|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ჩინეთი და ინდოეთი 21-ე საუკუნეში ერთმანეთს უპირისპირდებიან |
|
|
“ The Wall Street Journal”ორი გიგანტისა და ამბიციური ქვეყნის, ჩინეთისა და ინდოეთის ჰიმალაის რეგიონის გამო ატეხილ დავას ეხმიანება. ბოლოს მომხდარი განხეთქილება ინდოელი მწყემსების ჩინეთის ტერიტორიაზე საქმიანობას მოჰყვა. ინდოელი პოლიტიკოსების განცხადებით, ორმა ათეულმა ჩინელმა ჯარისკაცმა ინდოელი მწყემსების ოჯახების კარვები დაარბია და ისინი ინდოეთის საზღვრისკენ გარეკა. ჩინეთმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია ტიბეტს ეკუთვნის და არა ჩრდილოეთ ინდოეთს. ინდოეთის ლადახის ავტონომიის განვითარების საბჭოს თავჯდომარის ჩერინგ დორჯაის თქმით, ჩინელები მათ, ტერიტორიებს ართმევენ. “ჩვენ თავს დაუცველად ვიგრძნობთ მანამ სანამ ინდოეთი არ გააძლიერებს აღნიშნული ტერიტორიების თავდაცვას”- განაცხადა მან. მილიტარიზებული სასაზღვრო რეგიონისთვის დავა, რომელსაც ეკონომიკური დაძაბულობაც ემატება, შესაძლოა ორ ქვეყანას შორის 21 საუკუნეში კონფლიქტის მიზეზი გახდეს. აღნიშნული პრობლემა დილემად შეერტებული შტატებისთვისაც იქცა, რომელსაც გაუგებრობის მოგვარება ისე სურს რომ არც ერთი ქვეყანა არ გაანაწყენოს. ბოლო წლებში ჩინეთი და ინდოეთი იშვიათად თანამშრომლობენ, რადგან ისინი თითქმის ყველა სფეროში, დაწყებული ვაჭრობიდან, ენერგო ინვესტიციებიდან დამთავრებული მთვარეზე ადამიანის გაშვების საკითხშიც კი ეპაექრებიან ერთმანეთს. ინდოელების ნაწილს სურვილი აქვს ქვეყანა უფრო დაუახლოვდეს აშშ-ს, რათა სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვოს სწრაფად განვითარებად ჩინეთზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ ყველაფერი ზემოთ აღნიშნული ჩინეთისა და ინდოეთის გარდა უნებლიედ, აშშ-საც კონფლიქტის მონაწილედ ხდის. ტელეკომპანია "საქართველო"
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |