ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
58-ე არმიამ საქართველოს სრული ოკუპაციის ინსტრუქცია მიიღო

15 აპრილს რუსეთის 58-ე არმიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან მორიგი ინსტრუქციები მიიღო.

როგორც “მედიანიუსს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ინსტრუქციებში მითითებულია, რომ საქართველოსთან საბრძოლო მოქმედებების განახლების შესაძლებლობა მაღალია და შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში, 58-ე არმიის ნაწილებმა უნდა იმოქმედონ კონკრეტული გეგმის მიხედვით. ამ გეგმის ნაწილი “მედიანიუსს” ზემოხსენებულმა წყარომ მიაწოდა.

ზუგდიდის შტურმს დაიწყებენ 131-ე და 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადები, 135-ე მოტომსროლელი პოლკი შეტევას წალენჯიხა-ჩხოროწყუს, 33-ე და 34-ე ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადები კი, სვანეთის დაკავებას შეეცდებიან.
ფოთის დაკავება 19-ე დივიზიას დაევალება.

წარმატების შემთხვევაში, ზემოხსენებული ნაწილები გაძლიერდებიან: 429-ე პოლკით, 292-ე თვითმავალ-საარტილერიო პოლკით, 141-ე ცალკეული სატანკო ბატალიონით, 1415-ე ცალკეული რეაქტიული საარტილერიო დივიზიონით და 70-ე გვარდიული მოტომსროლელი პოლკით, რომლებიც ჯერ სენაკის(სადაც 58-ე არმიის შტაბი გენერალურ ბრძოლას ვარაუდობს), შემდეგ კი, შეტევას სამტრედიის მიმართულებით გააგრძელებენ.

წარმატების შემთხვევაში, ეს დაჯგუფება გაძლიერდება 72-ე მოტომსროლელი და 50-ე გვარდიული თვითმავალი საარტილერიო პოლკით და მათი სამიზნე ქუთაისი იქნება.

აფხაზეთში მობილიზებულ 58-ე არმიის ზემოხსენებულ დაჯგუფებას სავარაუდო მოწინააღმდეგედ განესაზღვრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 2-ე, 3-ე, 5-ე ქვეითი ბრიგადები და ბათუმის საზღვაო ფეხოსანთა ბატალიონი.

კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში მობილიზებულმა 58-ე არმიის დაჯგუფებამ და 76-ე სადესანტო პოლკმა შემდეგი სახის ინსტრუქციები მიიღეს:
693-ე მოტომსროლელი პოლკი და 42-ე დივიზია ახალგორიდან თბილისი-იგოეთის და მცხეთა-კასპის მონაკვეთის ბლოკირებას შეეცდებიან. ამ მიმართულებაზე გადაისვრიან 136-ე პოლკსაც.

ფსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას თავშეყრის ადგილად განესაზღვრა სოფელი ხეთაგუროვო, შესაბამისად, გორის დაკავების და ცენტრალური მაგისტრალის ბლოკირება, სწორედ ამ დივიზიას განესაზღვრა.

ეს დაჯგუფება გაძლიერდება 481-ე პოლკით და 1329-ე ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონით.
ცხინვალის რეგიონში მობილიზებულ დაჯგუფებას სავარაუდო მოწინააღმდეგეებად განესაზღვრათ საქართველოს შეიარაღებული ძალების 1-ი, 4-ე ქვეითიბრიგადები, შსს-ს სპეცრაზმები და მოხალისეები.

კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, ორივე დაჯგუფების წარმატებული მოქმედების დამაგვირგვინებელი ფაზა თბილისის შტურმი იქნება, მაგრამ გეგმის ამ ნაწილის დეტალები უცნობია.
ინფორმირებულმა წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი გეგმის არსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყება.

მაგრამ, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რუსების მობილიზება და 58-ე არმიისთვის რუსეთის გენერალური შტაბიდან მსგავსი ინსტრუქციების დაგზავნა, თავისთავად, უკვე საგანგაშო ფაქტია.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja