ირანის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა ბირთვული ობიექტების დაცვის ხერხებზე მუშაობს
ირანი აცხადებს, რომ მტრის თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო დარტყმას განახორციელებს. ამგვარი სიტყვებით დაიწყო ქვეყანამ ხუთდღიანი სამხედრო მანევრები, რომელთა ფარგლებშიც იმ ზომების შემუშავება მიმდინარეობს, რომლებსაც ირანი მის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში მიმართავს.
ირანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრიგადის ხელმძღვანელმა გენერალმა, ახმად მიგანიმ განაცხადა, რომ სწავლების მიზანი, რომელივ 600 ათას კვ.მ-ის მოედანზე მიმდინარეობს, - ის არის, რომ მტრების მხრიდან საჰაერო დაზვერვა და თავდასხმა არ განხორციელდეს. წვრთნების მიზანია ასევე სხვადასხვა სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო ურთიერთმოქმედების სრულყოფა.