|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
აჰმადინეჯადი აშშ-ს: შეეშვი ისრაელს და შეასრულე დაპირებები |
|
|
The Guardian მაჰმუდ აჰმადინეჯადის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება. ირანის პრეზიდენტმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის კავშირების აღდგენის შესახებ უარი განაცხადა. ოფიციალური თეირანის უარის მთავარი მიზეზი კი ისრაელია, რომლის მხარდაჭერასაც შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს. სტამბოლში გამართულ პრეს კონფერენციაზე აჰმადინეჯადმა საზოგადოებას განუცხადა, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ობამას ადმინისტრაციის შემდეგ საერთოდ არ შეცვლილა. მან აშშ-ს პრეზიდენტს ულტიმატუმიც წაუყენა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს მოუწევს ისრაელსა და ირანს შორის არჩევანი გააკეთოს. ირანის პრეზიდენტის ანტი-ამერიკული გამოსვლა თეირანის პროკურატურის გადაწყვეტილებას მოჰყვა, როდესაც ამერიკის სამ მოქალაქეს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. შეინ ბაუერი, სარა შორდი და ჯოშ ფათალი ორი თვის უკან, მეზობელი ერაყის მხრიდან ირანის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობისას დააპატიმრეს. დაკავებულების ნათესავების განცხადებით, ტურისტები ირანში სრულიად შემთხვევით ფეხით მოგზაურობისას მოხვდნენ. აშშ-ს მოქალაქეების დაპატიმრება სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაგმო და დასძინა, რომ მათი ბრალეულობის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |