აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ კროულის განცხადებით, რაკეტსაწინაარმდეგო თავდაცვის ელემენტები, რომლის დადგმა რუმინეთში იგეგმება, შავი ზღვის აკვატორიაშიც განთავსდება. კერძოდ, სისტემა იქნება ხმელეთზე, მაგრამ იგეგმება ასევე ზღვაში ბაზირებაც. კროულიმ ამთავითვე გააფრთხილა რუსეთი, რომ საგადამჭრელო რაკეტები SM-3 არ იქნება მიმართული რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ.
ოფიციალური ბუქარესტის თანხმობა რუმინეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებაზე ვაშინგტონმა 4 იანვარს მიიღო.
ხუთშაბათს რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ განაცხადა, რომ რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ მოიწონა ამერიკის წინადადება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსების თაობაზე.
მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ომაბაბ რუმუნეთს ოფიციალური წინადადებით მიმართა, გამხდარიყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ნაწილი.
”წინადადება მივიღეთ, იმდენად, რამდენადაც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი სისტემის დადმის შემთხვევაში დაცული იქნება რუმინეთის მთელი ტერიტორია” - განაცხადა ბასესკუმ.
რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სისტემები არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ.
მომზადებულია top.rbc.ru მიხედვით