ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
აგვისტოს დღიურები


ერთი ისტორია, ერთი გასაჭირი, მაგრამ ამავე დროს ისტორია, რომელიც შეიძლება, კიდევ უამრავ ადამიანს მიესადაგოს. ძნელია იმაზე ლაპარაკი და მსჯელობა, რაც არ იცი. იმის მტკიცება, რაც არ გინახავს და არ გადაგიტანია საკუთარ თავზე. ამიტომაც გადავწყვიტე, მომესმინა და შემდეგ თქვენთვს მომეთხრო ისტორია იმ ადამიანისა, რომელმაც აგვისტოს ომი ყველაზე ახლოს ნახა…

6 აგვისტო.
ყველაფერი ამ დღეს დაიწყო. ჩვენმა ჯარმა გეზი აიღო ცხინვალისაკენ. თქვეს, მტერი გვიტევს და სამშობლო უნდა დავიცვათო. ჩემი მეგობარი გაიწვიეს, მე – არა. რეზერვი არ მაქვს გავლილი და დავრჩი გორში. ყველაფერი კარგად მიდიოდა. საინფორმაციოში გადმოსცემდნენ, მსხვერპლი არაა ქართულ მხარესო. მეც, ასე თუ ისე, მშვიდად ვარ.

7 აგვისტო…
ღამე მეგობარი მირეკავს, ცხინვალში შევედითო. მეც მივულოცე და მშვიდად დავიძინე. დილით, 6 საათზე, საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა. ეს ხმა არასოდეს დამავიწყდება, ავიაგამანადგურებელი მოფრინავდა. გასროლა აფეთქება… ქალაქგარეთ, გორიდან ორ კილომეტრში საშინელი კვამლი ამოვარდა, რაღაც დაინგრა… ხალხი პანიკაშია. ვისაც წასასვლელი აქვს, ქალაქიდან მიდის, ვისაც არა, სარდაფებში იმალება. მეგობარს დავურეკე, არ მპასუხობს. ჩავრთე ტელევიზორი… ჟურნალისტი აცხადებს, ქალაქში სიწყნარეა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი დაიბომბა, გორის მოსახლეობას არ ეშინია.
დაახლოებით ნახევარ საათში ისმის მეორე გასროლა. ეს უკვე ქალაქში დაინგრა რაღაც. გორი რამდენიმე წუთში დაიცალა… ოთხსართულიან კორპუსში დავრჩით მე, დედა, და კიდევ სამი მეზობელი, რომლებიც იმდენად მოხუცები იყვნენ, რომ ახლობლები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ. დილით, საინფორმაციოში გადმოსცემენ, რუსეთმა შემოგვიტია, მაგრამ გორელი მოსახლეობა კვლავ ინარჩუნებს სიმშვიდეს, პანიკაში არ ჩავარდნილაო. მართალია, ცარიელ ქალაქში ძნელია პანიკა იყოს…
ასე გაგრძელდა კიდევ სამ დღეს, დაბომბვები ყოველ დილით და ღამე… ერთ-ერთი ბომბი ჩემი ყოფილი სკოლის უკან დაეცა, კლასელის სახლს. როგორც შემდეგ გავიგე, არც დედამისი გაქცეულა…

11 აგვისტო…
უკვე ორი დღეა, ტელეფონები გაითიშა, ქალაქი ცარიელია… ქუჩებში მხოლოდ მაწანწალა ძაღლებს თუ გადააწყდები… იმის იმედად, რომ დღისით არ დაგვბომბავენ, საჭმლის საშოვნად გავედი. ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
დაკეტილია ყველა მაღაზია, პურის საცხობი, გარდა ერთისა, რომელმაც პურის ფქვილის დამთავრებამდე იმუშავა. ამ დღეს გაითიშა ქართული სატელევიზიო არხები. ისინი რუსულმა ჩაანაცვლა. ვუყურებ, მინდა არ მჯეროდეს ის, რასაც ამბობენ, მაგრამ თვითონაც ვიცი, რომ სიმართლეა. ეს ჩვენ, ქართულმა მხარემ ვბომბეთ ცხინვალი ორი დღის განმავლობაში, მათგან საპასუხო ქმედების გარეშე…
თუმცა, პასუხის ლოდინმა დიდხანს არ მოგვიწია… სულ მალე ქალაქში შემოვიდნენ მანქანები ოსური დროშებით, დაიწყეს ქალაქის დარბევა, ხალხის დახოცვა. შიში, რომელიც წინა დღეების განმავლობაში არ მიგვრძნია, უცებ გაჩნდა ჩემში. ნუთუ ეს დასასრულია… ცარიელია ქალაქის მერია, პოლიცია, პატრულის შენობა… შემოვიდნენ ოსები, მათ რუსები შემოჰყვნენ.
ოსებმა მარადიორობას მიჰყვეს ხელი. ხოლო რუსეთის ჯარმა, მარადიორები დაიჭირა და ვინც წინააღმდეგობა გაუწია, დახვრიტა. შიში სირცხვილით იცვლება, მტერი მიცავს… არავინაა სხვა, რომ ქალაქს უპატრონოს. რუსეთის შეიარაღებული ძალები განლაგდნენ გორში, გადაკეტეს ყველა ხიდი, ყველა მთავარი ქუჩა… ნუთუ დაგვიპყრეს?
საჭმელი ისევ გამოილია… იძულებული ვარ, გავიდე და მოვიტანო. ახალგაზრდა ვარ, კიდევ ავიტან შიმშილს, მაგრამ დედას და მეზობლებს ხომ უნდა მივხედო. გარეთ გავდივარ… ქალაქი ცარიელია, ხიდზე კი რუსული ტანკები დგას. მესვრიან? რატომ უნდა გაკეთონ ეს? არ ვიცი…
გავრისკე. რუსმა ჯარისკაცმა საბუთები მთხოვა. მივეცი. სანამ ამოწმებდა, გამომელაპარაკა, სად არის თქვენი ჯარი ან პოლიცია, რატომ არ გიცავთო. ვერაფერი ვუპასუხე… ჯარისკაცმა გაიღიმა და მითხრა, სანამ ქალაქში ვართ, აღარაფერი მოხდება და აღარავინ მოკვდება უსამართლოდო. ეგონა, დამამშვიდა… მე კი, მერჩივნა, მოვეკალი…

12 აგვისტო…
ტელეფონი ჩაირთო… პირველად დავურეკე
დეიდას, რომელიც კარალეთში ცხოვრობს… მითხრა, სოფლის მოსახლეობა სახლებში ვერ შედის იმის შიშით, რომ ოსები შეუვარდებიანო. მომიყვა, როგორ დახვრიტეს თავის ეზოში მჯდომი მოხუცი კაცი, როგორ დაუჭრეს მუცელი ორსულ ქალს… თავი, რომელიღაც ამერიკულ თრილერში მეგონა…
ჩავრთე ტელევიზორი… გამიხარდა.
ქართული არხები ჩაირთო. გავიგებ მაინც, რა ხდება, მაგრამ, იმან, რაც იქ დავინახე, საბოლოოდ გამანდგურა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი უამრავი ადამიანი გამარჯვებას ზეიმობდა, ქართული ესტრადის წარმომადგენლები მღეროდნენ, მსახიობები ლექსებს კითხულობდნენ, პოლიტიკოსები რუსეთს ემუქრებოდნენ, ყოველ კუთხეში ჯოჯოხეთი დახვდებათო.
მანამადე კი ჯოჯოხეთი აქ, ჩვენთან იყო… დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილი, დახვრეტილიჯარისკაცები, მაწანწალა ძაღლების საკვებად ქცეულნი. ერთადერთი, ვინც შეძლო შემოსულიყო და ცხედრები გაეტანა, ეკლესია იყო. ვურეკავ ნათლიას, რომელიც გორის ეპარქიაში მსახურობს. ისიც მიყვება, რომ ყოველდღე ასზე მეტ ჯარისკაცს კრძალავენ, რადგან გამოყვანა უკვე შეუძლებელია. ის ჯარისკაცები კი, ვინც ნაღმებზე აფეთქდნენ, ოსებმა მოაგროვეს და დაწვეს.
აი რეალობა… ის, რაც უნდა იგლოვოს ქართველმა ხალხმა… დაღუპული ხალხი, უამრავი დაკარგული სოფელი, რომელიც ახლა ოსეთის ტერიტორიაა. დაიდო ზავის ხელშეკრულება. ყვეელაფერი თავის ადგილას დადგა… თითქოს არაფერი ყოფილა, არც ტერიტორიები დაგვიკარგავს და არც უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე. მხიარულად აღნიშნეს თბილისობა და დაივიწყეს… მე კი, არასოდეს დამავიწყდება ჩემი მეგობრის ხმა, რომელმაც დამირეკა და მახარა, ცხინვალი ჩვენიაო…
მის ხმას ვეღარასოდეს გავიგებ…

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja