კადეტთა სამხედრო ლიცეუმს დღეს თავდაცვის სამინისტროს კალათბურთის გუნდი “არმია” ესტუმრა. “არმიელები” ლიცეუმის ყოველდღიურ ცხეოვრებას გაეცნენ და ბავშვებთან ერთად კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი ითამაშეს. “ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. ჩვენი მოსვლით გვინდა სტიმული მივცეთ კადეტებს, რომ უფრო გულმოდგინედ ივარჯიშონ და არ შეუშინდნენ ფიზიკურ დატვირთვას” – განაცხადა “არმიის” წევრმა ანატოლი ბოისამ. კალათბურთელებმა კადეტები “არმიის” თამაშებზე დაპატიჟეს და სამახსოვროდ გუნდის მოთამაშეების მიერ ხელმოწერილი კალათბურთის ბურთი გადასცეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ამჟამად 300 მოსწავლე სწავლობს. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად კადეტები, გაძლიერებული დატვირთვით ფიზიკურ მომზადებას, ისტორიას, სამხედრო საქმეს, ტოპოგრაფიას და ინფორმატიკას შეისწავლიან. ლიცეუმში სწავლა 3 წლიანია. სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერთიფიკატს მიიღებენ.