ისრაელის არმიის გენერალმა ავი ზამირმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, უარი თქვან იმ საქონელზე, რომელსაც ცნობილი ებრაელი მანეკენი, ლეონარდო დი კაპრიოს საცოლე ბარ რაფაელი უწევს რეკლამირებას. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი იმავდროულად ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი “თავის ამრიდებელია”.
როგორც მოგეხსენებათ, ისრაელში სამხედრო სამსახური გოგონებისთვისაც სავალდებულოა და ერთ წელიწადსა და ცხრა თვეს მსახურობას გულისხმობს. თავის დროზე კი ბარ რაფაელიმ, ყაზარმაში გამგზავრება რომ აეცილებინა თავიდან, შორეულ ნათესავთან ფიქტიური ქორწინება გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებას ორ კვირაში განქორწინებაც მოჰყვა, რაფაელიმ კანონით მიიღო სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების ცნობა.
- ჩვენი კანონები არასრულყოფილია, რითაც ისარგებლა კიდეც მოდელმა, - დააზუსტა გენერალმა.