პოლონეთის ტერიტორიაზე ”Patriot”-ის ტიპის ამერიკული რაკეტების განთავსება რუსეთს არ უნდა აღელვებდეს, მიაჩნია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და აცხადებს, რომ ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს პოლონეთში ამერიკული რაკეტების განთავსების გეგმა და აშშ-ის გეგმები რაკეტსაწინაღმდეგო თავდაცვის სფეროში. ”დროთა განმავლობაში ”Patriot”-ის ტიპის რაკეტები პოლონეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში თავის წვლილს შეიტანს. ეს არის სწორედ ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. თუ მათ ამის სურვილი აქვთ, ”Patriot”-ის შეტანა საკუთარ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემაში შეუძლიათ.
თუმცა ეს სხვა საკითხია, ვიდრე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა”, - განაცხადა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ევრაზიის რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა.
მისი აზრით, პოლონეთის გეგმებთან დაკავშირებით რუსეთის მრელვარება უსაფუძვლოა.
”არ ვფიქრობ, რომ დაძაბულობის შექმნის რაიმე საფუძველი არსებობს. ევროპის ყველა ქვეყანას სხვადასხვა ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია და ეს გონივრულია. მსგავსი სისტემები მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის დაცვისთვის არის განსაზღვრული”, - განაცხადა გორდონმა.