|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
აშშ ნატო-სგან ავღანეთში დამატებით 7 ათასი ჯარისკაცის გაგზავნას ითხოვს |
|
|
აშშ იმედოვნებს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში დამატებით 30 ათასი სამხედრო მოსამსახურის გარდა 5-დან 7 ათასამდე ჯარისკაცს გაგზავნიან. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო ”როიტერი” იტყობინება. აშშ-ის თავდაცვის მინისტის თანაშემწე დევიდ სიდნეიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ავღანეთში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნის გადაწყვეტილება, სხვები კი მსგავსი ნაბიჯის გადადგმას უახლოესი კვირეების განმავლობაში აპირებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ავღანეთთან დაკავშირებით აშშ-ის ახალი სტრატეგიის შესახებ ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |