ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
გერმანელი ექსპერტის სკანდალური განცხადება!

ჰეიდი ტალიავინის კომისიის წევრმა ოტო ლუხტერხანდტმა გაზეთ "სტანდარტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ახლო მომავალში საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სხვა სახელმწიფოთა მიერ აღიარებას. მეტიც, ის ამტკიცებს, რომ - აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთში მისი ინტეგრაციის პროცესს შეანელებს და დაძაბულობის შემცირებასაც შეუწყობს ხელს.
ოტო ლუხტერხანდტი საერთაშორისო სამართლისა და ევროპის სახელმწიფოთა მართლწესრიგის ექსპერტი და ჰამბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპის სამართლის კათედრის ხელმძღვანელია. ის არასდროს გამოირჩეოდა პროქართული პოზიციით, მეტიც, მისი შეფასებები ჩვენი ქვეყნის მიმართ ხშირ შემთხვევაში არაობიექტური და მკაცრია ხოლმე.

რა ახალი რეალობა შექმნა ტალიავინის კომისიის დასკვნამ?
"ოპოზიციურ ფლანგზე შეიქმნება ახალი კოალიცია, რომელსაც პირობითად "შეურიგებელთა კოალიცია ერქმევა", ამ იდეას მხარს უჭერს ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა და საზოგადო მოღვაწე. კოალიციაში არ ვაპირებთ ლიდერის გამოკვეთას, ჩვენ ერთობლივად უნდა შევძლოთ აქტიური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს განვაგრძობ და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში კოორდინირებას შევძლებთ," - განაცხადა პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, რომელთან ინტერვიუ ტალიავინის კომისიის დასკვნის შედეგებზე საუბრით დავიწყეთ.

- სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ტალიავინის დასკვნამ ახალი რეალობა შექმნა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მსოფლიოში. ამის დასტურია ის განცხადებაც, რომელიც ამ დღეებში გააკეთა ჰეიდი ტალიავინის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, გერმანელმა ექსპერტმა ოტო ლუხტერხანდტმა. მან განაცხადა, რომ ევროპული სახელმწიფოების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა დააჩქარებს დაძაბულობის განმუხტვას ჩვენს რეგიონში. ეს ძალიან ცუდი ნიშანია. ამ დასკვნის გამოქვეყნებისთანავე ვთქვი, კომისიის იმ შეფასებას, რომ ომს ბიძგი მისცა სააკაშვილის მიერ ცხინვალზე განხორციელებულმა თავდასხმამ, მოჰყვებოდა საქართველოსთვის მეტად მძიმე პროცესები. დღეს უკვე რეალურია საფრთხე, ასეთი მოსაზრება ხშირად გაისმის ევროპაში, რასაც, თავის მხრივ, რიგი სახელმწიფოების მიერ, შესაძლოა, მოჰყვეს ჩვენი რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. ამ საფრთხეს კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენი ხელისუფლების სრულიად შეუსაბამო რეაქცია. სააკაშვილის ხელისუფლება არც ისეთი უგუნურია, რომ ვერ ხვდებოდეს, რა ხდება რეალურად. ეს სააკაშვილს სახეზე ეტყობა. ცდილობს, მკლავებდაკაპიწებულმა გვაჩვენოს, როგორ შენდება თურმე ქვეყანა, მაგრამ ვიმეორებ, მის ამ უგუნურ საქციელშიც კი იკითხება, რომ მშვენივრად იცის, რა უბედურებაშიც ჩააგდო ქვეყანა. ყველაფერი, რასაც ტელეეკრანებზე ვხედავთ, ხელისუფლების თამაშია, თამაში იმისთვის, რომ გადაიფაროს ტალიავინის დასკვნა. ამას ემსახურებოდა პრეზიდენტის სრულიად მოულოდნელი სტუმრობა პარლამენტში და რაღაც ლიბერალური ეკონომიკის შესახებ განცხადებების გაკეთება. ხელისუფლებას ძალიან კარგი პიარმრჩევლები ჰყავს, მაგრამ ქვეყანა პიარით რომ იმართებოდეს, მაშინ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მმართველობა გადაეცემოდა პიარკომპანიებს და პოლიტიკოსები საჭირო აღარ იქნებოდნენ. ჩვენს ქვეყანას რეალურად მართავს საზღვარგარეთ დაქირავებული, მრავალმილიონიანი ანაზღაურების მქონე რამდენიმე პიარკომპანია, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან ამოღებულ ფულს უხდის. ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ამ კომპანიების მიერ დაწერილი სტრატეგიაა იმისთვის, რომ გადაფარონ ქვეყანაში რეალურად არსებული პრობლემები და ხალხი ბურუსში ამყოფონ. აღშფოთებული ვარ, როგორი თავხედობით ცდილობს ჩვენი ხელისუფლება ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვას. დარწმუნებული ვარ, მიზანს ვერ მიაღწევენ, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შედეგს იღებენ ხოლმე.

- პრეზიდენტი ამბობს, რომ კმაყოფილია ტალიავინის კომისიის დასკვნით...
- თავდაპირველად ხელისუფლება თითქოს აკრიტიკებდა ტალიავინის დასკვნას და აცხადებდა, რომ ეჭვქვეშ აყენებდა ამ დასკვნის ობიექტურობას, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ტალიავინის დასკვნის პირდაპირი კრიტიკით საზოგადოებაში გაჩნდებოდა სერიოზული ეჭვები, ხალხი დაინტერესდებოდა, რეალურად რაში იყო საქმე. ამიტომაც მიმართეს საინტერესო ხრიკს, გამოაცხადეს, რომ აღფრთოვანებულები არიან ტალიავინის დასკვნის ობიექტურობით. მიაქციეთ ყურადღება: ამ დასკვნით რუსებიც აღფრთოვანებულები არიან, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი მათ მიმართაც საკმაოდ კრიტიკულია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც რუსეთია გაკრიტიკებული და არაფერს ამბობენ იმ ნაწილზე, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საომარი მოქმედება მოჰყვა სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვას. ეს მძიმე ვერდიქტია ქვეყნისთვის. პრობლემა არის ისიც, რომ ხელისუფლება არ აკეთებს დასკვნებს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის, რა წერია ტალიავინის დასკვნაში. სააკაშვილმა ვერაფერი ისწავლა, ვერც ამ ერთწლიანი პერიოდიდან და ვერც ამ დასკვნიდან. კაცი ამბობს, რომ დღესაც იმავეს გააკეთებდა და ამაყობს იმ ბრძანებით, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს გასცა. ეს არის ხელისუფლება, რომელიც თავის გამოგონილ ტყუილებს თვითონვე იჯერებს. ჰგონიათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი გადასარევადაა, ტალიავინის დასკვნაში საგანგაშო არაფერია, ქვეყანას არ ემუქრება იზოლაცია, ხვალაც შეუძლიათ იგივე გაიმეორეონ და ომი მოიგონ. ადამიანებო, დაფიქრდით, საფრთხეში ვართ! ხვალ ან ამაღამ სააკაშვილი კიდევ რისი დაბომბვის ბრძანებას გასცემს, არავინ იცის. შეიძლება ქვეყანა ისე დაგვეშალოს, რომ 2013 წელს საერთოდ არ დაგვჭირდეს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, უბრალოდ, ავდგეთ და ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე ტენდერი გამოვაცხადოთ.

- ასეთ ვითარებაში რას აპირებს ოპოზიცია?
- ჩემთვის ტალიავინის დასკვნა მოულოდნელი არ ყოფილა, მშვენივრად ვიცოდი, ვინ გაისროლა ცხინვალში პირველად. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველანაირი ეპითეტით მამკობდა, აქამდე არასდროს მითქვამს, რომ პირველებმა ჩვენ გავისროლეთ. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გავჩუმდი. თუმცა ასეთი აქტიურობითა და რადიკალურობით იმიტომ ვიბრძოდი ხელისუფლების შეცვლისთვის, რომ დარწმუნებული ვარ, ამ ხელისუფლების პირობებში არათუ რუსეთთან მოგვარდება ურთიერთობა, არამედ აფხაზებთან და ოსებთან ვერ მოვაგვარებთ პრობლემებს. მეტიც, ჩვენ გაგვიფუჭდება ურთიერთობა დასავლეთთან, ამის ნიშნები აშკარად შეინიშნება. ჩვენი პრეზიდენტი, პრაქტიკულად, იზოლაციაშია, კაცი თითქმის სულ თვითმფრინავში ზის, აეროპორტიდან აეროპორტში დადის, მაგრამ გადაავლეთ თვალი ამ ვოიაჟებს და ნახავთ, რამდენი ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა სინამდვილეში და რამდენ პრეზიდენტს შეხვდა?! კიდევ უფრო აქტიურად ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანა შეიძლება კატასტროფულ ვითარებაში აღმოჩნდეს და უმართავი პროცესები დაიწყოს. არ ვაპირებ შევეგუო არც ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას, არც დამატებითი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეს, არც ამდენი უსინდისო ტყუილის დაჯერებას.

- თუმცა ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ დიალოგით, შესაძლოა, ხელისუფლებამ უფრო მეტი რამ დათმოს.
- მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ დიალოგით რაღაც დათმო.

- მაშინ ოპოზიციის ამ ნაწილის ოპტიმიზმი რით აიხსნება?
- არ ვიცი. საფუძველი არ მაქვს იმის სათქმელად, რომ ეს გარიგებაა, მაგრამ შეიძლება ეს იყოს პოლიტიკური გამოუცდელობა და ერთგვარი რომანტიზმი. პრეზიდენტი, რომელიც ტალიავინის დასკვნაზე ამბობს, ეს საქართველოს დიპლომატიური გამარჯვებააო. ვინმეს რამეს დაუთმობს? სააკაშვილი დაუშვებს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და თბილისის მერის არჩევნები ხელისუფლებამ წააგოს?! ამ კაცმა რუსეთთან ომში დამარცხება არ აღიარა და არჩევნებზე იტყვის, წავაგეო?! თუ არჩევნებზე იმიტომ უნდა წავიდეთ, რომ მერე 2003 წლის ნოემბრის მსგავსად რევოლუცია მოვახდინოთ, შეიძლება ესეც ბრძოლის ერთ-ერთი გზა გახდეს, მაგრამ მანამდე, ამ ცხრა თვეში შეიძლება ძალიან ბევრი რამ გაფუჭდეს.

- ანუ თქვენი არჩევანი კვლავ ქუჩის აქციები და მეტი რადიკალიზმია?
- ჩვენი არჩევანი პროტესტის მშვიდობიანი გზაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას დავანახვოთ, რა ხდება ქვეყანაში რეალურად, ვაჩვენოთ, რომ სააკაშვილი საფრთხეს მარტო საქართველოს კი არა, მის სტრატეგიულ პარტნიორებსაც უქმნის. ყველა მოედანზე უნდა ვიბრძოლოთ. ამ ბრძოლაში მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს ქუჩის საპროტესტო აქციებიც. სააკაშვილი უნდა ვაიძულოთ, გადადგეს. ეს არ არის აკვიატება, არც ის, რომ ვინმეს ეჩქარება ხელისუფლებაში მოსვლა, ხალხო, ქვეყანა დაღუპვის პირას არის! ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. თუ სააკაშვილი 2013 წლამდე დარჩა, ამ ქვეყნიდან რა დარჩება, არავინ იცის, რადგან მისთვის მთავარია, ავლაბრის რეზიდენციაში იჯდეს, დანარჩენი საქართველო ნაკლებად აინტერესებს. ცდილობს, საერთოდ დაგვავიწყოს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. თუ ის 2013 წლამდე დარჩა ხელისუფლებაში, ეს ქვეყანა ავტოკრატული კი არა, დიქტატორული გახდება და ყველა სტრატეგიულ პარტნიორს დაკარგავს. მერე კი სააკაშვილი შეიძლება კიდევ ოც წელიწადს დარჩეს ხელისუფლებაში.

- ბევრი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართაც სერიოზული ნიჰილიზმი გაჩნდა.
- საზოგადოებაში ნამდვილად არის იმედგაცრუება. ხალხი ელოდა, რომ გაზაფხულის აქციები სააკაშვილის გადადგომით დასრულდებოდა. ჩვენ დავუშვით შეცდომები, რომლის გაანალიზებასაც ვცდილობთ, მომავალში რომ აღარ გავიმეოროთ მსგავსი ხარვეზები. ამ სრულიად უსირცხვილო და უპასუხისმგებლო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ცივილიზებული მეთოდები არ ჭრის. ნებისმიერი, ოდნავი სინდისისა და გონიერების მქონე ხელისუფალი ადგებოდა და შარშან სექტემბერში გადადგებოდა, ან გაზაფხულზე მაინც იტყოდა უარს ძალაუფლებაზე. მაგრამ მათ არაფრის რცხვენიათ, ერთადერთი, რაც აწუხებთ, უკანონოდ ნაშოვნი მილიონების შენარჩუნებაა. კორუფცია არასდროს ყვაოდა ისე, როგორც დღეს და მასში სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვაა ჩართული. სხვაზე განუწყვეტლივ ლაპარაკით სწორედ საკუთარი დანაშაულის გადაფარვას ცდილობენ. მოკლედ, დღეს ხალხი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად არ წავა, რევოლუცია და დაპირისპირება კი არავის სურს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მოვძებნოთ კონსტიტუციური ხერხები და სააკაშვილი ვაიძულოთ, გადადგეს, რაც შესაძლებელია და ეს საზოგადოებამაც უნდა ირწმუნოს.

ნათია დოლიძე

”ყველა სიახლე”

მასალების გამოყენების პირობები

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja