ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
კავკასიური ერთობა - საფრთხე თუ შანსი?

"რუსეთის ჯარები ჩრდილოეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციისთვის ემზადებიან"
დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით შეპყრობილი კავკასიელი ერები საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას ითხოვენ. რუსეთში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყოფილმა გენერალურმა წარმომადგენელმა, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორმა, მაირბეკ ვაჩაგაევმა ჩრდილოეთ კავკასიისთვის დასაყრდენ ცენტრად თბილისის გადაქცევის ინიციატივა წამოაყენა, მაგრამ ამ ინიციატივას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.

მოგვიანებით, "იმრატ კავკაზის" საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის დირექტორმა, მოვლადი უდუგოვმა ერთ-ერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტს უთხრა: თბილისი რუსეთის ზეწოლას ვერ უძლებს და იმის მაგივრად, რომ რეალურად დაეხმაროს მტრის მტერს, ბლოკავს მოჯაჰედების ნებისმიერ მცდელობას - გამოიყენონ "ქართული ზურგი", - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი თავხედურად მიისაკუთრაო.

მსგავსი განცხადებების გავრცელება, ბოევიკებად წოდებულმა კავკასიელმა მებრძოლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა კატეგორიულად განაცხადა - კავკასიაში მყოფი ბოევიკების დაუნდობელი და მეთოდური განადგურება შეუქცევადი უნდა გახდესო. რა მეთოდებით აპირებს მოსკოვი კავკასიელი მებრძოლების განადგურებას და რატომ იკავებს თავს ჩვენი ქვეყანა საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ბოევიკებთან თანამშრომლობისგან? - ამ საკითხებზე ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ირაკლი სესიაშვილი და ექსპერტი კავკასიურ საკითხებში მამუკა არეშიძე გვესაუბრებიან.

- ბატონო მამუკა, რით არის განპირობებული "ჩრდილოკავკასიური მოძრაობების" ბოლოდროინდელი გააქტიურება?
- ის, რაც ახლა ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება, რუსეთის მცდარი და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია. რუსეთი რეგიონებს მის მიერვე გაძლიერებული კლანების საშუალებით მართავს. ძალასა და კორუფციაზე დამყარებული მმართველობა კი საზოგადოებაში ლოგიკურად იწვევს წინააღმდეგობის გაძლიერებას. უბედურება ის არის, რომ მოსკოვი ცდილობს, ზუსტად ასეთივე პოლიტიკა აწარმოოს სამხრეთ კავკასიაშიც - ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიც.

- რატომ არ ცდილობს თბილისი, რომ კავკასიაში დღეს არსებული ვითარება მოსკოვის წინააღმდეგ გამოიყენოს?
- კავკასიური ერთობა ძალზე მნიშვნელოვანია. სად იყვნენ რუსები, როდესაც ბიზანტიელები, თურქები, ირანელები კავკასიელ ხალხს ერთმანეთთან გვაპირისპირებდნენ და ამგვარად გვებრძოდნენ?! ამ ისტორიული გაკვეთილებიდან გამომდინარე, ერთი მარტივი დასკვნის გამოტანა შეიძლება: რადგან საერთო მტრები ერთმანეთთან ჩვენს დაპირისპირებას ასე ცდილობდნენ, ე.ი. ერთად დიდ ძალას წარმოვადგენთ. თუმცა დღევანდელი რეალობა ცოტა სხვაგვარია..

ჯერ ერთი, თბილისის ნებისმიერი მცდელობა - გახდეს ჩრდილოეთ კავკასიის დასაყრდენი - მოსკოვის კონტრზომებს გამოიწვევს. გარდა ამისა, საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი დონის პოლიტიკური ჯგუფი ან სპეცსამსახური, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს კარგად იცნობს; ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხებთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვთ, ექსპერტებიც ზოგად დასკვნებს აკეთებენ. აქედან გამომდინარე, ამ თემით მანიპულირება ჩვენთვის ძალიან სახიფათოა.

- უმთავრესად, რა საფრთხეებს გულისხმობთ?
- საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთის ფედერალური ჯარებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლთა 90% - ისლამისტია და მათი მიზანი მხოლოდ თავისუფლება კი არა, მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით ისლამური სახელმწიფოს შექმნაა. ნაციონალისტები ანუ დუდაევის გზის გამგრძელებლები, რომლებიც მხოლოდ თავისუფლებისთვის იბრძვიან, მხოლოდ 5 თუ 6%-ს წარმოადგენენ.

ირაკლი სესიაშვილი:
- მივესალმები კავკასიელების აზრს იმის შესახებ, რომ თბილისი შესაძლოა, ჩრდილოეთ კავკასიისთვის დასაყრდენად და ცენტრად მოიაზრებოდეს. ეს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. რუსეთის განსაკუთრებული სურვილი - საქართველოში სამხედრო ბაზები ჰქონდეს და კონფლიქტურ რეგიონებში კონტროლი შეინარჩუნოს - ნაწილობრივ უკავშირდება კიდეც შიშს, რომ საქართველოს წყალობით, ჩრდილოკავკასიურ მოძრაობებს ზურგი არ გამოუჩნდება. ეს სერიოზული ფაქტორია და ამით გარკვეულწილად, რუსებთან ვაჭრობაც კი შეიძლება.

ამავე დროს, დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენი ქვეყანა ცდილობს, დემოკრატიული სამყაროს ნაწილი იყოს, ამიტომაც თავს იკავებს საერთო მტრის წინააღმდეგ კავკასიელ მებრძოლებთან (მათ ბოევიკებს არ დავარქმევდი) თანამშრომლობისგან. რუსეთმა საქართველოს ეს გადაწყვეტილება შესაბამისად უნდა დააფასოს. წინააღმდეგ შემთხვევაში - ანუ თუკი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გაგრძელდა, - არ არის გამორიცხული, რომ საერთო მტერთან ერთიანი მოქმედების სცენარების განხილვაც დადგეს დღის წესრიგში. პირადად მე წინააღმდეგი ვარ ბრძოლის იმ ფორმებისა, რომელსაც ბოევიკები რუსების წინააღმდეგ იყენებენ.

მართალია, სწორედ მოსკოვი აფინანსებდა სეპარატისტებს აფხაზეთსა და ცხინვალში, მაგრამ ჩვენც ასე ხომ არ მოვიქცევით?! ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაშიც და ტერორიზმის მხარდაჭერაშიც დაგვადანაშაულონ. ამიტომ ჯერჯერობით აჯობებს, თავისუფლებისთვის მებრძოლ კავკასიელებს მხოლოდ ჟურნალისტების მიერ გაკეთებული განცხადებებითა და კონფერენციების ჩატარებით დავუჭიროთ მხარი.

- მედვედევის განცხადება - კავკასიელი ბოევიკების განადგურების შესახებ რისი მიმანიშნებელი უნდა იყოს?
- ეს განცხადება იმის მიმანიშნებელია, რომ რუსეთის ფედერალური ჯარები ჩრდილოეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციისთვის ემზადებიან. რუსეთის ხელისუფლება ძალზე შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ კავკასიელი მებრძოლების ნაწილმა გაერთიანება და საკუთარი ძალების კოორდინირება მოახერხა.

- თქვენი აზრით, ამ სპეცოპერაციის შედეგად, რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში კონტროლის გაძლიერებას შეძლებს?
- არა მგონია, რუსეთის ფედერალურმა ჯარებმა ამ ეტაპზე სერიოზული კონტროლის დამყარება შეძლონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მედვედევისა და პუტინის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რუსი ხალხი საკუთარ წარმატებაში დაარწმუნონ. ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია მანამდე არ დალაგდება, სანამ რუსეთი ძალადობრივ პოლიტიკას არ შეცვლის.

- როგორ ფიქრობთ - კავკასიელთა ინიციატივას, თავი დაიხსნან რუსული იმპერიალიზმისგან, აფხაზები და ოსები რატომ არ იზიარებენ?
მამუკა არეშიძე:
- არც ყაბარდოელები იკლავენ თავს რუსეთთან ბრძოლით... საქმე ის გახლავთ, რომ მათ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ტრადიცია არა აქვთ. ამას ისევ ისინი სჩადიან, ვინც XVIII საუკუნეში იბრძოდნენ: დაღესტნელები, ჩეჩნები და ინგუშები. ზოგიერთ კავკასიურ რესპუბლიკაში რუსეთმა ისეთი ხელისუფლების შექმნა მოახერხა, რომელიც ნებისმიერ წინააღმდეგობას ჩანასახშივე თრგუნავდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო ჩეჩნეთში: როდესაც იქ წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყო, ხალხს სახელმწიფო მეთაური - დუდაევი ჩაუდგა სათავეში.

- რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, აფხაზი საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ რუსეთის ხელისუფლების მიმართ ბოლო დროს გაკეთებული კრიტიკული განცხადებები უფრო აქტიურ მოძრაობაში გადაიზარდოს?
- აფხაზეთში რუსეთის მიმართ გარკვეული კრიტიკული განცხადებები ნამდვილად კეთდება, მაგრამ ადგილობრივი ოპოზიცია და ხელისუფლება ჯერჯერობით თავიდან ბოლომდე, მოსკოვზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს, აფხაზებმა გააცნობიერეს ის საფრთხეები, რომლებიც მათ წინაშე დგას. თუ დღეს არსებული სიტუაცია არ შეიცვალა, გარწმუნებთ - 12 ან 15 წელიწადში ისე ცოტანი დარჩებიან, რომ "სამუზეუმო ექსპონატებად" გადაიქცევიან. დღეს რუსეთი აფხაზეთში ისე იქცევა, როგორც დამპყრობელი დაპყრობილ ქვეყანაში. მართალია, ხალხს არ ხოცავენ, მაგრამ სხვა მხრივ, ყველანაირად ავიწროებენ. სულ რამდენიმე წელიწადში ალბათ, საკუთარი პრეზიდენტის არჩევის უფლებასაც არ მისცემენ.

- ამერიკელი სენატორების მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღება კავკასიაში სტაბილურობას უზრუნველყოფს და მაკქეინის ვიზიტი რამდენად გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა კავკასიაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდეს და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების გაკონტროლებაც შეძლოს?
- ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს შეიარაღება შეიძლება, კავკასიაში მშვიდობის გარანტად იქცეს. პირიქით, ამ მიმართულებით ჩვენი გაძლიერება რუსეთის აგრესიულ ქმედებას იწვევს. არც მაკქეინის ჩამოსვლას ვუყურებ დიდი იმედით. მართალია, მისი პარტიის წარმომადგენელი - ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის ხელისუფლების პოზიცია ბოლო დროს საქართველოს მიმართ ბევრად უფრო მოზომილია, ვიდრე ეს ბუშის დროს იყო. თუ ნატოს ახალ კონცეფციასაც გავითვალისწინებთ, სადაც ცენტრალური ადგილი უჭირავს ავღანეთის პრობლემას და არა კავკასიას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონისგან რეალური მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა გვქონდეს.

ირაკლი სესიაშვილი:
- ვაშინგტონი საქართველოს შეიარაღებაზე აქცენტს იმისთვის აკეთებს, რათა კავკასიაში დღეს არსებული ძალთა ბალანსი მაინც არ დაირღვეს. ამ ეტაპზე საქართველოს, კავკასიის მთავარ მოთამაშედ მიჩნევა ნაადრევია. უნდა ვაღიაროთ, რომ ის გავლენა და პოზიციაც კი დავკარგეთ, რომელიც აგვისტოს ომამდე გვქონდა. მაკქეინის საქართველოში ვიზიტს დადებით ფაქტად მივიჩნევ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი მეგაპოლიტიკოსი ჩამოდის. მის მიერ გაკეთებული განცხადებებიც იმედს მაძლევს.

სხვა თუ არაფერი, პასუხისმგებლობას მაინც იღებს სააკაშვილის ხელისუფლებაზე... გაირკვა ისიც, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიის დაბალი ხარისხი შეერთებულ შტატებს სერიოზულად აწუხებს, მაგრამ ამ ვითარებაშიც კი არ უნდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც პარტნიორის დაკარგვა და ცდილობს, დემოკრატიის განვითარებას შეუწყოს ხელი...

ხათუნა ბახტურიძე
ჟურნალი ”გზა”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja