ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ბუშის თანაშემწეები რუსეთ-საქართველოს ომის შესაჩერებლად სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავდნენ

Bloomberg

რონალდ ასმუსის წიგნის A Little War That Shook the World: Georgia, Russia and the Future of the West (”ხანმოკლე ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა: საქართველო, რუსეთი და დასავლეთის მომავალი”) მიმოხილვა

როდესაც 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსული ტანკების შესვლით, ”ცივი ომი”-ს შემდეგ, შეიძლება გარდამტეხი მომენტი დამდგარიყო, ჯორჯ ბუშის გუნდი ეროვნული უშიშროების საკითხებში, სერიოზულად განიხილავდა საავიაციო დარტყმების შესაძლებლობას, რომ რუსეთის ინტერვენცია შეეჩერებინა. ვლადიმერ პუტინი ტრაბახობდა, რომ მხოლოდ მისი ნდობა შეიძლებოდა. ნიკოლა სარკოზი კი ფატობრივად აძალებდა საქართველოს ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელი მოეწერა.

აი ის სამი მწვერვალი, რომელიც ამ დიპლომატიური ფარდის უკან იმალებოდა და რომელიც რონალდ ასმუსმა თავის წიგნში A Little War That Shook the World: Georgia, Russia and the Future of the West გახსნა. ეს იმ ხუთდღიანი აგვისტოს ომის ძალიან საინტერესო მიმოხილვაა.

ასმუსი, რომელიც კლინტონის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობდა, დღეს აშშ-ს მარშალის ფონდის ბრიუსელის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მან ამ რეალური პოლიტიკისა და დიპლომატიური ჩიხების ისტორია დოკუმენტების საფუძველზე შექმნა, რომლებიც მანამდე არ გამოქვეყნებულა, ასევე დასავლეთის და საქართველოს წარმომადგენლების ინტერვიუებზე დაყრდნობით. ერთად თავმოყრილი ეს მასალა იმის ნათელი მტკიცებულება გახდა, თუ როგორ ვერ შესძლო დასავლეთმა გათამამებული რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

წიგნი პროფესიონალის შექმნილია: მასში დიპლომატისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ნიუანსების ცოდნა იგრძნობა და ჟურნალისტისთვის დამახასიათებელი დეტალების მოცვა. წიგნში ჩანს, თუ როგორ ისარგებლა რუსეთმა აშშ-ს და ევროპას შორის არსებული წინააღმდეგობებით, რომელიც ერაყის ომის ჭრილობამ გააღრმავა, დაუმორჩილებელი საქართველოს ევროპისკენ სვლა შეეჩერებინა. აქედან ჩვენ ვიგებთ, რომ ”თეთრი სახლის ზოგიერთი მაღალჩინოსანი” მოითხოვდა რომ ”განხილული ყოფილიყო გარკვეული დოზით შეზღუდული სამხედრო მოქმედებების ვარიანტები”, როგორებიცაა გვირაბის დაბომბვა, რომელიც რუსეთის არმიის მომარაგების მთავარი გზა იყო.

ბუშმა უკან დაიხია

ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს გაჩაღდა, ბუშმა ეს განხილვა შეწყვიტა. თეთრ სახლში უმაღლეს ხელისუფლებასთან შეხვედრისას გაჩნდა ”მკაფიო განცდა, რომ ფაქტობრივად ნებისმიერ სამხედრო ნაბიჯებს მოსკოვთან კონფრონტაცია მოჰყვებოდა” – წერს ასმუსი.

საბოლოო ჯამში, ვერც მმართველობის მიწურულს მყოფმა ამერიკულმა ადმინისტრაციამ და ვერც გახლეჩილმა ტრანს-ატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს გადარჩენისთვის ვერ შესძლო ვერაფრის გაკეთება, როდესაც მას ფეხი დაუცდა და ომის ეპიცენტრში აღმოჩნდა. სამხედრო შეტაკებას ოცწლიანი მარცხის შემდეგ, რუსეთში შეიძლება დიდი ზესახელმწიფოს წოდების დაბრუნებისკენ ლტოლვის გაღვიძება მოჰყოლოდა.

რუსეთის შეხედულებები ამ წიგნში ასახული თითქმის არ არის. ასმუსის თქმით, კრემლის ხელმძღვანელობამ მას ინტერვიუზე უარი უთხრა. შედეგად, წიგნში საქართველოსადმი მეტი თანაგრძნობაა, ვიდრე, სიტყვაზე, ომის გარემოებების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით მომზადდა და სადაც ნათქვამია, რომ ამ ომში პირველმა საქართველომ გაისროლა.

წიგნში ნაჩვენებია, თუ როგორ გახდა პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე პრეზიდენტობის ვადის დასრულებისას ბუში იძულებული პრაგმატულ პოზიციებზე დამდგარიყო. "მას არ სურს რუსეთთან ჩხუბის დაწყება და არ შეუძლია თავისი მოკავშირეების, მაგალითად გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის იმაში დარწმუნება, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერა აუცილებელია"- წერს წიგნის ავტორი.

”მკვეთრად და მუქარით”

ბუშის პოზიციების სისუსტეს ჩრდილავს ის დაძაბულობა, რომელიც მისი მმართველობის ბოლო პერიოდში მას და ვიც-პრეზიდენტ დიკ ჩეინის შორის ურთიერთობებში გაჩნდა. ჩეინი შეშფოთებული იყო იმით, რომ ბუშმა განზრახვის გარეშე რუსეთს საომარი მოქმედებების დაწყებაზე სიგნალი მისცა რადგან გაჩუმდა, როდესაც პუტინმა საქართველოზე ”მკვეთრად და მუქარით” ისაუბრა 2008 წლის აპრილში სოჭში პრეზიდენტების შეხვედრაზე. ჩეინის აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ამ შეხვედრის საანგარიშო ტექსტი წაიკითხა, დაიჩივლა რომ ბუშმა მისი დუმილით რუსეთს ”მწვანე შუქი” აუნთო.

”ხანმოკლე ომში” მოყვანილია ძალიან საინტერესო საუბარი პუტინს და საქართველოს პრო-დასავლური პოლიტიკის არქიტექტორს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც 2008 წლის თებერვალში გაიმართა.

”თქვენ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ენდოთ ამერიკელებს, რომ ისინი თქვენს დასახმარებლად გამოიქცევიან?” – ჰკითხა პუტინმა სააკაშვილს (ამ საუბრის ქართული სტენოგრამის მიხედვით) – ”ჩემს გარდა არავის ნდობა არ შეიძლება”.

ქართველი ”ცხელთავა”

სააკაშვილი, რომელსაც ერთნი რეფორმატორად მიიჩნევენ, მეორენი კი დემაგოგად სთვლიან, საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზების საკითხზე აშშ-ს და ევროპის უთანხმოების მთავარ მიზეზად იქცა. როგორც ასმუსი წერს, ევროპულ დედაქალაქებში ის მიაჩნდათ ”ცხელთავად, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით სარგებლობდა და იმ ადამიანად, რომელიც მუდმივი უსიამოვნებების წყარო იყო”.

უსიამოვნებები წინასწარ დაგეგმილი იყო, როდესაც არანაკლებ ემოციური სარკოზი მოსკოვსა და თბილისს შორის დაქროდა, რომ როგორმე ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწია. საფრანგეთის წარმომადგენლის, რომელიც იმ დროს ევროკავშირს თავმჯდომარეობდა, კონფლიქტის შუამავლად არჩევა, ვაშინგტონის შეშფოთებაზე მოწმობს, რომელსაც ეშინოდა, რომ აშშ-ს აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში კრემლს კიდევ უფრო გააბრაზებდა.

სარკოზის რეაქტიულ დიპლომატიაზე ასმუსის მონათხრობში ის აღიარებაცაა ჩართული, რომ ყველაზე ცოტა, ერთი მაღალჩინოსანი ამერიკელი დიპლომატი ”შოკში” იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ტექსტის ორაზროვნებით, რომელიც საფრანგეთის ლიდერმა 12 აგვისტოს მოსკოვში ნაჩქარევად შეადგინა.

იმავე დღეს, საღამოს, როდესაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ 100 000 ქართველი სიხარულით სკანდირებდა ”სარ-კო-ზი, სარ-კო-ზი”-ს, საფრანგეთის პრეზიდენტმა სააკაშვილს მის მიერ შედგენილი დოკუმენტი წარუდგინა და უთხრა, რომ ამაზე უკეთესს ის ვერაფერს მიიღებდა.

”სად არის ბუში? სად არიან ამერიკელები?” – გაბრაზებული უყვიროდა ქართველებს სარკოზი – ”ისინი თქვენს გადასარჩენად არ მოვლენ და არც ევროპელები მოვლენ. თქვენ მარტო ხართ. თუკი ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერთ, მალე აქ რუსული ტანკები იქნებიან”.

ჯეიმს ნიუგერი

(ჯეიმს ნიუგერი Bloomberg News -სთვის წერს. აქ გამოთქმული შეხედულებები სტატიის ავტორს ეკუთვნის).

ForeignPress

ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja