ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
დიპლომატიური ვერდიქტის ექო!

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო...…თავის დროზე ტალიავინის კომისიის დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილის ქართული თარგმანი "კვირის პალიტრამ" პირველმა მიაწოდა საზოგადოებას, რათა პასუხი მიეღო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე. წლის მიწურულს შევეცადეთ გაგვეანალიზებინა, ამ ყბადაღებულ დოკუმენტში საქართველოს სასარგებლოდ უფრო მეტი ეწერა თუ პირიქით.

ან თუნდაც, ვინ მოახდინა ომის პროვოცირება, შეგვეძლო თუ არა მისი თავიდან არიდება, აღიარებს თუ არა ქართველთა ეთნიკურ წმენდას და გენოციდს საერთაშორისო საზოგადოებრიობა. ამ კითხვებს ყველა მხარის მიერ ობიექტურად შეფასებული ტალიავინის კომისიის დასკვნის ამონარიდები უპასუხებს, რომელთა გააზრებასა და გაანალიზებაში ამჯერად, ექსპერტი კახა კაციტაძე დაგვეხმარება.

"2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით, ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვით დაიწყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოში, რაც იყო კულმინაცია იმ მუდმივი დაძაბულობისა, პროვოკაციებისა და ინციდენტისა, რომელთაც ადგილი ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში".

კახა კაციტაძე: - აქ ტალიავინი პირდაპირ აღიარებს, რომ ქართული მხარის მიერ ცხინვალის მასირებული დაბომბვის შედეგად კონფლიქტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ახალ საფეხურზე გადავიდა, რაც რუსეთ- საქართველოს სრულმასშტაბიან სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა.

"იყო თუ არა შესაძლებლობა კონფლიქტის თავიდან აცილებისა?
არსებობს კითხვა, სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ ძალის გამოყენება, რაც დაიწყო ცხინვალის დაბომბვით 2008 წლის 7-8 აგვისტოს, იყო თუ არა გამართლებული საერთაშორისო სამართლით".

კახა კაციტაძე: - ამ კითხვას ტალიავინის დასკვნა ვერ პასუხობს. იმიტომ, რომ ტალიავინის კომისიას საერთაშორისო სამართლებრივი დასკვნის წარმოდგენა კი არა, ფაქტების დადგენა ევალებოდა. რაც შეეხება იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება, მთელი პოლიტიკური ისტორია და ფილოსოფია ადასტურებს, რომ არც ერთი მოვლენის ფატალური გარდაუვალობა არ არსებობს. არათუ ამ კონფლიქტის, თავის დროზე პირველი და მეორე მსოფლიო ომების თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.
მაგალითად, ბარბარა ტაჩმანი განთქმულ წიგნში "პოლიტიკური მეცნიერების შესახებ" აღწერს, თუ როგორ მოახდინა პირველი მსოფლიო ომის, როგორც პროცესის ფორსირება პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პერსონათა შეცდომებმა, გაუგებრობებმა, მოწინააღმდეგის მოტივების შეუფასებლობამ, არაზუსტად აღქმამ და ა.შ. თავის დროზე, ჯონ კენედის ძალიან დაეხმარა ეს სახელმძღვანელო (როგორც ამას მისი მრჩევლები ამბობდნენ), რომ "კარიბის კრიზისი" მსოფლიო ომში არ გადაზრდილიყო. რა თქმა უნდა, სათანადო პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკური ლიდერები რომ ყოფილიყვნენ ორივე მხარეს, ომი არ დაიწყებოდა.
"არ ჰქონია ადგილი რუსეთის სამხედრო თავდასხმას მანამ, სანამ არ დაიწყებოდა საქართველოს მოქმედებები".

კახა კაციტაძე: - ზუსტად იმაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენი მოქმედებებით რუსეთს საბაბი მივეცით, გაეკეთებინა ის, რაც უნდოდა და ამას არც ტალიავინის კომისიის დასკვნა უარყოფს.…
"რუსეთის სამხედრო მოქმედება გასცდა თავდაცვის ზომიერ და კეთილგონიერ საზღვრებს. ეს ყველაფერი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამშვიდობოების მიმართ არსებული საფრთხის პროპორციულად.…
რუსულმა ავიაციამ იერიში საქართველოზე მიიტანა ჯერ კიდევ 8 აგვისტოს, დილით, ანუ უფრო ადრე, ვიდრე რუსულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული".
კახა კაციტაძე: - რასაკვირველია, რუსეთის მოქმედებაც იყო აბსოლუტურად არაადეკვატური და ამას ტალიავინის დასკვნაც ცხადყოფს.

"მხედველობაში ვიღებთ რა, რუსული სამხედრო ძალების მოქმედების კანონიერებას საქართველოს წინააღმდეგ, პასუხი უნდა იყოს დიფერენცირებული. საქართველოს თავდასხმაზე რუსეთის მოქმედება შეიძლება დაიყოს ორ ფაზად: პირველი - დაუყოვნებლივ მოქმედება რუსული სამშვიდობოების დასაცავად და მეორე - რუსული შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოში ღრმად შეჭრა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრებიდან შორს. პირველ შემთხვევაში არსებობს პატარა ეჭვი, თუ რუსეთს თავს დაესხნენ, მას ჰქონდა უფლება გამოეყენებინა სამხედრო საშუალებებით თავდასხმის პროპორციული ძალა, რათა დაეცვა ისინი. მაშასადამე, რუსეთის მიერ ძალის გამოყენება თავდაცვის მიზნით პირველ ფაზაში უნდა იყოს კანონიერი. მეორე შემთხვევაში უნდა დადგინდეს, იყო თუ არა აუცილებელი და პროპორციული რუსული სამხედრო ძალის უფრო ღრმად შეჭრა საქართველოში".

კახა კაციტაძე: - რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის დადგენის ფაქტი ერთია, ამაზე შეიძლება იყოს დავა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ კონფლიქტის დაწყებამდე, ე.ი. 7 აგვისტომდე, საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს პარლამენტი აქ ცხინვალში დისლოცირებულ რუსულ ჯარებს განიხილავდა როგორც სამშვიდობოს, ე.ი. იურიდიულად აღიარებდა მათ სამშვიდობო სტატუსს. ეს იყო უდიდესი შეცდომა. ასე რომ, ვითომდა სამშვიდობოებზე თავდასხმის დაუდგენელი ფაქტი გახდა საბაბი რუსული მხარის სამხედრო მოქმედებებისთვის, მაგრამ როცა ის ყოველგვარ ზღვარს გასცდა და კონფლიქტის ზონის აქეთ გადმოვიდა, აღარავითარი იურიდიული დასაბუთება არ ჰქონია.

"რუსეთისა და საქართველოს მხრიდან ადეკვატური დაცვის ნაკლებობამ გააფართოვა ეთნიკური ქართველების ძარცვისა და განადგურების კამპანია. რუსეთის ძალებმა მარცხი განიცადეს, ვერ აღკვეთეს სამხრეთ ოსეთის, შეიარაღებული ინდივიდუალური პირებისა თუ დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დარღვევები. ცხადი იყო, ადგილი ჰქონდა ეთნიკური ქართული სოფლების სისტემურ ძარცვასა და განადგურებას. შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს იყო მიმართული ნამდვილად ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ".

კახა კაციტაძე: - ეთნიკური წმენდა და გენოციდი საერთაშორისო სამართლებრივად სხვადასხვა კატეგორიის ტერმინებია. ცხადია, ორივე დანაშაულია, უბრალოდ, მე განვიხილავ მის კვალიფიკაციას. ტალიავინის კომისიის დასკვნაში რუსების ქმედება შეფასებულია, როგორც დანაშაულებრივი უმოქმედობა და ხელის შეწყობაც კი ოსური ფორმირებებისთვის, რათა მათ განეხორციელებინათ ქართველთა ეთნიკური წმენდა.

ფაქტია, ტალიავინის კომისიამ დაადასტურა ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, მაგრამ არ დაადასტურა გენოციდი. ისევე, როგორც კოსოვოში დადასტურდა სერბების მიერ ალბანელების ეთნიკური წმენდა, მაგრამ ალბანელების გენოციდი არ დადასტურებულა.…
"ასევე არსებობს ნიშანი რუსეთის მიერ კასეტური აღჭურვილობის გამოყენებისა გორში".

კახა კაციტაძე: - დიახ, ეს ფაქტი დადასტურებულია, რაც საერთაშორისო სამართლის თანახმად დასაგმობი დანაშაული გახლავთ. ამას წყალი არ გაუვა. საერთოდ, კასეტური იარაღის გამოყენების არეალი ვრცელდება მხოლოდ მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებზე. მისი მშვიდობიანი ქალაქის წინააღმდეგ გამოყენებას საერთაშორისო სამართალი კრძალავს.
საერთოდ, უნდა ვაღიაროთ, ჩვენი საერთაშორისო პოზიციები ბევრად უფრო სუსტია 2009 წლის დასასრულს, ვიდრე 2008 წლის მიწურულს იყო. ამაზე მგონი აღარავინ დაობს. ელემენტარულად, 2008 წლის დასასრულს ვინმეს რომ ეთქვა, საფრანგეთი ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებას დაიწყებს რუსეთისთვის უნივერსალური შვეულმფრენმზიდის მიყიდვაზე ან ნატო-რუსეთის ურთიერთობები ასე სწრაფად აღდგებაო, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი საზოგადოება შეურაცხადად მონათლავდა იმიტომ, რომ ეს წარმოუდგენელი გახლდათ.
დღევანდელი გადმოსახედიდან ტალიავინის დასკვნა უბრალოდ იყო ერთგვარი კომპრომისების შედეგი, რომელიც საქართველოს პოზიციებს ვერც გააძლიერებდა და ვერც დაასუსტებდა. საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში…შექმნილი ვითარება საქართველოსთვის არცთუ ხელსაყრელი აღმოჩნდა.

ეკა ასათიანი
”კვირის პალიტრა”


ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja