|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
გმირთა მონუმენტი |
|
|
გმირთა მონუმენტი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გმირთა მოედანზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სახელობის – “გმირთა მონუმენტი” გახსნა. მონუმენტის გახსნის ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი დევი ჭანკოტაძე, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და გარდაცვლილთა ოჯახების წევრები დაესწრნენ. მემორიალი 1921 წელს დაღუპული იუნკერების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, 1992-93 წლებში აფხაზეთში და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. "აქ არის 4000 გმირის სახელი. აქ არის ბევრი ცარიელი ადგილი და ვისურვებდი, რომ აქ გვარები არ დაემატოს, მაგრამ თუ გვინდა, რომ არსებობდეს საქართველო, ყველანი უნდა ვიყოთ მზად, ჩავიცვათ ეს ფორმა; უნდა ვიყოთ მზად, გადამწყვეტ მომენტში ავიღოთ ხელში იარაღი და ყველანი უნდა ვიყოთ მზად, დავეცეთ ჩვენს მიწაზე და ჩვენი სახელები დაეწეროს მონუმენტის ცარიელ ადგილებზე," განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური კაფსულა გმირების სახელების აღმნიშვნელი წარწერებით, მონუმენტთან პირადად მოათავსა. მონუმენტის გახსნის ცერემონიაზე მისულმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სწორედ ამ გმირების დამსახურებაა საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს რომ აღნიშნავს, – „ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ დღენიადაგ გვახსოვდეს ეს ბიჭები. მე მინდა ვთქვა, რომ აქ არიან როგორც 2008 წლის აგვისტოში დაღუპული გმირები, ისე 90-იან წლებსა და უფრო ადრინდელ დროს დაღუპული ჩვენი მეომრები. სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებელია და ადგას განვითარების გზას,“ განუცხადა ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიამ. „გმირთა მონუმენტი“ ესპანელმა დიზაინერმა ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა. მისი შექმნის იდეა კი საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |