ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ახალგაზრდა ჟურნალისტი-საბჭოთა დაზვერვის აგენტი?
საბჭოთა დაზვერვამ უცხოელთა გადმობირების ყველა "რეკორდი" ცნობილი აგენტურული ქსელის ე.წ. კემბრიჯის ხუთეულის ჩამოყალიბებით მოხსნა. 1930-იანი წლების დასაწყისში ლონდონის კემბრიჯის უნივერსიტეტი და მისი კოლეჯი, აგრეთვე, ოქსფორდის უნივერსიტეტი, საბჭოთა აგენტების "სამჭედლო" გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის კონტრდაზვერვა - "მი-5" აქტიურად მუშაობდა განათლების სისტემაში სხვა ქვეყნების დაზვერვების შეღწევის თავიდან ასაცილებლად ეს უმაღლესი სასწავლებლები შემთხვევით არ იყო შერჩეული საბჭოთა დაზვერვის მიერ. იქ განათლებას იღებდნენ დიდი ბრიტანეთის მომავალი პოლიტელიტა, დიპლომატიური კორპუსი და სპეცსამსახურების "ჯეიმს ბონდები".

ინგლისში არსებული საკადრო პოლიტიკის ღრმა ანალიზის შედეგად საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მომავალი "გავლენის აგენტების" მოსაძებნად კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები საუკეთესო სასწავლებლები იყო.

1934 წლის თებერვალში საბჭოთა დაზვერვის გამოცდილი თანამშრომელი, 30 წლის არნოლდ დეიჩი (ენ-კა-ვე-დეს კადრების სამმართველოში აღრიცხული იყო, როგორც სტეფან ლანგი, ავსტრიელი ებრაელი. ოპერატიული ფსევდონიმები "ოტო", "სტეფანი") საიდუმლო სადაზვერვო დავალებით ლონდონში ჩავიდა. მის წინაშე მეტად რთული ოპერატიული ამოცანა იდგა - დიდი ბრიტანეთის ინტელიგენციის ფენებში უნდა შეერჩია კანდიდატები და ფრთხილი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ გადაებირებინა "კომუნისტური ინტერნაციონალის" საფარქვეშ აგენტურული მუშაობისათვის. ამ ამოცანის შესრულება არისტოკრატულ და კონსერვატორულ ინგლისში აბსურდული ჩანდა, მაგრამ დეიჩმა ინგლისის ინტელიგენციასთან მუშაობის დიდი ნიჭი გამოავლინა და წარმატებასაც მიაღწია. სამეცნიერო და სტუდენტური სფეროს უკეთ შესწავლის მიზნით, საბჭოთა აგენტი ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მსმენელად ჩაირიცხა, 1936 წელს კი ფსიქოლოგიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი დაიცვა, რის შემდეგაც მას ლექციების წაკითხვის ნება დართეს.

სპეცსამსახურების საქმიანობის ანბანის მცოდნემაც კი იცის, რომ ზოგადად ძალიან იოლია საზოგადოების ყველაზე "რევოლუციური ფენის" - სტუდენტების გამოყენება ოპერატიული ინტერესებისათვის. ბევრი მაგალითი არსებობს, თუ როგორ მოახერხეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა სხვა ქვეყანაში მათთვის არასასურველი ხელისუფლების შეცვლა სტუდენტური გამოსვლების "აგორებით". ასევე ბევრია მაგალითი, როგორ შეიძლება მომავალი "გავლენის აგენტის" გამოზრდა ჯერ კიდევ სტუდენტობის ასაკიდან.

დავუბრუნდეთ ნისლიან ლონდონს. ორი-სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა პროფესორმა დეიჩმა გადმოიბირა 20-ზე მეტი აგენტი (მათ შორის საბჭოთა დაზვერვის "მარგალიტები" - კემბრიჯის "შესანიშნავი ხუთეული": გაი ბერჯესი (1911-1963 წწ), დონალდ მაკინლი (1913-1983 წწ.), ენტონი ბლანტი (1907-1983 წწ.), კიმ ფილბი (1912-1988 წწ.) და ჯონ კერნქროსი (1913-1995 წწ).

"კემბრიჯის ხუთეულმა" გადაბირებიდან 5-6 წელიწადში უმნიშვნელოვანესი საკვანძო პოსტები დაიკავა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში - საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებში, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებში. მათ წინსვლას გეგმავდა და ხელს უწყობდა საბჭოთა დაზვერვა. ამ აგენტებმა შეძლეს, 20-30 წლის განმავლობაში აქტიურად ემუშავათ და "კრემლისთვის" 25 ათასზე მეტი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიეწოდებინათ.

ორმაგი აგენტის მძიმე ხვედრი
"კემბრიჯის ხუთეულიდან" პირველი, ვინც არნოლდ დეიჩმა გადაიბირა, ახალგაზრდა ჟურნალისტი კიმ ფილბი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირისადმი სიმპათიას საჯაროდ გამოხატავდა. ფილბი 1934 წელს გადაიბირეს და მისდამი საბჭოთა დაზვერვის პირველი მოთხოვნა ინგლისელ კომუნისტებთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა იყო. სულ მალე, ბევრისთვის მოულოდნელად, კიმ ფილბიმ თავის სტატიებში ფაშისტური იდეების ხოტბა-დიდება დაიწყო, მერე კი ლონდონში მოქმედი ერთ-ერთი ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი გახდა. მხოლოდ რამდენიმე პიროვნებამ იცოდა ამის ნამდვილი მიზეზი. კიმ ფილბიმ თავის მხრივ რეკომენდაცია გაუწია თავის კემბრიჯელ მეგობრებს - მაკინლისა და ბერჯესს. ამ უკანასკნელმა - ხელოვნებათმცოდნე ბლანტს, რომელმაც საბჭოთა დაზვერვას ლინგვისტი ჯონ კერნქროსის გადაბირება ურჩია.

მომავალი აგენტების ასაკი 21-23 წელს არ აღემატებოდა. სულ რაღაც, 5-6 წელიწადში "კემბრიჯის ხუთეული" უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას აწვდიდა კრემლს დიდი ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების, ფაქტობრივად, ყველა სფეროს შესახებ. მანამდე კი იყო არნოლდ დეიჩის დაუღალავი შრომა ახალგაზრდა და გამოუცდელი აგენტების "გასაწვრთნელად". დეიჩმა "იდეურ ფაქტორთან" ერთად ბრიტანელ ახალგაზრდებს სხვა "გასაღებიც" მოუძებნა. "კემბრიჯის ხუთეულის" სამი წევრი - მაკინლი, ბერჯესი და ბლანტი ჰომოსექსუალები იყვნენ, რაც ბრიტანეთის იმჟამინდელი კანონებით მკაცრად ისჯებოდა. საბჭოთა (ამჟამად რუსეთის) დაზვერვა ხელიდან არასდროს უშვებდა კომპრომეტირების ამ იარაღს.

"შესანიშნავი ხუთეულის" ყველაზე დიდი პრობლემა კონსპირაციის წესების უგულებელყოფა იყო. "კემბრიჯელები" ცდილობდნენ, კვლავ ძველებურად ეცხოვრათ. ეს განსაკუთრებით ალკოჰოლის უზომო მიღებას ეხებოდა. უცხო ქვეყანაში დიპლომატის მუნდირით დაცული და თბილ კაბინეტში მოკალათებული მზვერავის რისკი ახლოსაც ვერ მივა ორმაგი აგენტის ყოველდღიურ სტრესთან და ფარულ ცხოვრებასთან. ის გამოაშკარავების მუდმივი შიშით ცხოვრობს, რადგანაც დაპატიმრების შემთხვევაში უმძიმესი სასჯელი ელის. ამიტომაც, "კემბრიჯის ხუთეულის" ზოგი წევრი (უპირველესად, ბერჯესი და მაკინლი) შიშის დაძლევას ალკოჰოლით ცდილობდა.

სტრესს პირველმა დონალდ მაკინლიმ ვერ გაუძლო. 1950 წლის მაისში ეგვიპტეში დიდი ბრიტანეთის საელჩოს კანცელარიის უფროსმა, გადამთვრალმა მაკინლიმ აყალმაყალი ატეხა. ამის გამო ის ლონდონში გამოიძახეს სამკურნალოდ, თანაც "მი-5"-მა თვალთვალი დაუნიშნა. არც ბერჯესი იკლებდა სიამოვნებას. ის აშშ-ში დიდი ბრიტანეთის საელჩოში მსახურობდა და მნიშვნელოვან საიდუმლო დოკუმენტებზე მიუწვდებოდა ხელი, თუმცა მთელ დროს ბახუსისა და ამურის ტყვეობაში ატარებდა.

საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელობა შიშობდა, რომ მაკინლი და ბერჯესი ნერვულ დაძაბულობას დიდხანს ვერ გაუძლებდნენ და, ნებსით თუ უნებლიეთ, "კემბრიჯის ხუთეულის" ყველაზე მნიშვნელოვან აგენტს, კიმ ფილბის გაამჟღავნებდნენ. ამიტომ გადაწყდა ორი ინგლისელი დიპლომატის ფარული გადაყვანა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. საბჭოთა დაზვერვის ლონდონის რეზიდენტურისთვის ცნობილი იყო, რომ მაკინლის მხოლოდ დღისით უთვალთვალებდნენ, ხოლო შაბათ-კვირას კი, გარე თვალთვალის ჯგუფები არ მორიგეობდნენ. მაკინლისა და ბერჯესის სასწრაფო "ევაკუაცია" 1951 წელს მოხდა.
ამის შემდეგ ეჭვქვეშ "კემბრიჯის ხუთეულის" დანარჩენი სამი წევრი აღმოჩნდა, თუმცა ბრიტანეთის კონტრდაზვერვას ხელშესახები მტკიცებულებები არ ჰქონდა.

(დასასრული იქნება)

ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი
ბესიკ ალადაშვილი

”ყველა სიახლე”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja