ეგვიპტის უშიშროების სამსახურმა ხუთი მიწისქვეშა გვირაბი გაანადგურა, რომლებსაც კონტრაბანდისტები ღაზას სექტორში იარაღის შესატანად იყენებდნენ, იტყობინება ქვეყნის შსს-ს წარმომადგენელი.
პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.
ეგვიპტისა და ისრაელის ხელისუფლებათა წარმომადგენლები გამუდმებით მუშაობენ კონტრაბანდისტთა მიწისქვეშა გვირაბების აღმოჩენისა და განადგურების მიზნით, თუმცა ღაზას სექტორში არალეგალური იარაღის ნაკადი ამით არ მცირდება.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.