|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ჩრდილოეთ კავკასიაში “პირად პასუხისმგებლად”, შესაძლოა, ვიცე-პრემიერი სერგეი ივანოვი დაინიშნოს |
|
|
ჩრდილოეთ კავკასიაში “პირად პასუხისმგებლად”, შესაძლოა, ვიცე-პრემიერი სერგეი ივანოვი დაინიშნოს. ამის შესახებ “ნეზავისიმაია გაზეტა” იუწყება. გაზეთის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ივანოვის დანიშვნა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს სურს. თუმცა, პრეზიდენტი მედვედევი და პრემიერი ვლადიმერ პუტინი ჯერჯერობით ვერც კანდიდატურებზე შეთანხმდნენ და ვერც ახალი თანამდებობის პირის უფლება-მოსილებებზე. “პირადი პასუხისმგებლის” თანამდებობის შემოღების ინციატივით მედვედევი ერთი თვის წინ, ფედერალური კრებისადმი მიმართვის დროს გამოვიდა და უმთავრესი პრობლემებიც ჩამოთვალა, მათ შორის ფედერალური სახსრების არაეფექტური ხარჯვა, უმუშევრობა, სიღარიბე, დევნილები, კორუმპირებულობა და კლანურობა. “უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც ამ რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე პირადად აგებს პასუხს. მოცემული მიმართულებით სამუშაოს ეფექტური კოორდინაციისთვის, რა თქმა უნდა, საკმარისი უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს”, - განაცხადა მედვედევმა.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |