ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ადაპტირებული IPAP
ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები 2004-2006
(დოკუმენტი არ შეიცავს შეთანხმებულ ვადებს და ნატოს ღონისძიებებს)

თავი II:
თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხები

2.1 თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროების რეფორმა
საქართველოს მიზანს წარმოადგენს ქვეყნის სამხედრო და გასამხედროებული ძალების ძირეული რეორგანიზაციისა და რეფორმირების განხორციელება, რათა მიღწეულ იქნას ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ქმედუნარიანობა და შეირაღებული ძალების თავსებადობა ნატოს-თან, რათა მათ ეფექტურად შეიტანონ წვლილი საერთაშორისო ოპერაციებში.

2.2 თავდაცვის დაგეგმვის საკითხები
საქართველოს მიზანს წარმოადგენს სათანადო პროფესიული შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელია თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის (თსსმ) შედეგებზე დამყარებული შესაბამისი რესტრუქტურიზაციის განსახორციელებლად, როგორც ჯარების ცალკეულ სახეობებში, ასევე კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა ქვეყნის საჰაერო სივრცის კონტროლი, სამობილიზაციო და სარეზერვო პოლიტიკა. ასევე აუცილებელია შემუშავდეს საკადრო პოლიტიკა და მისი სხვადასხვა ასპექტი, როგორებიცაა პერსონალის მართვა, ხელფასები, სოციალური პირობები, რათა ჩამოყალიბდეს შეირაღებული ძალების ეფექტური შემადგენლობა.

2.3 სამხედრო თავსებადობის საკითხები.
საქარველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც წვრთნების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების ჩამოყალიბება ასევე შესაბამისი რგოლების განვითარება შეიარაღებული ძალების სტანდარტებისა და პროცედურების განვითარების მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნული დიდ როლს ასრულებს თავსებადობისა და პროფესსიონალ ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბების საქმეში.

2.4 თავდაცვის ეკონომიკური საკითხები
საქართველო მოწოდებულია გააუმჯობესოს თავდაცვის დანახარჯების მართვის და ბიუჯეტირების პროცესი, რათა ჩამოყალიბდეს ფინანსური თვალსაზრისით მდგრადი თავდაცვითი შესაძლებლობები.
საქართველოს დაგეგმილი აქვს შეიმუშაოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირებასა და სამხედრო ბაზების კონვერსიის შედეგებთან დაკავშირებული გრძელვადიანი ეკონომიკური გეგმა.

2.1 თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროების რეფორმა

2.1.1. თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის (თსსმ) ჩატარება
მოქმ. 1 მიზნების განსაზღვრა და თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის (თსსმ) ჩატარებისათვის სათანადოდ მომზადება
მოქმ. 2 საფრთხეთა ანალიზის ჩატარება
მოქმ. 3 სასიცოცხლო ციკლის/ხარჯთაღრიცხვის შესაძლებლობათა განვითარება
მოქმ. 4 თსსმ-ს შემუშავება
მოქმ. 5 თსსმ-ის განხორციელების გეგმის შემუშავება

2.1.2. თავდაცვისა და ძალების დაგეგმვის სისტემის შექმნა
მოქმ. 1 შესაბამისი პერსონალისათვის სწავლების ჩატარება თავდაცვის დაგეგმვის სფეროში (თავდაცვის სამინისტრო/J5)
მოქმ. 2 ძირითადი დოკუმენტების შემუშავება

2.2. თავდაცვის დაგეგმვის საკითხები

2.2.1. თავდაცვის სფეროს რესტრუქტურიზაცია
მოქმ. 1 საჭირო კანონმდებლობის ამოქმედება თავდაცვის მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, სამხედრო სამსახურის და სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის სფეროებში.
მოქმ. 2 სახმელეთო ძალების რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია; თსსმ-ს განხილვის საგანი
მოქმ. 3 საზღვაო ძალების სამხედრო შესაძლებლობების ოპტიმიზირება/საზღვაო და სანაპირო ძალების რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია; თსსმ-ს განხილვის საგანი.
მოქმ. 4 საჰაერო ძალების რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია; თსსმ-ს განხილვის საგანი
მოქმ. 5 ნატო-ს "საჰაერო ვითარების მონაცემთა გაცვლის" პროგრამაში ჩართვა
მოქმ. 6 საჰაერო კონტროლის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება
მოქმ. 7 ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობათა განვითარება; თსსმ-ს განხილვის საგანი
მოქმ. 8 ეროვნული გვარდიის ახალი როლისა და ფუნქციების დადგენა; თსსმ-ს განხილვის საგანი
მოქმ. 9 მობილიზაციისა და რეზერვის ახალი სისტემის ჩამოყალიბება
მოქმ. 10 უსაფრთხოების სფეროს სხვა სექტორების (სხვა გასამხედროებული ძალები) შესწავლა და რეორგანიზაცია; თსსმ-ს განხილვის საგანი

2.2.2. თავდაცვის სამინისტროს სათანადო პერსონალით უზრუნველყოფა
მოქმ. 1 სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება
მოქმ. 2 თს-ს სამოქალაქო პერსონალის სწავლება მათ ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებზე; გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის შემუშავება.
მოქმ. 3 სამხედრო პერსონალის მართვის სისტემის ჩამოყალიბება
მოქმ. 4 სამოქალაქო და სამხედრო პერსონალისათვის თანაბარი სახელფასო სისტემის ჩამოყალიბება

2.3. სამხედრო და თავსებადობის საკითხები

2.3.1. სამხედრო განათლებისა და წვრთნის სისტემის განვითარება
მოქმ. 1 ინდივიდუალური და მცირე დანაყოფების წვრთნის სტანდარტების შემუშავება. პარალელურად ნატო-ს დოქტრინების, ტაქტიკის, ტექნიკისა და პროცედურების განხილვა მათი სშძ-ში შესაძლო გამოყენებისათვის
მოქმ. 2 უცხო ენის სწავლების სისტემის მართვის გაუმჯობესება

2.3.2. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერით (მქმ) უზრუნველყოფის შესაძლებლობა ნატო-ს ეგიდით სწავლებებისა და ოპერაციების ჩასატარებლად
მოქმ. 1 მქმ-ს ეროვნული კატალოგის მონაცემთა ბაზის განვითარება
მოქმ. 2 ნატო-სთან მოლაპარაკება ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

2.4 თავდაცვის ეკონომიკური ასპექტები

2.4.1. რესურსების მართვა
მოქმ. 1 რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბება
მოქმ. 2 თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის რეორგანიზაცია
მოქმ. 3 საფინანსო დეპარტამენტის პერსონალის სწავლება ბუღალტრული აღრიცხვისა და შესყიდვების პროცედურების სფეროში
მოქმ. 4 თავდაცვის რესურსების მართვის ახალი მეთოდების შემუშავება

2.4.2. სამხედრო ბაზების კონვერსია და მართვა
მოქმ. 1 ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის მართვის სისტემის ჩამოყალიბება
მოქმ. 2 თავდაცვის ინფრასტრუქტურის კატალოგიზაცია და შეფასება (დასრულებულია აქტივების შესწავლა, საჭიროა შეფასება და თსსმ-ს შემდგომ გადაწყვეტილების მიღება მათი გამოყენების თაობაზე)
მოქმ. 3 სამხედრო ბაზების მდგომარეობის გაუმჯობესება ან ლიკვიდაცია დროებითი საჭიროებებიდან გამომდინარე
მოქმ. 4 დახურვისათვის გამიზნული ბაზების ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შესწავლის დაწყება
მოქმ. 5 დარჩენილი სამხედრო ბაზების შენარჩუნება და განვითარება.

2.4.3. სამხედრო მოსამსახურეთა გადამზადების პროექტები
მოქმ. 1 მიმდინარე გადამზადების პროექტის გაფართოვება

2.4.4. თავდაცვის სისტემის მდგრადობისა და ფინანსური უზრუნველყოფის შესაძლებლობა
მოქმ. 1 თავდაცვისათვის ხელმისაწვდომი ეკონომიკური რესურსების შეფასებისათვის საჭირო პროგნოზირების მექანიზმების ჩამოყალიბება

2.5. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ინვესტირების საკითხები

2.5.1 თანამშრომლობა შეიარაღების სფეროში
მოქმ. 1 საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის სრული ინვენტარიზაციის ჩატარება
მოქმ. 2 გამოყენებადი საბრძოლო მასალების უსაფრთხო შენახვის გეგმის შემუშავება და განხორციელება; ჭარბი და არაუსაფრთხო საბრძოლო მასალებისა და მცირე და მსუბუქი შეიარაღების განადგურება
მოქმ. 3 აღჭურვილობის სტანდარტიზაციისა და კატეგორიზაციის გეგმის განხორციელება.
მოქმ. 4 მთლიანი შეიარაღების შესყიდვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება.

2.6 ლოგისტიკა

2.6.1. ლოგისტიკის სისტემის რესტრუქტურიზაცია ნატო-ს ძალებთან თავსებადობის მიღწევის მიზნით
მოქმ. 1 ლოგისტიკის სისტემის რესტრუქტურიზაცია
მოქმ. 2 ლოგისტიკის პირადი შემადგენლობიდან ლოგისტიკის მეკავშირე ოფიცერთა წვრთნა

2.6.2. ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობების უზრუნველყოფა
მოქმ. 1 მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის შემუშავება და განხორციელება
მოქმ. 2 მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ეროვნული კატალოგის მონაცემთა ბაზის განვითარება
მოქმ. 3 ნატო-სთან მოლაპარაკება ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

2.6.3. ლოგისტიკის კოდიფიკაციის სტანდარტიზებული და კოორდინირებული სისტემის ჩამოყალიბება
მოქმ. 1 კოდიფიკაციის სახელმწიფო ბიუროს ჩამოყალიბება

2.6.4. დონაციის სახით მიღებული აღჭურვილობის გამოყენების გეგმის შემუშავება და განხორციელება (ლოგისტიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით)
მოქმ. 1 პარტნიორი ქვეყნების ლოგისტიკის ექსპერტთა მუდმივი ჯგუფის აღჭურვილობის დონაციის საკონტროლო სიის წარმოება

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja