ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ამერიკული არმია - XX საუკუნის ყველაზე დიდი მითი

ერთადერთი დასკვნა, რომელიც ამერიკის მმართველმა ელიტამ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან თავისი ჯარების მიერ ომის წარმოების უუნარობის მორიგი მოწმობიდან გამოიტანა, ის იყო, რომ ასეთი მოწინააღმდეგის მოსყიდვის სურვილი გაუჩნდა, რათა მას თავი დამარცხებულად ეცნო და საშუალება მიეცა, კიდევ ერთხელ დადასტურებულიყო ამერიკის სამხედრო ძლიერება, ანუ გაემეორებინა 1944 წლის 6 ივნისს საფრანგეთში ამერიკული ჯარების გადმოსხმის სცენარი, რომელიც ასევე გამოიყენეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ერაყის მეორე ომის პირველ ფაზაში 2003 წლის 19 მარტიდან 9 აპრილამდე. გავრცელებული ვერსიით, აქ საქმე ათამდე ერაყელი გენერლის მოსყიდვასთან როდი გვაქვს.

საქმე ისაა, რომ თავად ერაყული რეჟიმი არცთუ ტოტალიტარული აღმოჩნდა. უცხოურ ბანკებში დაბანდებებმა, დასავლეთთან სხვა კავშირების მთელმა კომპლექსმა ერაყის მმართველ ელიტას კაპიტულაციის სურვილი გაუჩინა. ხოლო ერაყელმა გენერლებმა მხოლოდ შეასრულეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის კაპიტულანტური განკარგულებები ომის დროს, «დიადი და საზარელი» სადამ ჰუსეინის ფიგურამ კი განტევების ვაცის როლი ითამაშა. რეალურად ერაყს სხვა ადამიანები მართავდნენ. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ, მაგალითად, ტარიკ აზიზი, რომელიც ერაყის კაპიტულაციის შემდეგ ინგლისში გადასახლდა.

თუმცაღა, ერაყის ომში ამერიკელთა დანაკარგები მცირე სულაც არ ყოფილა და, უპირველესად, ეს ამერიკულ სამხედრო ავიაციას შეეხო. სხვა ერაყული ძალებისგან განსხვავებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა სრული სერიოზულობით ებრძოდა ამერიკულ ავიაციას და ეს ბრძოლა მხოლოდ ბაღდადში ამერიკული ჯარების შესვლამდე ორი დღით ადრე შეწყვიტა.

შედეგად, ამ ომში ამერიკულმა მხარემ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა: დაკარგა 400 ტანკი და 600 საბრძოლო თვითმფრინავი. გიგანტური დანაკარგები ბაღდადის თავზე და მის შემოგარენში ომის პირველსავე საათებში შეიმჩნეოდა. 2003 წლის 19 მარტიდან 4 აპრილამდე, როცა ბაღდადის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ცენტრალიზებულად იმართებოდა, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, ყოველდღიურად მარტო ქალაქის თავზე მფრინავ 3-5 ამერიკულ თვითმფრინავს აგდებდნენ, თუმცა რეალურად ქალაქის თავზე და მის შემოგარენში 10-12 ამერიკული თვითმფრინავი იღუპებოდა. ამგვარად, 19 მარტიდან 4 აპრილამდე მარტო ბაღდადში ამერიკელებმა 200-მდე თვითმფრინავი დაკარგეს. არადა, ბაღდადის გარდა, ისინი ყოველდღიურად ბომბავდნენ კირკუკს, მოსულს, ტიკრიტსა და სხვა დიდ ქალაქებს, სადაც ასევე მნიშვნელოვან ზარალს განიცდიდნენ.

როგორც კორეაში, ასევე ვიეტნამში, გრენადაში, სერბეთსა და ერაყში ამერიკულ თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს წარმატებით აგდებდნენ 37 მმ-იანი «61-K» საზენიტო დანადგარებით (1937 წ.), მისი ორლულიანი მოდიფიკაციით (1964 წ.) და 57 მმ-იანი «ჩ-60»-ებით (1951 წ.).

რაც შეეხება ამერიკული ავიაციის დანაკარგების რეალურობას ომის პირველ ფაზაში (19.03-15.04.2003), ამის ერთობ ხელშესახებ დასტურად იქცა უკრაინის მმართველი ელიტის საქციელი, რომელმაც 2000 წელს კარგად იხეირა ერაყისთვის «კოლჩუგების» მიყიდვით (რომელთა მეშვეობითაც ასეთი დიდი ზარალი მიადგა ამერიკის ავიაციას).

ქვეყნის 12-წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე უკრაინის მმართველი ელიტა, რომელიც ღიპიანი, ჩასუქებული და სახეგაფიჟვინებული ბიძებისგან შედგებოდა უკრაინის კომპარტიის ცეკას ყოფილი აპარატიდან, ჯიუტად არიდებდა თავს უცხო ქვეყნებში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომებში ჩართვას; ხოლო 2003 წლის შემოდგომაზე, ამერიკელთა მოწოდებით, უცებ გააგზავნა ერაყში 1600-კაციანი ბრიგადა. ეტყობა, ამერიკელები სწრაფად მიხვდნენ, რომ ერაყში ავიაციის გიგანტური დანაკარგების მიზეზი სწორედ «კოლჩუგები» შეიქნა და განრისხდნენ. უკრაინის მმართველი ელიტა დაფრთხა, რადგან ამერიკულ ბანკებში სოლიდური ანგარიშები ჰქონდა და ამერიკელებს თავი მოუქონა ერაყში საზარბაზნე ხორცის გაგზავნით.

შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელები ომის პირველ ფაზაში კიდევ «იოლად გადარჩნენ» - მაშინ 2 ათას ბრიტანელთან ერთად 14 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ომის მეორე ფაზაში 50-მდე ჯავშანტრანსპორტიორი და ჯავშანმანქანა «ჰამერი» 16-ლულიანი «РПУ-14»-ის ერთადერთმა ზალპურმა ცეცხლმა ნაცარტუტად აქცია. ასამდე კაცი დაიღუპა. ერაყელებს რომ ომი სრული სერიოზულობით ეწარმოებინათ და ამერიკელებისთვის ცეცხლი ორასი 40-ლულიანი «გრადიდან» გაეხსნათ, ორი დღის შემდეგ ამერიკული არმია არსებობას შეწყვეტდა ერაყში.

მიუხედავად ერაყის პოლიტიკური ელიტის კაპიტულაციისა, ერაყელი ხალხი, არმიისა და სპეცსამსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკელების წინაშე კაპიტულაციას არ აპირებდნენ.

გავრცელებული ხმების მიუხედავად, რეალურად არ არსებობდა დროის მონაკვეთი ამერიკული ჯარების მიერ (15.04.2003) ერაყის დიდ ქალაქებზე დამყარებულ ფორმალურ კონტროლსა და ერაყელების მხრიდან ოკუპანტების წინააღმდეგ მასობრივი ჯანყის დაწყებას შორის. სხვაობა იყო მხოლოდ აჯანყების ინტენსივობის ხარისხში. 2003 წლის მაის-ივნისში ეს მცირე ინტენსივობის ბრძოლები იყო, მაშინ ერაყული წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზაციული სტრუქტურა ყალიბდებოდა და ძალებს იკრებდა.

ამერიკელებმა კი იმის ნაცვლად, რომ ოკუპაციის პირველსავე საათებში დაეწყოთ ერაყის სამოქალაქო მოსახლეობის განიარაღების პროცესი, მიტოვებული სამხედრო ტექნიკისა და დაყრილი იარაღის შეგროვება და საიმედოდ დაცვა-შენახვა, ამერიკელმა გენერლებმა, თავიანთი პოლიტიკოსების წაქეზებით, ანტიკვარიატისა და უძველესი ხელნაწერების ძარცვას მიჰყვეს ხელი. მაროდიორობის დასამალავად კი ციხეებიდან გამოუშვეს ადგილობრივი დამნაშავეები, რომლებმაც ევროპიდან ჩამოსულ ერაყელ დისიდენტებთან ერთად ბაღდადსა და სხვა ქალაქებში ქაოსი მოაწყვეს. და სწორედ აქ გამოვლინდა ამერიკელების სიხარბე - რამდენიმე ტრილიონიანი დოლარის ღირებულების ნავთობის მარაგიანი ქვეყანა იმისთვის დაიპყრეს, რომ 2 მლრდ დოლარის ღირებულების ანტიკვარიატი მოეგდოთ ხელთ?!. ამას კი 40.000 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

შედარებისთვის: 1942 წლის 1 ივლისს, გერმანელების მიერ სევასტოპოლის დაპყრობიდან რამდენიმე საათში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გერმანელი სამხედრო კომენდანტის #1 წერილობითი ბრძანებულება გაჩნდა, რომლის მიხედვითაც, ქალაქის მოსახლეობას ორი დღე-ღამის განმავლობაში გერმანული სამხედროოკუპაციური ხელისუფლებისთვის უნდა ჩაებარებინა მთელი იარაღი და ქონება, რომელიც პირადად მათ საკუთრებას არ წარმოადგენდა...

ამერიკული ოკუპაციური პოლიტიკის სიჩლუნგის თვალსაჩინო სიმბოლოდ კი ტელევიზიით ნაჩვენები თვითმავალი 155 მმ-იანი ჰაუბიცა იქცა, რომელიც ბაღდადის ცენტრალურ ბანკს «იცავდა.» ამ იარაღს საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია და ჩინებულ სამიზნეს წარმოადგენს დამწყები ყუმბარმტყორცნისათვის.

ერყის 9-თვიანი ომისა და ოკუპაციისას (19.02-31.12. 2003) ამერიკელებმა 50 ათასი კაცი დაკარგეს. გაზეთი «კრასნაია ზვეზდა» 2003 წლის 16 სექტემბრის ნომერში წერდა: «ევროპელ ექსპერტთა მონაცემებით, 2003 წლის ივნის-აგვისტოში ირანში 6 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა. იმ ნორმების გათვალისწინებით, რომ 2-3 დაჭრილზე, ჩვეულებრივ, 1 მოკლული მოდის, 2003 წლის ზაფხულში ერაყში 2-3 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა».

«ეხო პლანეტის» 2003 წლის 36-ე ნომერში ვკითხულობთ: «2003 წლის ივნის-აგვისტოში მარტო ბაღდადში ყოველდღიურად იღუპებოდა 305 ამერიკელი ჯარისკაცი, მაგრამ ეს მონაცემები საბოლოო როდია. ამერიკის სარდლობა მოკლულებად არ მიიჩნევს მათ, ვინც ჭრილობების ან ტერორისტული მოქმედებების შედეგად დაიღუპა.»

დაღუპულთა რიცხვის ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებისას ამერიკის სარდლობა თავს იმითაც არ იტკიებს, რომ ერთსა და იმავე ცნობაში დასახელებული რაოდენობა ერთნაირი იყოს. ასე მაგალითად, უკრაინის დამოუკიდებელი ყოველკვირეული გამოცემა, პენტაგონის მონაცემებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ ქალაქ მოსულის ჩრდილოეთით (16.11.2003 წ.) ორი ამერიკული სატრანსპორტო შვეულმფრენი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 40 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, და იქვე დასძენს, რომ სულ, 01.05.2003-დან 16.11.2003-მდე 200 ამერიკელი დაიღუპა. თუ მოსულიში (რომელსაც აშშ მოკავშირე ქურთები აკონტროლებენ) დღე-ღამეში 40 ამერიკელი დაიღუპა და 2 შვეულმფრენი ჩამოაგდეს, მაშინ რამდენი მსხვერპლი იყო ბაღდადსა და სხვა დიდ ქალაქებში, რომლებიც მოსულისთან შედარებით უფრო მშფოთვარე იყო?

ამის პასუხი ჟურნალ «ზარუბეჟნოე ვოენოე ობოზრენიეში» შეგვიძლია ვიხილოთ: «2003 წლის 7 ნოემბერს ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქ. ტიკრიტის რაიონში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით დაიცხრილა ორი ამერიკული შვეულმფრენი, ერთი ჩამოაგდეს, მეორემ მიწაზე დაშვება შეძლო. ბორტზე დაჭრილთა შორის აღმოჩნდა გენერალ-მაიორი ტომას როულინგი - აშშ მთავარი სამხედრო პროკურორი.» უფრო გასაგები რომ იყოს, განვმარტავ: ამერიკულ არმიაში გენერლის პირველი წოდებაა «ბრიგადის გენერალი.»

თუ 2003 წლის მაის-ივნისში ერაყში ყოველდღიურად 20-მდე თავდასხმა ხორციელდებოდა ამერიკელებზე, ზაფხულის ბოლოს ეს რიცხვი 200-მდე გაიზარდა.

აი, როგორ აღწერს ერთ-ერთ ასეთ შეტაკებას გაზეთ «ტრუდის» კორესპონდენტი: «მუჰამედის არმიის» ერთი რაზმი ბაღდადის დასავლეთით მოქმედებდა. რაზმში 140 ბოევიკი იყო. მათ მესამედს ისლამისტები შეადგენდნენ ირანიდან, მალაიზიიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან. რაზმი 10 ქვედანაყოფისგან შედგებოდა, რომელთაგან თითოეული ყოველდღიურად 10-15 თავდასხმას ახორციელებდა ამერიკულ ჯარებზე. ინფორმაცია ამ თავდასხმების შესახებ ძალზე იშვიათად ხვდებოდა მასმედიაში. ამგვარი იერიშის ტიპური მაგალითი ვიდეოთი უჩვენეს: ეკრანზე დაჯავშნული «ჰამერია,» რომელიც რომელიღაც ქალაქის გზაჯვარედინზე დგას. მის გვერდით ერთი ჯარისკაცია, კიდევ სამნი «ჯიპში» სხედან. 300-400 მ-ის მანძილიდან «ჰამერს» ყუმბარმტყორცნით ესვრიან. მანქანა ნადგურდება. ორი ამერიკელი იღუპება, ორიც დაჭრილია. თავდამსხმელთა მხრიდან მსხვერპლი არ არის.

აი, აშშ სამხედრო მედიცინის ერთობ მრავლისმეტყველი სტატისტიკა: ამერიკის არმიის მთავარი ჰოსპიტალი (უოლტერ რიდის სახელობისა) გათვალისწინებული იყო წელიწადში 150 ათას კაცზე. ერაყის ომამდე ჰოსპიტალი 83 პროცენტით იტვირთებოდა და ყოველწლიურად 117 ათას კაცს ემსახურებოდა, ხოლო 2003 წლის 19 მარტიდან აგვისტოს ბოლომდე ეს დატვირთვა 93 პროცენტამდე გაიზარდა. მკურნალობა ჩაუტარდა 15 ათას დაჭრილს.

არადა, ამ ჰოსპიტლის გარდა, ერაყში დაჭრილები ხომ აშშ სხვადასხვა შეიარაღებული ძალის კუთვნილ კიდევ რამდენიმე ასეულ ჰოსპიტალში იმყოფებიან (როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში). ამასთან, ამერიკული ჰოსპიტლების რესურსი საკმარისი არ არის და დაჭრილებს ნატოს ქვეყნების ჰოსპიტლებში ათავსებენ.

დასასრულ, ციფრი, რომელიც საშუალებას იძლევა, უფრო ზუსტად განისაზღვროს ერაყში ამერიკელთა დანაკარგი. ომის დაწყებიდან 2003 წლის აგვისტოს ბოლომდე აშშ შეიარაღებულ ძალებში გაიწვიეს 185 ათასი რეზერვისტი. რაკი 2003 წლის ზაფხულში ამერიკის სარდლობა არ აპირებდა თავისი ჯარების რიცხოვნობის გაზრდას ერაყში, მაშასადამე, რეზერვისტთა გაწვევა მოხდა იმ რაოდენობით, რაც აუცილებელი იყო მოკლულთა, დაჭრილთა და დაკარგულთა რიცხვის საკომპენსაციოდ. ანუ ამერიკელთა მთლიანმა დანაკარგმა ერაყში 185 ათასი კაცი შეადგინა. ხოლო თუ მხედველობაში მივიღებთ ნორმას: 1 მოკლული - 3 დაჭრილი, და ასევე, სხვადასხვა მიზეზით მწყობრიდან გამოსულთა რიცხვს, გამოდის, რომ 19.03.2003-დან 31.08.2003-მდე ამერიკელებს ერაყში 30.000-მდე კაცი მოუკლეს.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja