|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ახალგორის რაიონის ოსური ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლონ |
|
|
ახალგორის რაიონის ოსური ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბარათაშვილი შესაძლოა ახლო მომავალში თანამდებობიდან გაათავისუფლონ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგორის მოსახლეობამ აცნობა. მათი თქმით, ცხინვალის რეჟიმის პირველი პირები ბარათაშვილის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და სწორედ ეს არის მისი შესაძლო მოხსნის მიზეზი. ალექსანდრე ბარათაშვილის მიმართ ცხინვალის გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზი ახალგორის ქართული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები და ქართულ მხარესთან კონტაქტია. “გარდა ამისა, მან ახალგორში მდებარე “ლომისის” ლუდის ქარხნის ამჟამინდელი მმართველის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, თუმცა, ეს ბრალდებები ვერ დაამტკიცა და მის მიმართ გაღიზიანება ამანაც გამოიწვია. ცხინვალი უკმაყოფილოა იმითაც, რომ რუსული ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი, რომელიც ახალგორის საბავშვო ბაღებისთვის იყო გამოყოფილი, ვლადიკავკაზში მოხვდა”, - განაცხადეს ახალგორელებმა. გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალი ასევე უკმაყოფილოა ორი კვირის წინანდელი ფაქტით, როცა ახალგორელი მოსწავლეები თბილისში კოსტიუმების ჩვენებაზე ე.წ. საზღვარზე არ გამოატარეს. ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ეს მისი მითითებით მოხდა და გადაწყვეტილება ცხინვალთან შეთანხმებული არ ყოფილა. მოგვიანებით, ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებს ბარათაშვილის გადაწყვეტილების გამო თავის გამამართლებელი განმარტებების გაკეთება მოუწია. ”ინტერპრესნიუსი”
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |