|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო ნატო-ში შესაძლოა, MAP-ის გარეშე გაწევრიანდეს |
|
|
საქართველო ნატო-ში შესაძლოა, MAP-ის გარეშე გაწევრიანდეს. როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება, ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრატისლავაში მიმდინარე არაფორმალურ მინისტერიალზე განაცხადა. რასმუსენმა ნატო-ს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ალიანსის უმთავრესი პრობლემა ამ მომენტისთვის ავღანეთია. იგი აპირებს უახლოეს პერიოდში რუსეთში ჩავიდეს და რუსეთ-ნატო-ს ურთიერთობები მოაგვაროს. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ ურთიერთოებების მოგვარებას ნატო-ს პრინციპები არ უნდა შეეწიროს. "ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილებები ძალაშია. ამ გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან. რა თქმა უნდა, მათ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რისთვის ჩამოვაყალიბეთ კომისიები საქართველოსა და უკრაინისთვის. ჩვენ ამ კომისიების ფარგლებში ორივე ქვეყანაში ვმუშაობთ. იმედი მაქვს, რომ ჩემი გენერალური მდივნის რანგში ყოფნის პერიოდში პროგრესს მივაღწევთ", - განაცხადა რასმუსენმა. "ინტერპრესნიუსი"
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |