|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ავღანური მისიის პერიპეტიები |
|
|
ობამა ავღანეთში დამატებით 30 ათას სამხედროს გაგზავნის, NATO მხოლოდ 5 ათასს და აქედანაც 750 ქართველი იქნება... რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ კვირას, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში დამატებით 30000-კაციანი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ. დღეს ავღანეთში OISAFF-ის ოპერაციაში თითქმის 70 ათასი კაცი მონაწილეობს. ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ამერიკული საგანგებო ოპერაციების დანაყოფები დამატებით საკუთარ საბრძოლო ოპერაციებს ახორციელებენ. მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის, რადგან რეალურად NATO და აშშ ავღანეთში ძირითადად მხოლოდ მსხვილ დასახლებულ პუნქტებს აკონტროლებენ. ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის (რომელიც სინამდვილეში პირობითი საზღვარი უფროა) გაუკონტროლებლობა "თალიბანისა" და "ალ-ქაიდას" მებრძოლებს საშუალებას აძლევს, ავღანეთში განხორციელებული დივერსიული აქტების შემდეგ თავი პაკისტანს შეაფარონ. NATO-ს გენერალური მდივანი რასმუსენი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ავღანეთში დამატებით 30000-იანი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ (აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ამას, თავისი ინიციატივით, "ჩუმად" კიდევ 3 ათასი კაცი მიუმატა. თუმცა მალე გამოჩნდება, ამ "თვითნებობას" კონგრესი დაამტკიცებს თუ არა). რასმუსენი ჰპირდება თეთრ სახლს, რომ NATO ქუდზე კაცს მოიძიებს და ავღანეთში დამატებით 5 ათას კაცს გაგზავნის. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თურმე NATO ასე წვალებით მოძიებულ 5 ათას კაცში იმ 750 ქართველსაც თვლის, რომელსაც გაისად თებერვალში, 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ყველაზე საშიშ რაიონებში მოუწევს სპეცოპერაციებში მონაწილეობა. მეტიც - 5-ათასიან "ნატოელში" ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტი ეყოლება სწორედ იმ ქვეყანას, რომელსაც პატარა ბავშვივით მერამდენე წელია, ჰპირდებიან "ფოჩიან კანფეტს" - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებას... NATO-ს წამყვანი ქვეყნები კი, რომლებსაც დღესაც არ სურთ თავის გვერდით საქართველოს ნახვა (მათ შორისაა გერმანია და საფრანგეთი), სულაც არ აპირებენ ავღანეთში დამატებით გაგზავნონ თავიანთი სამხედროები. აუცილებელი არ არის, გავზარდოთ ჩვენი ჯარებიო - ბრძანა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა. ირაკლი ალადაშვილი
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |