ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
გიორგი კვინიტაძე 1874–1970

«კოჯრის თავზე დაფლეთილი თეთრი დროშა ფრიალებდა,
კვინიტაძის ზარბაზნები ისროდა და ღრიალებდა»...

გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე (ჩიქოვანი)-გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, პირველი ქართული სამხედრო სასწავლებლის–კადეტთა კორპუსის დამაარსებელი.
დაიბადა დაღესტანში 1874 წელს. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს ოფიცრის ჩინით დაიწყო სამხედრო სამსახური ვლადიკავკაზში. 1904 წელს თავისი სურვილით მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914–1918) დროს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე–4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. არზრუმის ციხის აღებისას გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა წმ.გიორგის ორდენით, მიენიჭა გენერალ–მაიორის წოდება.
1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საქართველოში დაბრუნდა და ხელმძღვანელობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, იყო ქართული არმიის მთავარსარდალი. მეთაურობდა ქართულ ჯარს თურქეთის (1919), სომხეთის (1918), წითელი არმიის (1921) წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გიორგი კვინიტაძემ დაარსა თბილისის სამხედრო სასწავლებელი, რომელიც საკმაოდ პრესტიჟული სასწავლებელი გახდა. სამხედრო სასწავლებელში ახალგაზრდა ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად სწავლობდნენ უძველესი და გამოჩენილი გვარის შვილებიც. ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს სამეგრელოს მთავართა შთამომავალი მიხეილ დადიანი.
გენ. კვინიტაძე ძალ–ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი თუმცა სამწუხაროდ, მის ძალისხმევას ზერელედ უყურებდა იმდროინდელი ხელისუფლება. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ დატოვა საქართველო. მას გაჰყვნენ გადარჩენილი იუნკრებიც, რომლებსაც თავი არ დაუზოგავთ სამშობლოს დასაცავად. უცხოეთში ეს ახალგაზრდები მარტონი აღმოჩნდნენ, მთავრობამ თითქოს დაივიწყა მათი არსებობა. მხოლოდ გენერალმა კვინიტაძემ, აგრეთვე, გენერალმა ალექსანდრე ჩხეიძემ - მათმა მასწავლებლებმა არ მიატოვეს ისინი. უპატრონეს, უშუამდგომლეს პოლონეთის მეთაურთან, იოზეფ პილსუდსკისთან, რომელმაც იუნკერთა დიდი ნაწილი თავისი ქვეყნის არმიაში გაიწვია. გენერალ კვინიტაძის აღზრდილი მხედრები, რომელთაგან ზოგმა გენერლობას მიაღწია, ხშირად უგზავნიდნენ მას წერილებს.
იუნკერი ვალიკო ხელაძე წერდა თავის გენერალს (ეს წერილი კვინიტაძის არქივში ინახება): «ბატონო ღენერალო, თქვენ იწერებით, რომ «არ გავიწყდებიო». აბა, როგორ შემიძლია დავივიწყო სამაგალითო პირველი სამხედრო სკოლის უფროსი, რომელმაც სკოლას ნამდვილი ქართული, მაგარი საფუძველი დაუდო და ასეთ მოკლე ხანში წარჩინებული რეზულტატი მიიღო? სამხედრო სკოლა თქვენ, ბატონო ღენერალო, უმაღლეს ნიადაგზე დააყენეთ და ეს თქვენი შრომის ნაყოფია, რომ სკოლამ საისტორიო რეზულტატს მიაღწია. სადაც არ უნდა ვიყო, არ შემიძლია დავივიწყო ისეთი სამაგალითო მთავარსარდალი, რომელმაც ისეთ პირობებში (მომაგონდა გვარდიები) მტერს ხანგრძლიურათ ეომა, მთავრობა და ბევრი სხვა ვინმე ტყვეობიდან გადაარჩინა. მაგრამ საზღვარგარეთ სწორეთ მთავრობამ ის გმირი მთავარსარდალი დაივიწყა. მე ბედნიერად ვგრძნობ თავს, როგორც თქვენს მიერ დაარსებული სამხედრო სკოლის იუნკერი (ვიყავი და მუდამ დავრჩები)».
გამოცდილი მხედართმთავარი, ღირსეული მეომარი, საქართველოს ერთგული შვილი, გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. მას, სამწუხაროდ, სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსა. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა გამოაქვეყნა გ. კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე (МОИ ВОСПОМИНАНИЯ В ГОДЫ НЕЗАВИСИМОСТИ 1917-1921).

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja