ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
დაკავებული ქართველები და რუსი გენერლის დაპირებები

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
8 ოქტომბერს, გალის რაიონის სოფელ საბერიოში დაკავებული 15-მდე ქართველი გალის მილიციაში რჩება. რუსმა მესაზღვრეებმა ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი დილის 9 საათისთვის სოფლის ცენტრში დააკავეს და იქ მსხდომი მგზავრები აფხაზ მილიციელებს გადააბარეს.

დაკავებულ ქართველებს ბრალი აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო გადაადგილებისთვის წაუყენეს. მათი გათავისუფლება კი სავარაუდოდ საჯარიმო სანქციის გატარების შემდეგ მოხდება. ეს კი საკმაოდ სოლიდურ გადასახადს, 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ მიკროავტობუსის მძღოლის ვინაობა. იგი აფხაზეთის მკვიდრი კობა ჯახაიაა. მგზავრები კი საბერიოში მცხოვრები ქართველები არიან.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელი, თორნიკე კილანავა მომხდარ ინციდენტს ადასტურებს, მაგრამ შემთხვევის ადგილად არა საბერიოს ტერიტორიას, არამედ გალის ადმინისტრაციულ საზღვარს ასახელებს.

თორნიკე კილანავა: ”დაკავება გალის რაიონის სოფელ საბერიოსა და წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის საზღვარზე მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა მგზავრები აფხაზური პასპორტების არქონის გამო დააკავეს და მილიციაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ სასტიკად ნაცემია მიკროავტობუსის მძღოლი“.

”პრესა.გე“-ს ინფორმაციით მიკროავტობუსის მძღოლი, კობა ჯახაია არავის უცემია, თუმცა ყველა დაკავებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. გალის რაიონში მცხოვრები ქართველების გალის მილიციის იზოლატორში მოთავსება არც პირველი და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი ფაქტია.

მოსახლეობა, რომელიც რუსი სამხედროებისა და აფხაზი ბოევიკების მალულად ცდილობს კონფლიქტის ზონაში გადაადგილებას, სტრესულ მდგომარეობაშია. მითუმეტეს, ამას თან ფიზიკური განადგურების შიში ახლავს.

ქართული მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების საკითხი გალში მიმდინარე ხუთმხრივი შეხვედრების დღის წესრიგის უცვლელი საკითხია, მაგრამ ამ დრომდე ყველანაირი შეთანხმება მიუღწეველია.

8 ოქტომბერს, აფხაზი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთში რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა, იური ზვირიკმა სწორედ ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რუსი გენერალი ჟურნალისტებთან თავმომწონედ აცხადებდა, რომ 70-მდე საზღვრის უკანონო დამრღვევია დაკავებული და ასობით ერთეული საბრძოლო იარაღია ამოღებული. 300 კგ ტროტილი, 300-მდე ნაღმი და ყუმბარა, სამი ავტომატი, პისტოლეტები და საბრძოლო ვაზნები - ასეთია გენერლის მონაცემები.

ზვირიკის განმარტებით სახელმწიფო საზღვარზე ვითარება მას შემდეგ გამოსწორდა, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები გამოჩნდნენ და მცირერიცხოვანი აფხაზი მესაზღვრეები ჩაანაცვლეს, რომლებსაც საზღვრის საიმედო დაცვისათვის არც ძალა და არც რესურსი გააჩნდათ.

რუს გენერალს მიაჩნია, რომ მის დაქვემდბარებაში მყოფი მესაზღვრეები დღეს საიმედოდ იცავენ საზღვრებს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო მიმართულებით, რომ ისინი საზღვრისპირა რაიონებში სტაბილურობასა და აფხაზეთის მოსახლეობის სიმშვიდეს უზრუნველყოფენ.

ერთადერთი პრობლემა, რომელსაც რუსი მესაზღვრეები აწყდებიან, იური ზვირიკის განცხადებით არის მხოლოდ ყოფითი. თურმე უდაბნოებში მოუხდათ განლაგება და დღემდე კარვებში იმყოფებიან, მაგრამ პრობლემის მოგვარებას 2011 წლის გაზაფხულამდე გეგმავენ.

იმ დროსთვის კი რუსი გენერალი აფხაზ ჟურნალისტებს პირდება, რომ მისი ჯარისკაცები კეთილმოწყობილ სამხედრო ქალაქებში იცხოვრებენ. იქვე, ზვირიკი არც აფხაზეთში სამხედრო სამსახურის მსურველთა ნაკლებობასაც არ უჩივის და ამბობს, რომ რაპორტებს სოხუმში გადმოსვლასთან დაკავშირებით რუსი სამხედროები შესაშური სისწრაფით წერენ, რადგან მათ იმდენს უხდიან, რამდენსაც რუსეთის ფედერაციის უკიდურეს ჩრდილოეთში.

ზვირიკი ოჩამჩირეში სანაპირო დაცვის დივიზიონის შექმნის პირობასაც იძლევა, სადაც 10-მდე კატარღა აფხაზეთის საზღვაო საზღვრის პატრულირებას მოახდენს.

საინტერესოა, რას დაუპირისპირებს რუსი გენერლების დაპირებებს საქართველოს ხელისუფლება, რადგან ამ უკანასკნელისგან განსხვავებით პირველმა დანაპირები სამწუხაროდ ყოველთვის შეასრულა...

ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja