ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ახალ წელს ქართული არმია 180 პოლკოვნიკის გარეშე ხვდება

13 დეკემბერს, კვირა ღამით, შეიარაღებული ძალების ყველა ნაწილში დაიგზავნა ბრძანება, რომლის თანახმადაც მეორე დღეს, 14 დეკემბერს ყველა ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი სპორტული ფორმით უნდა გამოცხადებულიყო სამსახურში და ფიზიკურ მომზადებაში ტესტი ჩაებარებინა. ასეც მოხდა. ვიცე-პოლკოვნიკებმა და პოლკოვნიკებმა ფიზიკურ მომზადებაში სამი სახის (სირბილი 3,2 კმ-ზე, აზიდვა და მუცლის პრესი) ტესტირება გაიარეს.

იმავე დღეს, 14 დეკემბერს გამოიცა თავდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის #609 ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მე-15 თავის მე-10 პრიმამუხლის თანახმად, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და გაყვანილ იქნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ჯ-1 განკარგულებაში შემდეგი სამხედრო მოსამსახურეები...

ჩამონათვალში ზუსტად 180 ასეთი სამხედრო მოსამსახურე (ვიცე-პოლკოვნიკისა და პოლკოვნიკის ჩინით) აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ ტესტირებამდე ორიოდე კვირით ადრე, 1-2 დეკემბერს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკები და პოლკოვნიკები მოულოდნელად ნაწილ-ნაწილ დაიბარეს თავდაცვის სამინისტროში და სპეციალური 40-კითხვიანი ტესტი გაატარეს. მათ შორის იყო საკითხები ოპერატიულ-ტაქტიკური დაგეგმარებიდან, რუკაზე ტაქტიკური ნიშნების გაშიფვრა, რამდენი წლით ირჩევენ გაერთიანებული შტაბის უფროსს, რომელია უწყებრივი ჯილდოები და ა.შ.

ჩანს, სწორედ ამ ორი ტესტირების შედეგები გახდა 180 ვიცე-პოლკოვნიკისა და პოლკოვნიკის თანამდებობიდან გათავისუფლების საბაბი; თუმცა ზოგიერთი მათგანის აზრით, მთავარი მიზეზი ის კი არ იყო, ვინ რამდენი წუთი მოანდომა 3 კმ-ის გარბენას, არამედ რომელი ოფიცერია ერთგული ხელისუფლებისა, ხომ არ გამოჩენილა ოდესმე ოპოზიციის მიტინგზე, ან ხომ არ ჰყავს ოპოზიციონერი ნათესავი ან მეგობარი(?!).

თანამდებობიდან დათხოვნილ მაღალჩინოსან ოფიცრებს გული იმაზეც სტკივათ, რომ მათ 20-წლიანი სამხედრო სამსახურის დასამთავრებლად და პენსიაზე გასასვლელად ერთი-ორი წელი ან სულ რამდენიმე თვე აკლიათ (ზოგ მათგანს ჯერ კიდევ საბჭოთა არმიაში ჰქონდა დაწყებული ოფიცრის კარიერა)...
თანამდებობიდან გათავისუფლებული ვიცე-პოლკოვნიკები და პოლკოვნიკები ოთხი თვე იქნებიან კადრების განყოფილებაში, საიდანაც პირველ ორ თვეს ხელფასს (დაახლოებით 300 ლარს) მიიღებენ. შემდეგ ალბათ მათ შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვენ.

როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, 80-მდე ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი, რომლებიც ტესტებს წარმატებით ჩააბარებენ, თავდაცვის სამინისტროსგან სოლიდურ პრემიას (1.500-დან 3.000 ლარამდე) ელოდებიან.

ომის, მით უმეტეს, წარუმატებელი, დამთრგუნველი შედეგების შემდეგ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გადახალისება შეიძლება აუცილებელიცაა, მაგრამ ახალი წლის წინ 200-მდე (სავარაუდოდ, აპირებენ კიდევ 20-ზე მეტი ვიცე-პოლკოვნიკისა და პოლკოვნიკის გათავისუფლებას) მაღალჩინოსანი ოფიცრის ერთი ხელის მოსმით მოსროლა, თანაც მაშინ, როდესაც ხელისუფლებას პირზე აკერია რუსეთიდან სამხედრო აგრესიის განახლების მუდმივი საშიშროება, ცოტა ძნელად გასაგებია.

ამასთან, გათავისუფლებულთა სიაში მოხვდა ბევრი პროფესიონალი პოლკოვნიკი, რომლებმაც შეიძლება არ იცოდნენ რამდენი წლით ინიშნება გაერთიანებული შტაბის უფროსი (მით უმეტეს, რომ არც ერთ მათგანს სამი წელი არ გაუძლია შტაბის უფროსის სავარძელზე), მაგრამ, სამაგიეროდ, კარგად იციან, როგორ მოაწყონ თავდაცვითი ზღუდეები და როგორ მოიგონ ბრძოლა, თუკი ხელს არ შეუშლიან ზემოდან...
P.S. მაიორები, კაპიტნები თუ უფროსი ლეიტენანტები გულს ნუ დაიმშვიდებენ, რადგან ასეთივე ტესტები მათთვისაც მზადდება...

ირაკლი ალადაშვილი
”კვირის პალიტრა”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja