ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ბაქო მთიანი-ყარაბახის გამო ანტი-დასავლურ რიტორიკას აძლიერებს

EURASIANET.org
ბოლო კვირებში, აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები დასავლეთზე ბრაზობენ და მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის ბაქოსთვის სასიკეთოდ მოგვარებას რუსეთის მხარდაჭერით ცდილობენ, მიაჩნია ანალიტიკოსების ნაწილს.

26 ნოემბერს, დეპუტატმა გუდრატ გასანგულიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი შეიძლება კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაწევრიანდეს, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს და დაუშვებდა აზერბაიჯანში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას. აზერბაიჯანის ერთიანი სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ ეს იდეა ისე წარმოაჩინა, რომ ბაქო ამაზე იფიქრებდა რუსეთის მხრიდან ”მთიან-ყარაბახზე აზერბაიჯანის უფლების აღიარების” სანაცვლოდ.

მართალია 2007 წელს მიღებული აზერბაიჯანის ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგია, აზერბაიჯანის ერთ-ერთ დიპლომატიურ პრიორიტეტად ”ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას” ცალსახად აღიარებს, თუმცა გასანგულიევი და სხვები ჩივიან, რომ ბაქო დასავლეთისგან სანაცვლოდ არაფერს იღებს, მაშინ როდესაც ბაქო მასთან ურთიერთკავშირების გაღრმავებაშია დაინტერესებული. ”ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს კონტაქტების გამოცდილება იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ აზერბაიჯანი ნატო-ს წევრი ვერასდროს გახდება” – დასძენს გასანგულიევი. ბაქოს, ბრიუსელის სამხედრო ალიანსისთვის გაწევრიანების განაცხადით არ მიუმართავს.

მთავრობის და მმართველი პარტიის წარმომადგენლები გასანგულიევის განცხადებას არ გამიჯვნიან. მეტიც, მისი გამოსვლა შექმნილი ტენდენციის აშკარა გამოხატულებაა. 20 ნოემბერს ბაქოში, პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის მიერ გამართულ კონფერენციაზე, შეერთებული შტატები და ევროპა მკაცრად გააკრიტიკეს მათი უუნარობის გამო მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. რუსეთი, რომელიც ისეთივე შუამავალია, როგორიც საფრანგეთი და შეერთებული შტატები, კრიტიკას გადაურჩნენ.

იმ ქვეყნებს, რომლებიც ბოლო დროს სომხეთს და თურქეთს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ოქმების ხელმოწერისკენ უბიძგებდნენ, მსგავსი ენთუზიაზმი ”ყარაბახის საკითხის მოგვარებაში” არ გამოუხატავთ, კონფერენციაზე განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საერთაშორისო კავშირების განყოფილების წარმომადგენელმა ნოვრუზ მამედოვმა. მსგავს დისბალანსს შეიძლება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური პოზიციის ცვლილება მოჰყვეს, აღნიშნა მან.

შემდეგ მამედოვმა დასავლეთი უმადურობაში დაადანაშაულა, რომლითაც ის პასუხობს აზერბაიჯანის თანამშრომლობისთვის მზადყოფნას ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი”-ს ნავთობსადენის საქმეში. ის, რომ აზერბაიჯანს, რომელმაც ეკონომიკური კრიზისის გამო 2008 წელს 1 მილიარდი დოლარი დაკარგა, ეკონომიკური დახმარება არ მიუღია, იმას ადასტურებს, რომ ”დასავლეთმა ჩვენ დაგვივიწყა და სომხეთს ეხმარებოდა” – მიაჩნია მას.

აზერბაიჯანის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზიაფეტ ასკეროვი უფრო შორს წავიდა. მისი თქმით, რადგან თანამედროვე მსოფლიოში მუშაობს ძალა და არა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები (მან მინიშნება 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომზე და კოსოვოს აღიარებაზე გააკეთა), ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების საქმეში აზერბაიჯანს შეუძლია მხოლოდ ”საკუთარი არმიის იმედად იყოს”. ”შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა სომხური ლობის მძევლად იქცა” – დასძინა ვიცე-სპიკერმა.

რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და აზერბაიჯანის უკმაყოფილებას დასავლეთით, ამ უკანასკნელის მხრიდან ორი ბლოგერის დაპატიმრებაზე აზერბაიჯანის კრიტიკამ ხომ არ შეუწყო ხელი (ნოვრუზ მამედოვის აზრით, ”ბოლო თვეებში დასავლური მედია ბლოგერების თემაზე უფრო მეტს წერდა, ვიდრე ყარაბახზე, ამ კონფლიქტის მთელი არსებობის განმავლობაში”), ასევე ნატო-ს მხრიდან ”უმადურობას” იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ავღანეთში თავისი 90-კაციანი სამხედრო კონტიგენტი გაგზავნა.

მსგავს რიტორიკაზე ბაქოელი ანალიტიკოსების მოსაზრებები ორად გაიყო.

პოლიტიკური კვლევების ცენტრის ”ატლასი”-ს დირექტორის ელჰან შაჰინოღლუს აზრით, დასავლეთის კრიტიკის მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანი გაღიზიანებულია იმით, რომ სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ყარაბახის კონფლიქტის სამშვიდობო პროცესი, რომელიც უკვე 15 წელია რაც გრძელდება. ”თურქულ-სომხური შეთანხმებებით აზერბაიჯანმა თავი იზოლაციაში იგრძნო და ყარაბახის საკითხზე სწრაფი პროგრესი სჭირდება” – ამბობს ექსპერტი.

ის ფაქტი, რომ რუსეთს არ ახსენებენ ისინი, ვინც ყარაბახის დარეგულირების საქმეში შუამავლობით უკმაყოფილებას გამოხატავს, იმაზე მიუთითებს, რომ ბაქო იმედოვნებს, რომ ”გაზის მიწოდების მოცულობის ზრდისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შედეგად, მოსკოვი მას ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმარება” – ამბობს შაჰინოღლუ. წლიური სავაჭრო ბრუნვა აზერბაიჯანს და რუსეთს შორის დღეს 2,5 მილიარდი დოლარია.

24 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შედეგებით, რომლის დროსაც მთიანი-ყარაბახის კრიზისიც განიხილებოდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოპტიმისტურად განაცხადა – ”ყველას რომ ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს, როგორიც აქვთ რუსეთს და აზერბაიჯანს, მსოფლიოში პრობლემები აღარ იარსებებდა” – იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები.

კიდევ ერთ პოლიტიკოსს ზეფარ გულიევს მიაჩნია, რომ ბაქოს ანტი-დასავლური განცხადებების უკან გაცილებით მეტი რამ დგას, ვიდრე მხოლოდ ყარაბახის კონფლიქტი. შესაძლოა ამ საქმეში თავისი როლი ითამაშა დასავლეთის მხრიდან კრიტიკის გააქტიურებამ აზერბაიჯანში დემოკრატიზაციის და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, განსაკუთრებით, ამასწინანდელმა კრიტიკამ ორი ახალგაზრდა აქტივისტისთვის საბრალდებო განაჩენის გამოტანაზე, ფიქრობს იგი.

გულიევის თქმით, ბაქო ვარაუდობს, რომ დასავლეთი ამ საკითხებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს და თავის მოვალეობად მიიჩნევს, მას საკუთარი ადგილისკენ მიუთითოს. ”2009 წელს დასავლურმა სახელმწიფოებმა და თურქეთმა კავკასიაში საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგეს. როგორც სჩანს, აზერბაიჯანის მთავრობაში გარკვეული ძალები შეშფოთდნენ იმაზე, რომ ეს რეგიონში დასავლეთს და რუსეთს შორის წონასწორობაზე ნეგატიურად აისახებოდა, რაც ბაქოს მანევრირებაში ყოველთვის ეხმარებოდა” – აღნიშნავს გულიევი.

თუმცა, ორივე ექსპერტის აზრით ასეთი რიტორიკა ოფიციალურ საგარეო პოლიტიკურ ხაზს არ ასახავს. ამ კომენტარებს ”ჯერ-ჯერობით უფრო ქაოტური და ემოციური განცხადებების სახე აქვთ, ვიდრე გამოხატული კონცეფციის” – ხაზგასმით აღნიშნავს გულიევი.

შაჰინოღლუ, რომელიც მოსკოვთან კავშირების განმტკიცების წინააღმდეგია, ასევე მიიჩნევს, რომ ბაქო შუა გზაზე ცხენებს არ გამოცვლის. ”აზერბაიჯანმა მიზნად დაისახა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიმართულებით მიდის ბოლო 15 წლის განმავლობაში და მსგავსი მკვეთრი ცვლილებები ახლა დადებითს არაფერს მოიტანს” – დარწმუნებულია იგი.

შაჰინ აბასოვი
ForeignPress

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja