ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ავღანეთისკენ - ჯერ ასეული, მერე ბატალიონი, ბოლოს - ბრიგადა?!

ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ISAF-ის ძალებში რომ უკვე გავგზავნეთ ერთი გაძლიერებული ასეული და გაისად გაზაფხულისთვის ასევე გაძლიერებულ ბატალიონს ვგზავნით, ალბათ უკვე ყველამ იცის.
თუმცა ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე გამოვიდა ინიციატივით, რომ ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტშიც უნდა იმსახურონ.
სანამ 2009 წლის 17 ნოემბერს სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჩარლი ასეული (173 სამხედრო მოსამსახურე) 6 თვით ქაბულში გაემგზავრებოდა ISAF-ის ფრანგულ კონტინგენტში სამსახურისთვის, ავღანეთში უკვე იმყოფებოდა ლიტვის კონტინგენტზე მიწერილი ერთი ქართველი სამხედრო ექიმი, ანუ ითვლებოდა, რომ ქართული არმია ავღანეთში NATO-ს ეხმარებოდა (თუნდაც ერთი კაცით).
2010 წლის გაზაფხულზე ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში, აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად ჩაერთვება ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი 750 კაცის შემადგენლობით.
გამოდის, რომ საქართველოს თავისი სამხედროები უკვე ეყოლება NATO-ს სამი წევრი ქვეყნის - აშშ-ის, საფრანგეთისა და ლიტვის სამხედრო დანაყოფებში.
თუკი ამ სიას ჯერ დიდი ბრიტანეთის და შემდგომში სხვა ევროპული ქვეყნების (მაგალითად, გერმანია, ნიდერლანდები და ა.შ.) სამხედრო კონტინგენტებიც დაემატება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახალ შემოვლით გზას ირჩევს ქვეყნის NATO-ში გაწევრების დასაჩქარებლად. კერძოდ, NATO-სკენ სვლის ახალი ტაქტიკა ასეთია: ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე NATO-ს 26 ქვეყნის სამხედრო კონტინგენტში ამა თუ იმ რაოდენობით მონაწილეობდნენ ქართველი სამხედროები, რამაც ამ ქვეყნების ხელმძღვანელებს იქნებ უარი აღარც ათქმევინოს (როგორც ეს ხდება), საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებაზე.
თუ ეს მართლაც ასეა, ოფიციალური თბილისის მხრიდან საინტერესო ტაქტიკური სვლა იქნება, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ რუსეთის ინტერესების ფაქტორს ბრიუსელში დიდ ანგარიშს უწევენ, რაც NATO-რუსეთის ურთიერთობის აღდგენის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.
ისე არ გამოგვივიდეს, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროების საერთო რაოდენობამ ბრიგადის დონეს გადააჭარბოს (როგორც ეს ერაყში იყო), არც NATO-ში მიგვიღონ და ვერც ჩვენი ბიჭების დროულად დაბრუნება მოვასწროთ ავღანეთიდან, თუკი სავარაუდო მოწინააღმდეგე განაახლებს სამხედრო აგრესიას ჩვენი სამშობლოს მთლიანად დასაპყრობად.
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja