ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ჭუბერ-საკენის უღელტეხილი - ჯოჯოხეთი ქართველებისთვის

საბედისწერო პალმა
პროფესიით აგრონომი იყო ლუკა კუკულავა, მოწოდებით კი - მებაღე. ცხოვრობდა შარვაშიძის ქუჩის #51-ში, ქართველებით, აფხაზებით, ბერძნებით, რუსებითა და სომხებით დასახლებულ ქუჩაზე, რომელიც ზღვის სანაპიროზე იწყებოდა და რკინიგზასთან მთავრდებოდა.
ზღვისა და მზის ქალაქის გარდა, სოხუმს მწვანე ქალაქსაც უწოდებდნენ. იქნებ ბევრმა არც კი იცის, რომ პირველი პალმა სოხუმში ლუკა კუკულავას სახელს უკავშირდება. ამ მარადმწვანე მცენარეს თავიდან გაუჭირდა კლიმატსა და ნიადაგთან შეგუება, მაგრამ მალე ტროპიკული მხარის ხე-მცენარემ ნიადაგში ღრმად გაიდგა ფესვები. პირველი პალმა, ზღვის სანაპირო ქუჩაზე, კაფე "თოლიასთან" გამოჩნდა. შემდეგ კი ქალაქის სხვა ადგილები დაამშვენა. ბუნების მესაიდუმლეს პალმის სიყვარული ბედისწერად ექცა, თუმცა ამაზე, ცოტა ქვემოთ.
როდესაც სოხუმიდან აეროპორტამდე ხუთკილომეტრიანი გზა გაიყვანეს, ვიღაც დილეტანტს აზრად მოუვიდა, რომ ქალაქში დარგული პალმები ამოეღო და მოტიტვლებული გზის ორივე მხარეს ჩაემწკრივებინა. პალმები გახმა! მარადმწვანე ხეების კვდომა ცოცხალი ადამიანის გარდაცვალებასავით იჯავრა მისმა დამრგავმა, ინფარქტით გარდაიცვალა. სილამაზის ტრფიალი თავის მოშენებულ პალმებს შეეწირა, ეს ხე საბედისწერო გახდა მისთვის. სამი შვილის მამას ექვსი შვილიშვილი ჰყავდა, - ხუთი ბიჭი და ერთადერთი გოგონა, მშვენიერი ნინო.

ომს შეწირული სილამაზე
სოხუმის მე-5 საშუალო სკოლის უფროსკლასელი იყო ნინო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო. საშიშ ქალაქს გამორიდებული ოჯახი სოხუმში არ დაბრუნდებოდა, სამშვიდობო ზავის დროს სწავლის დაწყება რომ არ გამოეცხადებინათ აფხაზეთში. ნინოც ამ მაცდურ ტალღას გაჰყვა თბილისიდან და ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას ემსხვერპლა კიდეც. სექტემბერში აფხაზებმა ზავი დაარღვიეს და სოხუმი ალყაში მოექცა. ცენტრალური ქუჩა - მშვიდობის პროსპექტი ცოცხალ მდინარედ იქცა: ტოვებდნენ ქალაქს მოტყუებული სოხუმელები, მიდიოდნენ ჩემოდნებით, მძიმე ჩანთებით, ურიკებით, ბოხჩებით. მიდიოდნენ, მაგრამ თავადაც არ იცოდნენ, საით!
დევნილთა ნაკადი სვანეთის უღელტეხილისაკენ მიეშურებოდა, ზოგი მანქანით, ზოგი ტრაქტორით, უმეტესობა - ქვეითად. გზადაგზა ისვენებდნენ და როდესაც უღელტეხილის მაღალ ადგილას ავიდოდნენ, იქიდან გადმოხედავდნენ გზას, ცხადად თუ მოჩვენებით ხედავდნენ უკან დატოვებულ ქალაქს და შემდეგ გზას აგრძელებდნენ ფიქრით: "საით?"
ჯვარცმული უღელტეხილის საბედისწერო გზაზე დევნილთა ნაკადს მიუყვებოდა რაფიელ კუკულავა. 80 წლის დედით, მეუღლით, შვილებით, მათ შორის სიფრიფანა გოგონა ნინოთი. ქვიანი დაღმართები გახშირდა. ეცემოდნენ, მაინც დგებოდნენ, დასისხლიანებული მუხლებით აგრძელებდნენ გზას და როგორც ჭუბერის გზაზე მიმოყრილ პატარა თეთრ კენჭებს, ისე ეძებდნენ და აგროვებდნენ იმედს ძალიან შორს დარჩენილ აფხაზეთზე...
...დაიწყო ალპური ზონა. უღელტეხილზე მიმავალი ნინო ისეა დაქანცული, ხან დედა წამოიკიდებს ზურგზე, ხან - მამა. გული და ფილტვები დატვირთვას ვერ უძლებს. ნინო გზადაგზა ცუდად ხდება, მაგრამ ლოდინის დრო არ არის. სვანები აფრთხილებენ, რომ დაღამებამდე უღელტეხილი თუ არ გადაიარეს, სიკვდილს ნიშნავს. მიდიან, ძნელი გახდა სიცოცხლის ტარება, მაგრამ წინ მიიწევენ, რომ სამშვიდობოს გააღწიონ...
სიცოცხლესთან შეჭიდებული ნინო უნაზეს ყვავილს, ედელვაისს ჰგავდა - ნაზსა და სუსტს. ასე ჩარჩათ იგი მეხსიერებაში, ვინც მის გაცრეცილ, მაგრამ ლამაზ სახეს თვალს შეავლებდა. ნინოს ჯანმრთელობა გაუუარესდა, საკენიდან შვეულმფრენით ქუთაისის საავადმყოფოში მოხერხდა მისი ჩაყვანა, თუმცა, ამაოდ. გოგონა გარდაიცვალა.
ჭუბერ-საკენის გზაზე დადევნებულმა ომმა კუკულავების ოჯახს აფხაზეთთან ერთად უმშვენიერესი ნინოც წაართვა.
...თავზარდაცემული ოჯახი დიდხანს ვერ მოდიოდა გონს. დამუნჯდა დიდი მწუხარებისაგან მამა! რაფიელ კუკულავამ უმძიმეს ტკივილს ვერ გაუძლო და ნინოს გვერდით პოვა სამუდამო განსასვენებელი.
ნინოს უჩინარი მდევარივით ადევნებული ომი მაშინ წამოეწია, როდესაც გოლგოთის გზაზე დაღმართი იწყებოდა...
იქაურ ქართველთათვის, უაფხაზეთოდ გოლგოთა დღესაც გრძელდება.

სვეტლანა კვიკვინია

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja