|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
კორეულმა გემებმა საზღვაო საზღვარზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს |
|
|
“ The Wall Street Journal ”ფხენიანსა და სეულს შორის დასავლეთის ზღვის საზღვართან დაკავშირებულ დავას ეხმიანება. მეზობელი ქვეყნების გემებმა ერთმანეთს საზღვაო საზღვარზე ცეცხლი გაუხსნეს. ჩრდილოეთ კორეის საპატრულო კატარღამ დასავლეთის ზღვის სადაო საზღვარი გადაკვეთა, რასაც სამხრეთ კორეული გემიდან გამაფრთხილებელი სროლა მოყვა. ჩრდილოეთ კორეულმა გემმა უკან დახევის ნაცვლად საპასუხო სროლა ატეხა, რამაც სამხრეთ კორეელი მესაზღვრეები აიძულა გემი საკუთარ ტერიტორიულ წყლებამდე სროლით უკუეგდოთ. სამხრეთ კორეელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, უკან დახევამდე ჩრდილოეთ კორეულმა გემმა დიდი ზარალი განიცადა. ქვეყნის გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეის მხარეს მსხვერპლი არ ყოფილა. ფხენიანმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეამ ბრალი დასდო მეზობელ ქვეყანას მის ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში და საპასუხო ზომების მიღებითაც დაემუქრა. აზიის ორ ქვეყანას შორის დასავლეთის ზღვასთან დაკავშირებული დავა უკვე 50 წელია გრძელდება. დაპირისპირება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე მოხდა, რომლის შესახებაც ფხენიანი და ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |