ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ა.შ.შ-ის სასიცოცხლო ინტერესები და ირანის ატომური პროგრამა
ნაშრომი დაწერილია 2007 წელს, თუმცა დღემდე აქტუალურია…

მსოფლიოში მიდინარე მოვლენებზე ერთი თვალის გადავლებითაც ნათელი ხდება რომ ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა მომავლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოლიტიკური მოვლენა იქნება.ჩემი აზრით, თუ კი გავითვალიწინებთ
ა.შ.შ.-ის ეროვნულ ინტერესებს,ირანის გეოპოლიტიკურ ამბიცებსა და მის აშკარა სურვილს განახორციელოს ატომური პროგრამა, ნათელი გახდება, რომ წარმოიშობა ა.შ.შ.-სა და ირანის ინტერესთა კონფლიკტი, რის გამოც ა.შ.შ. ყველაფერს გააკეთებს, რეგიონში მისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და გასატარებლად.
დასაწყისისითვის მართებულად მიმაჩნია გავეცნოთ ა.შ.შ-ის ნაციონალურ ინტერესებს.
ა.შ.შ-ის უმთავრესი ინტერესებია-ენერგიის წყაროებზე თავისუფალი დაშვება, არ დაუშვას მტრული ჰეგემონია ახლო აღმოსავლეთში, დემოკრატიის განვითარება მსოფლიოში, ბრძოლა მასაბრივი იარაღის გავრეცელების წინააღმდეგ და ბრძოლა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ.ამ ინტერესთა ჩამოყალიბება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა:
• ცივი ომის დასრულების შემდეგ ბრძოლა ტოტალიტარიზმსა და დემოკრატიას შორის დასრულდა ამ უკანასკნელის გამარჯვებით და მხოლოდ ის ქვეყნები შეძლებენ მომავალში ჰარმონიულ განვითარებას რომლებიც იზიარებენ დემოკრატიის ზოგადსაკაცობრიო პრინციპეპს.
• დღეს დღეობით ა.შ.შ-ს არ ჰყავს ტოლი სმხედრო და ეკონომიკურ სიძლიერეში.ქვეყნის ტრადიციებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე ა.შ.შ. არ შეეცდება თავისი სიძლიერის ერთმხრივ გამოყენებას, არამედ შეეცდება ისეთი ძალთა ბალანსის ჩამოყალიბებას რომელიც ზოგად საკაცობრიო დემოკრატიული პრინციპებისა და დამოუკიდებელი ქვეყნების თავისუფალ განვითარებას შეუწყობს ხელს.
• ა.შ.შ-ს ვერცერთი ქვეყანა ვერ ემუქრება დაპყრობით და მისთვის ე.წ. არშემდგარი სახელმწიფოები და მათ წიაღში წარმოქმნილი ექსტრემისტური და ტერორისტული ძალები უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენენ ვიდრე თვითონ ქვეყნები.

ამ და სხვა საერთაშორისო გარემოებებიდან გამომდინარე ა.შ.შ-ს გაჩნია საერთაშორისო სტრატეგია, რომლის ძირითადი მიზნებია:
• საერთაშორისო კავშირების გამყარება ტერორიზმის დასამარცხებლლად და ა.შ.შ.-სა და მისი მეგობრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
• სხვა ქვეყნებთან ერთად რეგიონალური კონფლიკტების დეესკალაციის უზრუნველყობა.
• მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისა და ბირთვული მუქარისგან, ა.შ.შ-სა და მისი მოკავშირეების დაცვა.
• ეკონომიკის გლობალური განვითარების საფუძველთა ჩაყრა, თავისუფალი ბაზრების განვითარებისა და თავისუფალი ვაჭრობის ბრინციპებზე დაყრდნობით.
• იმ ქვეყნების რიცხვის ზრდა რომლებიც, განვითარების იმ გზაზე დგანან, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების გახსნილობასა და დემოკრატიული
ინფრასტრუკტურების შექმნას.

განსაკუთრებით გამოსაყოფია ა.შ.შ.-ს ისეთი სასიცოცხლო ინტერესი, როგორიცაა ენერგეტიკულ წყაროებზე მისი შეუფერხებელი დაშვება.შესაბამისად ნავთობ საბადოებით უმდიდრესი სპარსეთის ყურე ამერიკის სტრატეგიული ინტრერსების ერთ-ერთი უმთავრესი ობიექტია და ეს ინტერესი ნათლათაა მოცემული ა.შ.შ.-ის ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგიაში.

ნავთობის როლი ა.შ.შ-ის ენერგეტიკაში, უახლოეს მომავალში შეუცვლელი დარჩება და უფრო მეტიც გიზრდება კიდეც.იმ შემთხვევაშიც კი თუ ამერიკის შეერთებული შტატები გამოიყენებს მთელს თავის ნავთობ რესურსებს, იგი მაინც ვერ მოახერხებს თავისი ენერგეტიკული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მას გააჩნია მსოფლიო ნავთობის მხოლოდ 2.6% რაც არასაკმარისა, მაშინ როცა ა.შ.შ. მოთხოვნა მის რესურსებს დაახლოებით 10-ჯერ აღემატება. ცალსახაა, რომ კასპიის ყურის ნავთობი და სტაბილურობა რეგიონში მისთვის სასიცოცხლო ინტერესს იძენს.აქ არის მსოფლიო დაზვერილი ნავთობსაბადოების დაახლოებით 64% და ბუნებრივი აირის 34%. მოსალოდნელია, რომ 2020 წლისთვის მსოფლიო ნავთობის 56% სწორედ აქ იწარმოება. ა.შ.შ.-ს ნავთობ მოთხოვნის უდიდესი წილი სწორედ ამ რეგიონის ნავთობით კმაყოფილდება. ასევე მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების მოთხოვნები.უახლოეს პერსპეკტივაში მოსალოდენელია ამ დამოკიდებულების ზრდა რადგანაც განუხრელად იზრდება მსსოფლიოში ნავთობის მოხმარება.მოკლედ ნავთობის მომპოვებელთა

და მის მომხმარებელთა შორის დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად,
სტაბილურობა რეგიონში სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი ხდება მსოფლიო წამყვანი ქვეყნებისათვის და განსაკუთრებით ნავთობის უდიდესი მომხმარებელ ა.შ.შ-სთვის.
ისმის კითხვა, რა საფრთეები შეიძლება დაემუქროს ამ რეგიონს და რა არის რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორები? რეგიონის ზოგად დაძაბულობის უმთავრესი მიზეზებია:
• ისრაელ-პალესტინის კონფლიკტი
• რეგიონის ეკონომიკური, დემოგრაფიული და პოლიტიკური პრობლემები.
• რეგიონში ტერორისტული და ექსტრემისტური ძალების მაღალი აქტივობა
• რეგიონის პოლიტიკური სისტემათა განსაკუთრებული სიჭრელე
• ირანის ატომური პროგრამა და მისი გეპოლიტიკური ამბიციები
მას შემდეგ რაც დამხობილ იქნა სადამ ჰუსეინის რეჟიმი, ჩემი აზრით სწორედ ირანი ხდება დესტაბილიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი და საფრთხე რეგიონისთვის და შესაბამისად ა.შ.შ-ისთვის.რათა დავრწმუნდეთ ზემოთ თქმულში, საჭიროა მოკლედ გავეცნოთ მის გეო-პოლიტიკურ მდებარეობას და ამბიცებს.

ირანის გეოგრაფიული ადგილმდებარეონიდან გამომდინარე, მასზე თვალის ერთი გადავლები-თაც ჩანს თუ რა გეოპილიტიკური მდებარეობა გააჩნია ამ ქვეყანას.იგი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ადგილს იკავებს რეგიონში, წარმოადგენს რა მაკავშირებელ რგოლს კასპიის ზღვის ბასეინის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ასევე კავკასიასა და აზიას შორის.ასევე გასათვალისწინებელია ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლო მდებარეობა მსოფლიოს უმნისვნელოვანეს ნავთობსაბადოებთან და მისი როგორც ამ წიაღირსეულის ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებლის როლი რეგიონისათვის და ზოგადად მსოფლიოსთვის. საბჭოთა კავშირის დაშლამ, ირანისთვის ახალი გეოპლიტიკური სიტუაცია შექმნა: მისი ჩრდილოეთის საზღვრების გასწვრივ წარმოიქმნა ე.წ. “თურქული ხაზი” (თურქეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი), პოტენციურად პროთურქული. ქვეყნებით.ამ ხაზს მხოლოდ სომხეთი წყვეტს.(ამიტომაც ნათელია ირანის ახლო-მეგობრული ურთიერთობები სომხეთთან და მისი პროსომხური განწყობა ყარაბახის კრიზისის დროს). მას აქვს უნარი გააკონტროლოს სულვილის შემთხვევაში ორმუზის სრუტე, საიდანაც ხდება სპარსეთის ყურის ნავთობის უდიდესი ნაწილის ტრანსპორტირება.ასევე მას გააჩნია ყველაზე გრძელი საზღვაო ზოლი სპარსეთის ყურეში.როგორც ავღნიშნე, ირანს უმნიშვნელოვანესი უპირატესობები აქვს როგორც რეგიონის უპირველეს სატრანსპორტო კვანძს.მას უნარი აქვს ხელი შეუწყოს კომუნიკაციების განვითარებას დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ესენგე-ს სამხრეთ ქვეყნებსა და ინდოეთის ოკეანეს შორის.ასე, რომ ცალსახად ნათელია ირანის გეოპლოტიკური მდებარეობის მნიშვნელობა მომავლის ევრაზიული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროეკტებისთვის.უკანასკნელმა ათწლეულმა ირანს აშკარა წარმატებები მოუტანა პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოების ეკონომიკური ბაზისის გაუმჯობესებაში.თვალსაჩინო რეალიზაციას მიახწია ე.წ. “მესამე გზის” იდეამ და იდეოლოგიამ, რაც გულისხმობს, სოციალირი მიმართულების საზოგადოების მშენებლობას, სოციალური თანასწორებობის ისლამური პრინციპების გათვალიწინებითა და სულიერ ლიდერთა ხელმძღვენელობით.შენარჩუნებულ იქნა რა განსაკუთრებული კონსერვატიული საზოგადოებრივი შეხედულებები კერძო საკუთრებაზე,მეწარმეობის თავისუფლებაზე,ოჯახის საფუძვლებსა და ნაციონალურ ტრადიციებზე, შესაძლებელ იქნა დაძლეულიყო სახემწიფოს წინაშე არსებული პრობლემები ქვეყანაში არსებულ სიღარიბესთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოთხსენებულიდან ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ქვეყანას გააჩნია თავისი გეოპლოიტიკური ამბიციები და მიზნები რეგიონში და მის საზღვრებს გარეთაც.იშვიათია შემთხვევა როდესაც მზარდი პილოტიკური და ეკონომიკური შეაძლებლობის ქვეყანამ უარი თქვად თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებისაგან რაგიონში.გამონაკლისი რაღათქმაუნდა არც ირანია.

თუ, დავაკვირდებით ირანის ინტერესებს, აშკარა პარალელის გავლება შეიძლება ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერ, აიათოლა ხომეინის სწავლებებთან, რომელიც საზღვრავს კიდეც ირანის პოლიტიკურ კურს, ინტერესებსა და მიზნებს.ერთი პერიოდი ქვეყანაში მიმდინარე ლიბერალური რეფორმები თითქოს და იძლეოდა ქვეყნის თანდათანობით დაშორების შანს თეოკრატიული მოდელისაგან, მაგრამ როგორც ჩანს ახლად არჩეული პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ირანი კვლავ თავისი სულიერი ლიდერის შეგონებებისკენ მიისწრაფვის.კონსტიტუციის მე-11 სტატია პირდაპირ მიანიშნებს ირანის სურვილს გახდეს მუსლიმანური სამყაროს ლიდერი, იმ სამყაროსი რომელიც ირანული მოდელის მსგავსად იქნება მოწყობილი.ამ სტატიაში გატარებული აზრი აშკარად გრძელვადიან ხასიათს ატარებს.

გასაგებია მისი სურვილიც ისლამური რევოლუციის იმპორტისა, რომელიც ჩემი აზრით შემდეგი ფაქტორებითაა განპირობებული: ირანი არცთუ კომფორტულად გრძნობს თავს აშშ-ს გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყანათა გარემოცვაში, რომლების აშშ-ს სტრატეგიული ინტერესების გატარებაში მონაწილეობენ, ხშირად ირანის ინტერესების საწიინაღმდეგოდ.ამის გარდა, როგორც ზემოთ ვთქვი,საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ირანის ჩრდილოეთ საზღვრებთან პროდასავლური ყვეყნების (მათ შორის ისლამური) წარმოშობა საკმაოდ საფუძვლიანი შიშის საბაბს აძლევს ირანს, რომ იგი პროდასავლური სახემწიფოების ალყაში აღმოჩნდება.აქედან გამომდინარე ირანის ისლამური სახელმწიფოს თავისი უსაფრთხოების გარანტიისთვის საჭიროდ მიიჩნევს გარშემო ყავდეს მისთვის მახლობელი რეჟიმები თუ არა, პროირანულად განწყობილი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალები ამ ქვეყნებში. თუ შევხედავთ ირანის სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციას, ნათელი გახდება ამ ქვეყნის სურვილი გახდეს წამყვანი სახელმწიფო ახლოაღმოსავლეთში,განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურეში.სწორედ ირანის ამდაგვარი მიდგომა თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განაპირობებს მის დაპირისპირებას რეგიონის სხვადასხვა მონაკვეთებში დომინირების მსურველ ქვეყნებთან.ამ მიზნის განხორციელების შესაძლებლობა პირდაპირაა დამოკიდებული ირანის წინაშე არსებული გლობალური საკითხების გადაჭრაზე.პირველი დონე,ჩემი აზრით მოიცავს ირანის საერთო-მუსულმანური ძალის ცენტრად ჩამოყალიბებას.მისი დღევანდელი მიხწევები ამ როლის გარეშე, ვერ უზრუნვლყობს ირანის მთავარი მიზნების მიღწევას.

მეორე დონე კი გულისხმობს ირანის უკვე რეგიონალური ძალის ცენტრად ჩამოყალიბებას.ამისთვის ირანული მართველი წრეები მიილტვიან სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური და უშუალო სამხედრო ლიდერობისაკენ რეგიონში. მესამე დონის მიზნები ე.წ. “ნაციონალურ ტერიტორიაზეა” განლაგებული, ანუ ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტები იქნება შიდა პრობლემების გადაწყვეტა,ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, დამიუკიდებელი განვითარებული მრეწველობის მქონე ეკონომიკის შექმნა, მათ შორის სამხედროსიც.
რა თქმა უნდა ნათელი ხდება ირანის ასეთი სერიოზული დაინტერესება ატომური იარაღით და მისი მატარებლებით.ადვილად გასაგებია რომ მისი “აგრესიული” გეოპოლიტიკური ხედვების რეალიზაციისთვის მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდება და პოლიტიკური ზურგის მისაღებად ბირთვული იარაღი “არაჩვეულებრივი” ბერკეტი იქნება.
ირანის ატომური პროგრამა პერსპეკტივაში დიდი რისკის მატარებელია ა.შ.შ-სთვის. დღევანდელი გადასახედიდან თითქოს Aა.შ.შ-ს სასიცოცხლო ინტერესებს ირანის მხრიდან მაინცდამაინც არ ემუქრება საფრთხე, მაგრამ თუკი გავითვალიწინებთ საფრთხეებს შორის ჯაჭვის სიგრძეს, მაშინ ნათელი გახდება, რომ იმ შემთხვევაში თუ ირანი მიიღებს ბირთვულ შეიარარებას და დაიწყებს თავისი გეოპლიტიკური ამბიციების განხორციელებას წარმოიშობა ირანული საფრთხე რეგიონში.ეს საფრთხე კი პირველ რიგში რეგიონის ნავთობს ემუქრება რომლის გაკონტროლების პრეტენზიაც გააჩნია ირანის ისლამურ რესპუბლიკას.ამის გარდა მოსალოდნელია, რომ რეგიონის ყველა ექსტრემისტული და ტერორისტული ძალა შეეცდება ირანის მყუდრო ბირთვული ფრთის ქვეშ მოქმედებას და ადვილი მისახვედრია თუ რა რისკის ქვეშ დადგება ამერიკის ენერგეტიკული და საერთო უსაფრთხოება. ასე, რომ ირანის ბირვული პროგრამა რეალური რისკებისა და საფრთხეების მატარებელია Aა.შ.შ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის.
ა.შ.შ იძულებული იქნება ქმედით ზომებს მიმართოს რათა არ დაუშვას მოვლენათა განვითარების ეს შესაძლო სცენარი.სწორედაც რომ იძულებული რადგანაც როგორც ავღნიშნე ჯაჭვი საფრთხეებს შორის ძალიან პატარაა.

რა კონტრზომებს შეიძლება მიმართოს ა.შ.შ-მა ? პირველ რიგში მოსალოდნელია რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ამერიკა შეეცდება ეკონომიკური სანქციები დაადოს ირანს და თუ ამანაც არ აიძულა ირანი დათმობებზე წამოვიდეს მსოფლიო საზოგადოებრიობასთან მოსალოდნელია რომ ა.შ.შ-ს მიმართვას პრობლემის სამხედრო გზებით მოგვარებას, კერძოდ კი დაიწყებს ზუსტ საჰაერო დარტყმებს ირანის ატომურ პროგრამაზე მომუშავე ობიეკტებსა და ეკონომიკურ და სამოქალაქო ინფრასტრუკტურაზე.
მიზანი ალბათ იქნება შემდეგი: აიძულოს ირანი შეწყვიტოს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა და შესაბამისად აიცილოს ის გართულებები რაც, როგორც ავღნიშნე ამ პროგრამის რეალიზაციის შემთხვევაში შეილება მოხდეს.კეძოდ კი: ირანის ჰეგემონიური ექსპანსია რეგიონში, დესტაბილიზაციის შესაძლო ზრდა, ნავთობ მოპოვების გართულება და მასზე ირანული კონტროლის საფრთხე. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაკტორებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ა.შ.შ-ის სასიცოცხლო ინტერესებისთვის ირანის ბირთვული პროგრამა დიდი საფრთხის მატარებელია და შესაბამისად ნათელია, რომ ეს ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს რეგიონში თავისი ინტერესების დასაცავად და გასატარებლად, მათშორის სამხედრო გზებითაც.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja