ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
კრემლი თავისი ჭეშმარიტი ზრახვების პრაქტიკულ რეალიზაციაზე გადავიდა

კრემლი თავისი ჭეშმარიტი ზრახვების პრაქტიკულ რეალიზაციაზე გადავიდა, - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული მხარი განცხადებას აფხაზეთის სანაპიროსთან 7 დეკემბრისთვის სამი რუსული სასაზღვრო კატერის განთავსების შესახებ.

"რუსეთი ზრდის სამხედრო პოტენციალს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რითაც კიდევ ერთხელ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აფხაზეთის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლეგ ფროლოვის განცხადებით, სასაზღვრო კატარღები განთავსებული იქნებიან ოჩამჩირეში.

მათი მიზანია "რესპუბლიკის საზღვაო საზღვრის დაცვა". ფროლოვს შევახსენებთ, რომ საერთაშორისო სამართალი არ იცნობს ცნებას "აფხაზეთის ტერიტორიული წყლები" ან "აფხაზეთის საზღვაო სივრცე". აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის ეს ქმედება კვალიფიცირდება, როგორც მეკობრეობა და მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო სამხედრო კონტინგენტის გაძლიერებას", - ნათქვამია ქართული მხარის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სასაზღვრო დაცვის კატარღების ოჩამჩირის საზღვაო აკვატორიაში განთავსება კიდევ უფრო ზრდის რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციების საშიშროებას. ეს ქმედება საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ მთელ შავი ზღვის რეგიონსა და მის მიმდებარე ქვეყნებში.

ოჩამჩირესთან "სობოლისა" და "მანგუსის პროექტების" კატერების განთავსების შესახებ განცხადება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აფხაზეთის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ოლეგ ფროლოვმა 4 დეკემბერს გააკეთა.

მისი განმარტებით, კატარღები საზღვაო საზღვრების დაცვის დივიზიონს ეკუთვნის. აღნიშნული კატერები ოჩამჩირის პორტში იქნებიან ბაზირებულნი.
"რუსული სასაზღვრო კატერების ამოქმედება აფხაზეთის პორტებისკენ მიმავალი გემების უსაფრთხოებას და რესპუბლიკის საზღვაო საზღვრების დაცვას უზრუნველყოფს", - აღნიშნა ფროლოვმა.
ოჩამჩირეში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აფხაზეთის სამმართველოს საზღვაო ბაზის შექმნა იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja