|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ამერიკული ფრეგატი საქართველოში |
|
|
ამერიკული ფრეგატი საქართველოში აშშ–ის საზღვაო ფლოტის გემი „ჯონ ჰოლი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ და ნოდარ ხარშილაძემ, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს, გენერალ–მაიორ დევი ჭანკოტაძესთან ერთად დაათვალიერეს. როგორც ნიკოლოზ ვაშაკიძემ აღნიშნა, ფრეგატის სტუმრობა საქართველო–ამერიკას შორის უსაფრთხოების სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ–ერთი ნათელი მაგალითია. „ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, რაც ყველაფერთან ერთად გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოების ძალების დახვეწას და გაძლიერებას,“ აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ. ბათუმის პორტში აშშ–ის საზღვაო ფლოტის ფრეგატი 1 მარტს შემოვიდა. გემს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. "ჯონ ჰოლი” და მისი ეკიპაჟი საქართველოს სანაპირო დაცვის პირად შემადგენლობასთან ერთობლივ წვრთნას მართავს. წვრთნის მიზანია ძებნისა და გადარჩენის, გემის გაჩხრეკისა და აბორდაჟის, აგრეთვე დაზიანების კონტროლის მეთოდების დახვეწა. ფრეგატი ბათუმში „გლობალური საზღვაო პარტნიორობის" პროგრამის ფარგლებში შემოვიდა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. "ჯონ ჰოლის” ვიზიტი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის, ასევე ევროპაში განთავსებული ამერიკული საზღვაო ფლოტისა და ამერიკის მეექვსე ფლოტის იმ საერთო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონულ სტაბილურობასა და საზღვაო პარტნიორობის განმტკიცებას გულისხმობს. ფრეგატი „ჯონ ჰოლი“ საქართველოს 3 მარტს დატოვებს.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |