ჩერნოგორიამ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღო
ნატო-მ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით ჩერნოგორიის მოთხოვნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ალიანსის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. აღნიშნული გადაწყვეტილება ნატო-ს წევრი 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე მიიღეს.
ნატო-ში ხაზი გაესვა ჩერნოგორიის ძალისხმევას ალიანსში შესასვლელად. ახლა ქვეყანამ საკუთარი შეიარაღებული ძალები ნატო-ს მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, რის შემდეგაც მისი ნატო-ში გაწევრიანების საკითხი გადაწყდება.