‘’ყველა პუტინის წინააღმდეგ ‘’ამ სახელწოდების აქცია მსოფლიოს 18 ქვეყანაში 27 ნოემბერს, გრინვიჩის დროით 16 საათზე ერთდროულად დაიწყება. აქციები , რომელშიც მონაწილეობას ქართული დიასპორის წარმომადგენლების გარდა სხვა ეროვნების ადამიანები მიიღებენ, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს ინიციატივით გაიმართება. ამასთან ქართული სათვისტომო საფრანგეთში რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს აპროტესტებს. საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანების აქციას ხვალ საქართველოშიც შეუერთდებიან. აქცია თბილისში თამარაშვილის ქუჩა #15ა სამინისტროს ეზოში 17 საათზე გაიმართება.