|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
დიმიტრი მედევედევი - რუსეთი საზღვარგარეთ შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს |
|
|
რუსეთი საკუთარ შეიარაღებულ ძალებს საზღვარგარეთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენებს. როგორც კრემლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე მედვედევმა აღნიშნა, რომ გასულ კვირაში თავდაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილება პარლამენტში განსახილველად სწორედ ფედერაციის საბჭოს წევრების ინიციატივით შევიდა. "მიმაჩნია, რომ ამ მხრივ დღეს სამართლებრივი პრობლემა აღარ გვაქვს. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მხოლოდ აბსოლუტურად განსაკუთრებული ხასიათის იქნება და მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ. მაგრამ როგორც ჩვენი მცირე ხნის წინანდელი გამოცდილება აჩვენებს, სამართლებრივი მექანიზმი მაინც უნდა არსებობდეს", - აღნიშნა მედვედევმა. მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეები დედამიწის ნებისმიერ წერტილში დაცულები უნდა იყვნენ და რუსეთის სახელმწიფოსგან დაცვას გრძნობდნენ. რუსეთის თავდაცვის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეიარაღებული ძალების ოპერატიულად გამოყენების მექანიზმებს განსაზღვრავს. "ინტერპრესნიუსი"
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |