აშშ ავღანეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს ტანკების გამოყენებას აპირებს, იტყობინება ტელეკომპანია CNN. სამხედრო კონფლიქტის პერიოდში, რომელიც უკვე 9 წელია გრძელდება, ეს ტანკების გამოყენების პირველი შემთხვევა იქნება.
საზღვაო ქვეითი ჯარის მაიორმა გაბრიელ ჩეპინმა განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ჰილმენდის პროვინციის ტერიტორიაზე M1A1 Abrams ტიპის ტანკების გამოყენებას გაზაფხულზე აპირებენ.
ტანკების გამოყენება უფრო გადამწყვეტი ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, რაც ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლეს უფრო ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის. მძიმე ტექნიკის გამოყენებით ჯარისკაცები ქვეყნის მთავარი დასახლებული პუნქტებიდან ამბოხებულთა იზოლირებას შეეცდებიან და მათ თავშესაფრებზე დარტყმებს განახორციელებენ.
ნატო-ს შეიარაღებული ძალები ავღანეთში 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ შევიდნენ, რომელმაც სამი ათასამდე ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა. კოალიციურმა ძალებმა პრაქტიკულად მაშინვე შეძლეს ავღანეთის მმართველი მოძრაობა "თალიბანის" დამხობა. ქვეყნის სათავეში პროდასავლური ხელისუფლება მოვიდა, თუმცა თალიბები წინააღმდეგობის გაწევას დღემდე განაგრძობენ.
მომზადებულია CNN-ის მიხედვით.