ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
არც მოღალატეები არც გმირები

მოსკოვის საერთაშორისო ჟურნალისტური ფორუმის მონაწილე ქართველი ჟურნალისტები თბილისელი კოლეგების ნაწილმა "თითქმის მოღალატეებად" შერაცხა, მოსკოველი ქართველები კი მათი საქციელის გმირობად მონათვლას ცდილობდნენ...

ამ წერილის დაწერას არ ვაპირებდი, რადგან მკითხველისათვის ნაკლებად საინტერესოა, თუ სტატიაზე მუშაობისას რომელ კონფერენციაში მონაწილეობს ავტორი, მაგრამ ქართველი ჟურნალისტების მოსკოვში რამდენიმე დღით ყოფნის გამო თბილისში ატეხილმა აჟიოტაჟმა მაიძულა, ჩემი მოსაზრება გამეზიარებინა მკითხველისათვის, რადგან ფორუმის მონაწილეთა შორის მეც გახლდით და ჩემი თვალით ვნახე, რაც იქ ხდებოდა.

9-10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი ევროპული და აზიური მასმედიისთვის, რომელშიც პოსტსაბჭოური 15 ქვეყნის გარდა (მათ შორის ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის და ა.შ.), ჩინეთისა და იტალიის მასმედიის 150 მთავარი რედაქტორი მონაწილეობდა. მათ შორის 12 ქართველი ჟურნალისტიც ვიყავით (მე, როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" მთავარი რედაქტორი).
თბილისში დაბრუნებულს აეროპორტშივე ერთმა ცნობილმა დეპუტატმა ნიშნის მოგებით მკითხა, - ხომ გაგიხარდათ, მედვედევს რომ შეხვდითო...

თბილისში ჟურნალისტთა ერთი ჯგუფის (რომლებიც არც მალავენ ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობას, რაც ჟურნალისტის პროფესიისთვის დიდად მისასალმებელი არ არის) მიერ ატეხილი აჟიოტაჟის არსი ეს იყო - რატომ წახვედით ჩვენი მტრის, რუსეთის, დედაქალაქში და შეხვდით მის პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს დაბომბვის ბრძანება გასცაო... არავისთან თავის მართლებას არ ვაპირებ, მაგრამ მკითხველმა სიმართლე უნდა იცოდეს: ფორუმის ორგანიზატორებმაც კი წინადღეს გაიგეს პრეზიდენტ მედვედევის სურვილი, მისალმებოდა ევროპული და აზიური მასმედიის წარმომადგენლებს; ასე რომ, ქართველი ჟურნალისტები ამ ფორუმზე მედვედევთან შესახვედრად კი არა, უცხოელ კოლეგებთან სასაუბროდ ჩავიდნენ.

პირადად ჩემთვის ეს ფორუმი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩემს უცხოელ კოლეგებს ვუხსნიდი, თუ რა ხდება დღეს ოკუპირებულ ქართულ მიწებზე, რა დღეშია კონფლიქტური ზონების საზღვრებთან მცხოვრები ქართველი მოსახლეობა, როგორ აძლიერებს რუსეთი საოკუპაციო ძალებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში და ა.შ. მაგრამ დავუბრუნდეთ ფორუმის იმ დღეს, როდესაც დარბაზში შემოვიდა რუსეთის პრეზიდენტი.

მისალმების შემდეგ მედვედევი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. მალხაზ გულაშვილმა მედვედევს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, რომელიც ეხებოდა პირდაპირი ავიარეისების აღდგენას, ზემო ლარსის სასაზღვრო საგუშაგოს გახსნას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას და ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას.
მედვედევის პასუხები მკითხველისთვის უკვე ცნობილია, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტის, სააკაშვილის მეორე დღესვე გაკეთებული ზომიერი კომენტარი.

მედვედევი უკვე წასვლას აპირებდა, როდესაც ჩვენი ჯგუფის წევრმა, თენგიზ პაჭკორიამ, ფორუმის ორგანიზატორების მკაცრი წინააღმდეგობის მიუხედავად, უმიკროფონოდ ხმამაღლა დასმული კითხვით (უფრო სწორად, რჩევით) უკან შემოაბრუნა...ქართული ტელეარხების მოსკოველი კორესპონდენტები იმ დროს ფორუმზე არ იმყოფებოდნენ და ცხადია, რეალურად ვერ ნახავდნენ, თუ რა ხდებოდა იმ მომენტში დარბაზში; ამიტომაც შეიძლება ამ ტელევიზიების მიერ გადაცემული სიუჟეტებიდან ვინმეს დარჩენოდა შთაბეჭდილება, თითქოს ქართველი ჟურნალისტები რუსეთის პრეზიდენტს ეახლნენ...

ჟურნალისტი ვალდებულია, ინფორმაცია ყველა დაშვებული, კანონიერი (ზოგჯერ კი უკანონო) გზით მოიპოვოს და როგორ შეიძლებოდა ასეთი შემთხვევის ხელიდან გაშვება - ქართველ ჟურნალისტებს არ დაესვათ ის კითხვები, რომელიც რუსეთში მცხოვრები მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში დარჩენილი მათი ახლობლებისთვისაც სასიცოცხლოა?!.
შეუძლებელია, გულისტკივილით არ ვთქვა: 1992 წლიდან მოყოლებული, შვიდი ომის გაშუქებამ მომიწია წინა ხაზიდან და იქ არც ერთი ის ჟურნალისტი არ მინახავს, ვინც დღეს აქეთ გვასწავლის ჭკუას. ჩემთვის პირადად მოსკოვში ჩასვლა ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოპოვების მშვენიერი შესაძლებლობა იყო, მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რასაც "კვირის პალიტრის" და "არსენალის" მკითხველს მალე მოვახსენებ.

თუკი თბილისში ზოგიერთი (ხელისუფლებასთან დაახლოებული) ჟურნალისტი მოსკოვში წასულ ჩვენს ჯგუფს აკრიტიკებდა და ცდილობდა, საზოგადოების თვალში ჩვენთვის "თითქმის მოღალატეების" იარლიყიც მოეკერებინა, მოსკოველი ქართველების ნაწილი (ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ბაზრობებზე მუშაობენ, თუმცა საღამოთი ქართულ ტელეარხებს უყურებენ) ქუჩაში გვცნობდა და ლამის გმირებად წარმოგვიდგენდა.
მაგრამ ჩვენ არც მოღალატეები ვიყავით და არც გმირები, უბრალოდ, ჟურნალისტები გახლდით, რომლებსაც მოგვეცა საშუალება, საქართველოსადმი არა მეგობრულად განწყობილი ქვეყნის პირველი პირისთვის რამდენიმე კითხვა დაგვესვა.

ხვალ მედვედევმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ხელი რომ ჩამოართვან (რაც დღეს ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა გამორიცხული არაფერია), ზოგიერთი დღევანდელი კრიტიკოსი ჟურნალისტი ალბათ პირველი გაიქცევა მოსკოვში და იქიდან საქართველოს საზოგადოების დარწმუნებას დაიწყებს, - ნახეთ, რა დიდი საქმე კეთდებაო...

ირაკლი ალადაშვილი
”კვირის პალიტრა”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja