მათ მხოლოდ კოლეგები იცნობენ. მიუხედევათ ამისა, როცა მათი ფოტოები ჟურნალებში და გაზეთებში ქვეყნდება მათი ცნობა არავის შეუძლია. ისინი ანტისნაიპერული ელიტური ჯგუფის წევრები არიან რომელთა ამოცანას დაცულ ობიექტზე ანდა სუბიექტზე თავდასხმის აღკვეთაა. ისინი თავიანთ პროფესიაზე ლაპარაკს ყოველთვის გაურბიან ხოლო თუ მოხადა "სასწაული" და მათ ხმა ამოიღეს მხოლოდ ზერელედ წვრილმანების გარეშე საუბრობენ. აქ გთავაზობთ ერთ-ერთი ანტისნაიპერის ინტერვიუს რომელსაც პირობითად X ანტისნაიპერს ვუწოდებთ. "ჩვენი სამუშაო გაცილებით ადრე იწყება, მანამდე ვიდრე მასობრივ ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელი პირების დასაცავად სახლის სახურავზე განვლაგდებით. როცა დასაცავი პირის (ნომერი 1) ადგილმდებარეობა გაირკვევა, საგანგებო სამსახურის ოპერატიული თანამშრომლები იკვლევენ და აანალიზებენ მოცემულ ტერიტორიას. ამ დროს დაადგენენ ჩვენთვის მოსახერხებელ პოზიციებს. როგორც წესი ეს ყველაზე მაღალი შენობებია. ჩვენ ომის პრინციპებით ვმოქმედებთ "იამრჯვებს ის ვინც უფრო მაღლაა". ამავდროულად მუშაობენ ანალიტიკოსები რომლებიც მოვლენათა განვითარების ვარიანტებს განხილავენ და ავალებენ მათ ვისაც თავდასხმის ორგანიზება შეიძლიათ. მიღებული მასალით ადგენენ დაუცველ ან ნაკლებად დაცულ ადგილებს. აგრეთვე ამ დროს განიხილება ადგილები საიდანაც შეიძლება რომ დასაცავ ობიექტს ესროლონ. მოცემული გეგმის მიხედვით ინიშნება განსაკუთრებულად საშიში ზონები საიდანაც განსაკუთრებით არის თავდასხმა მოსალოდნელი. აგრეთვე გვირიგებენ იმ პირთა სიას რომელთაც აღმოჩენის შემთხვევაში მათ ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუკი რომელიმე შეკრების მონაწილე საეჭვოდ მოგვეჩვენება მაშინ ჩვენ უფლება გვაქვს რომ რაციით შევატყობინოთ აგენტებს საეჭვო ადამიანების ადგილმდებარეობა. ერთ დღეს კი რომლის დღე და რიცხვი არავინ არ იცის ტარდება დამატებითი ინსტრუქტაჟი შემდეგ კი ყველანი პოზიციებზე გავდივართ მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ხალხის ყურადღების მიქცევის გარეშე ვაკეთებთ. რაც შეეხება შენობების მაღალ სართულებზე მცხოვრებ ადამიანებს მათ წინასწარ უტარდებათ ინსტრუქტაჟი და გაფრთხილებულნი არიან რომ ფანჯარებთან მიახლოება განსაკუთრებით საშიშია. ანტისნაიპერის მთავარი ამოცანაა თვალთვალი და დაკვირვება. ის ყველაფერს თავის სექტორში ეჭვის თვალით უნდა უყურებდეს. ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას სნაიპერის ადგილას რომ ვიყო როგორ მოვიქცეოდი? და შემდეგ შესაამისად ვიქცევით. ანტისნაიპერის სამუშაო მთავრდება მაშინ როცა "ობიექტი" დაჯავშნულ მანქანაში ჯდება და უსაფრთხო ადგილას მიდის. ამ დროს მთავარია უსაფრთხო ადგილას ჩვენც მალულად გავიდეთ.