ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ახალ წელს კიდევ სამი ქართველი კანონიერი ქურდი ციხეში შეხვდება

საახალწლოდ უკრაინისა და რუსეთის პოლიცია საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გასულ კვირას მათ სამი ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს.

ზვიად სახამბერიძეს საქართველოში კარგად იცნობენ. იგი თბილისში 2000 წელს დააპატიმრეს, მაგრამ 2001 წლის 19 იანვარს მან, სამ თანამზრახველთან ერთად, ქუთაისის ციხიდან გაქცევა მოახერხა. სამივე მათგანი ქართველმა სამართალდამცველებმა ერთი წლის შემდეგ თერჯოლაში დააკავეს. ძებნილებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ერთ-ერთი თანამშრომელი დაჭრეს. მაშინ სახამბერიძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ შეიწყალეს(?!). ამჟამად სახამბერიძე მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია და ბრალი ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-მოხმარებაში აქვს წაყენებული.

16 დეკემბერს კიევის პოლიციამ ორი ოპერაცია დაგეგმა და ორივე წარმატებით დააგვირგვინა. მათ ჯერ "ლაშა სოხუმსკის" მეტსახელით ცნობილი 36 წლის ლაშა ჯაჭვლიანი დააკავეს, მერე კი "რამაზ კუტაისკი", იგივე რამაზ წიქორიძე. ჯაჭვლიანი სპეცდანიშნულების რაზმმა მეტროში, პირდაპირ ესკალატორიდან აიყვანა. მას ჯიბეში 30 გრამი ჰეროინი უპოვეს.

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ისიც თქვეს, ჯაჭვლიანი მოსკოვის მილიციას რომ არ გაეშვა, ახლა მისი დევნა არ მოგვიწევდაო. ლაშა იმ იახტაზე იმყოფებოდა, რომელზეც ტარიელ ონიანი "სხადნიაკს" მართავდა და იმხანად სხვებთან ერთად ისიც აიყვანეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, ჯაჭვლიანს საქართველოში დეპორტაცია არ ემუქრება, რადგან მან უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა და ახლა მათი შესწავლა მიმდინარეობს.

აი, წიქორიძეს კი უკრაინელი სამართალდამცველები თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეძებდნენ. მას ბრალად ყალბი საბუთების დამზადება, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება და ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-მოხმარება ედება. წიქორიძეც მიმდინარე წლის თებერვალში დააპატიმრეს და დათანხმდნენ, საქართველოსთვის გადმოეცათ, მაგრამ რადგან მოსკოვი-თბილისის ავიარეისი გაუქმებული იყო, ქართველი ქურდი ჯერ კიევში გადააფრინეს. დღემდე არავინ იცის, როგორ დაუსხლტა ხელიდან ბადრაგს წიქორიძე, მაგრამ ფაქტია - იგი კიევის აეროპორტიდან გაიქცა და 16 დეკემბრამდე იძებნებოდა.

დავით მინდიაშვილი
”ყველა სიახლე”


ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja