აშშ ავღანეთში დამატებით 34 000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის
აშშ ავღანეთში დამატებით 40 000-ის ნაცვლად 34 000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზანნის. ამის შესახებ CNN პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაური ამ დრომდე აცხადებდა, რომ მათ წინაშე არსებული დავალების შესასრულებლად საჭირო იყო დამატებით 40 000 სამხედრო მოსამსახურე. ავღანეთში აშშ-ის ახალ სტრატეგიას პრეზიდენტი ბარაქ ობამა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარადგენს.