვემეხი 2С7 Пион -ი განკუთვნილია ფრონტის ხაზიდან სიღრმეში მტრის ზურგში მნიშვნელოვანი სამიზნეების გასანადგურებლად და იგი დღესდღეობით ითვლება ყველაზე მძლავრ თვითმავალ საარტილერიო დანადგარად მსოფლიოში. მისი დამუშავება დაიწყო 50 -იან წლებში საბჭოთა კავშირი აშკარად ჩამორჩებოდა აშშ-ს მძიმე საარტილერიო დანადგარების სისტემებში. . ИСУ-152 შემდეგ მათ არ მიუღიათ არცერთი საარტილერიო თვითმავალი დანადგარი შეიარაღბაში .1967 წლის 16 დეკემბერს ამ ჩამორჩენის აღმისაფხვრავად გამოიცა ბრძანება МОП 801 და დაიწყო სამუშაოები საარტილერიო სისტემის ”Пион”-ის შესაქმნელად. თავიდან არ იყო დაგეგმილი არც კალიბრი და არც არტსისტემის ტიპი,განსაზღვრული იყო მხოლოდ სროლის მანძილი 25 კმ. კონსტრუქტორებისაგან იყო შემოთავაზება რამოდენიმე მუხლუხოებიანი შასის ვარიანტისა.

1) ბუქსირებად ქვემეხზე С-23 180-მმ-იანი ლულის დამონტაჟება (ჭურვის წონა 88 კგ და სროლის მანძილი ჩვეულებრივი ჭურვით 30 კმ. და АРС-ით — 45 კმ. ამ პროექტმა მიიღო დასახელება “Пион-1″.
2) С-72 ქვემეხზე 210-მმ ლულის დამონტაჟება (ჭურვის წონა133 კგ, სროლის მანძილი ჩვეულებრივი ჭურვით 35 კმ. და АРС-ით — 50 კმ. ) შასიზე “объект 429А”;
3) სანაპიროს ქვემეხზე МУ-1 180-მმ -იანი ლულის დამონტაჟება (Бр-402)

დიდი კამათის შემდეგ გადაწყდა 203-მმ კალიბრის მიღება. 1969 წელს ლენინგრადის კიროვის სახელობის ქარხანამ წარადგინა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი “Пион” Т-64 -ის შასის ბაზაზე,ხოლო ქარხანამ “Баррикады” — “объект 429″ -ის შასის ბაზაზე.შედეგად დამტკიცებულდა მიღებულ იქნა თვითმავალ ... კითხვის გაგრძელება »

T72 SIM 1 AV B1

Т-72 „ურალი“ – ძირითადი საბრძოლო ტანკი, შექმნილი სსრკ-ში. მეორე თაობის ყველაზე მასიური ძირითადი საბრძოლო ტანკი. სსრკს შეიარაღებაში შევიდა 1973 წელს. Т-72 შექმნილია Уралвагонзавод-ის მიერ ქვემო ტაგილში. ეს ტანკი შედის დსთ-ს ქვეყნების შეიარაღებაში, ვარშავის შეთანხმებით ექსპორტირდებოდა ფინეთში, ინდოეთში, ერაყში და სირიაში. Т-72-ის მოდიფიკაციები გამოდიოდა იუგოსლავიის(M-84), პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და ინდოეთის (აჯეია) ლიცენზიებით, რომლებიც ამ მოდიფიკაციებსაც უკეთებდნენ ექსპორტირებას. 1940-50 წლებისთვის საბჭოთა სატანკო ნაწილებს არ ჰყავდათ ძირითადი ტანკი რომლითაც მთლიანად შეიარაღებული იქნებოდა რომელიმე ნაწილი,ისინი შეიარაღებულნი იყვნენ როგორც მსუბუქი ისევე საშუალო და მძიმე ტანკებით,ამას კი თავისი პრობლემები ჰქონდა ჭურვების მომარაგებაში ბრძოლის დროს სწორედ ეს იყო მიზეზი რომ შეექმნათ ერთი სტანდარტული ტანკი რომლითაც უმეტესი ჯავშანსატანკო ნაწილები იქნებოდნენ შეიარაღებულები,ამის განხორციელება კი დაევალა ალექსანდრ მოროზოვს რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში გამოუშვა რამოდენიმე Т-72 – ის ვერსია თუმცა შეიარაღებაში ის 1973 წელს მიიღეს. არსებობს ტ-72 ის შემდეგი მოდიფიკაციები ტ-72კ – სამეთაურო ვარიანტი ტ-72ა – გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემით და კვანტური მანძილმზომით ტ-72ავ – იგივე ტ-72ა ზედ დამაგრებული დინამიური დაცვის კონტეინერებით ტ-72აკ – ტ-72ა ს სამეთაურო ვარიანტი ტ-72მ – ტ-72ა ს საექსპორტო ვარიანტი ტ-72მ1 – ტ-72მ ის მოდერნიზებული ვარიანტი, შუბლა ჯავშანი გაიზარდა 16 მმ ით. ტ-72ბ – 840 ცხენის ძალიანი ძრავით В-84, შესაძლებე ... კითხვის გაგრძელება »

RM-70

ამ პოსტში მოგითხრობთ სისტემაზე რომელიც აქტიურად გამოვიყენეთ აგვისტოს ომში...

... კითხვის გაგრძელება »

საზენიტო არტილერია

С-60 საზენიტო ქვემეხი

კალიბრი-57მმ
გათვლა-7 კაცი
სიგრძე-8.5მ
წონა-4.8ტ
სროლის მანძილი- 4000მ(ოპტიკური სამიზნით) 6000მ (რადიოლოკაციური სამიზნით)
სროლის სიმაღლე-4000მ
სროლის ტემპი- 105-120 გასროლა წუთში

... კითხვის გაგრძელება »

გიორგი VII
ძალოან მომწონს ეს მეფე. პარტიზანულად იბრძოდა ლენგ-თემურის წინააღმდეგ.
გიორგი VII-ის მეფობის პერიოდი საქართველოში თემურ-ლენგის გამანადგურებელ ლაშქრობებს დაემთხვა. გიორგი მეფის მოვალეობას ასრულებდა ჯერ კიდევ ბაგრატ V-ის ტყვეობის დროს. იგი იყო ორგანიზატორი იმ ჩასაფრებისა, რომელიც ბაგრატის წინამძღოლობით საქართველოში შემოსულ თემურის ჯარს მოუწყვეს ქართველებმა.
გიორგის გამეფებიდან მეორე წელს (1394) თემურ-ლენგი მესამედ შემოიჭრა საქართველოში. რატომ დაბრუნდა თემური 1394 წელს საქართველოში, ამის შესახებ მემატიანეები არაფერს ამბობენ. თემურ-ლენგის მეხოტბე ისტორიკოსო შერეფ ად-დინი თავისი მბრძანებლის საგმირო საქმეების აღწერისას ყოველთვის აცხადებს, რომ თემურს მიზნად მაჰმადიაობის გავრცელება ჰქონდა დასახული. ამიტომ ლაშქრობათა ნამდვილი და კონკრეტული მიზეზის დასახელებას იგი ადვილად არიდებს თავს.
თემურის სარდლები პირველად ახალციხის მიდამოებს შეესივნენ, იქაური ციხეები დაანგრიეს და დიდი ნადავლით დატვირთულნი დაბრუნდნენ კოლაში, სადაც თემურს ბანაკი ჰქონდა მოწყობილი. ამიტომ ფიქრობდა ივ. ჯავახიშვილი, რომ სამცხეში თემური მის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყების ჩასაქრობად უნდა შეჭრილიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ თემური არაგვის ხეობისაკენ დაიძრა. აქ მან “შემუსრნა მთიულნი და სიმაგრენი მოაოხრა, არამედ ავნებდნენ დიდსა მთიულნი და სპანი მეფისანი მუნ მყოფნი სპათა თემურისათა, რომელთა ვერარაი ტყვე-ჰყვეს და უკუ მოიქცნენ” (ვახუშტი). ივ. ჯავახიშვილი თემურ-ლენგის მიერ არაგვის ხეობის დალაშქვრას უკავშირებს შერეფ ად-დინის ცნობას, რომ დარუბანდის გზით თოღთამიში ყივჩაღთა ულუსის ლაშქრითურთ შირვანში შეიჭრა და ზოგი ... კითხვის გაგრძელება »

შამქორის ბრძოლა 1195

შამქორის ბრძოლა 1195 წლის 1 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო ლაშქრის ბრძოლა ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის (1191-1210) წინააღმდეგ შამქორის (ახლანდელი აზერბაიჯანი) მახლობლად.

აზერბაიჯანის ილდეღიზიდი ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის (1186-1191) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის ატყდა. შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ აღსართან I-ს (ახსითან I) დაესიძა. აბუ ბაქრმა მალე ისინიც დაამარცხა. იმავე ხანს მიწისძვრამ დააქცია შირვანის მთავარი ქალაქი შემახა და ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ.

ამის შემდეგ აღსართანი და ამირ მირანი პირადად ეახლნენ თამარს. საქართველოში მათ საზეიმო მიღება გაუმართეს და ლაშქრობის თადარიგიც დაიჭირეს. ათაბეგი აბუ ბაქრიც შეუდგა მზადებას და მეზობელ მუსლიმან გამგებლებსაც უხმო საომრად. ბაღდადის ხალიფამ მას თავისი დროშა და ათასი ოქრო გამოუგზავნა. აბუ ბაქრმა ქალაქი განძა მიატოვა, დასავლეთისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის შესახვედრად და ციხე-ქალაქ შამქორთან დაბანაკდა. საქართველოს ლაშქარს დავით სოსლანი სარდლობდა. შამქორს რომ მიუახლოვდნენ, მან ორად გაჰყო ლაშქარი. შედარებით მცირე ნაწილმა ქალაქის კართან გამართა ბრძოლა, უფრო დიდი ნაწილით კი დავით სოსლანმა შამქორი მარჯვნივ მოიტოვა და ღრმა რეიდი განახორციელა მტრის ზურგში. ცუდი და უვალი გზის გამო მის ლაშქარს შეაგვიანდა და ქალაქის კართან მებრძოლ რაზმს ერთხანს გაუ ... კითხვის გაგრძელება »

Leclerc

ძირითადი საბრძოლო ტანკი-Leclerc

70-იანი წლების ბოლოს ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები ერთობლივად შეუდგნენ ახალი ტანკის შემუშავებას (პროგრამები «ნაპოლეონ-1» და КРг-3 ),მაგრამ 1982 წელს ერთობლივი სამუშაოები შეწყდა.მე-3-ე თაობის ტანკის პროექტზე მუშაობა განაგრძო მხოლოდ საფრანგეთმა. ტანკის, რომელმაც მიიღო სახელწოდება «LECLERC» (ფრანგი გენერლის გვარი ) მწარმოებელი არის სახელმწიფო გაერთიანება . «LECLERC»-ის სერიულ წარმოებას ახორციელებს სახელმწიფო არსენალი,ქალაქ როანში.

... კითხვის გაგრძელება »

1 2 3 ... 11 12 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja