ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ლუგარი ნატო-ს მოუწოდებს არ დაარღვიოს რუსეთ–საქართველოს უსაფრთხოების ბალანსი

ჯოშ როგინი

იცით იმ მაღალჩინოსანი რესპუბლიკელი კანონმდებლების სია, რომლებიც რუსეთისთვის საფრანგეთის სამხედრო ხომალდის ”მისტრალი”-ს მიყიდვას ეწინააღმდეგებიან? თუკი იცით, მაშინ მაგ სიას ინდიანას შტატის სენატორის, რიჩარდ ლუგარის გვარიც დაუმატეთ

ლუგარმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტიდან, სამშაბათს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნატო-ს მოუწოდებს, საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების კოორდინაციის ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს - იმ პროექტის კულმინაცია, რომელშიც ოქტომბრის ბოლოს თბილისში ვიზიტიც შედიოდა. ანგარიშში წარმოდგენილი დასკვნები მკაცრ ტერმინებში აღწერს ლუგარის მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ როგორ ცხოვრობს საქართველო რუსული ინტერვენციიდან ერთი წლის შემდეგ.

”რუსული დიპლომატიის ზეწოლამ, ასევე მუქარებმა კომერციული კავშირების გაწყვეტაზე იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც საქართველოს თავდაცვის საშუალებებს ყიდდნენ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ მისცა შესაძლებლობა ის სამხედრო რესურსი აღედგინა, რომელიც ომის დროს დაკარგა” – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოსთვის ომის შედგომი ამერიკული დახმარების (1 მილიარდი დოლარი) ბოლო ტრანში 242 მილიონი დოლარი, კონგრესმა უპრობლემოდ დაამტკიცა. ანგარიში ცხადყოფს იმას, რომ ობამას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ამ ფულიდან არც ერთი თეთრი არ მოხმარებოდა საქართველოს ლეტალური შესაძლებლობების განმტკიცებას.

”შეერთებულმა შტატებმა, რუსული დიპლომატიის არსებითი ზეწოლით, საქართველოსთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდება შეწყვიტა და ომის შემდეგ აშშ-სგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არანაირი დახმარება არ მიუღია. შესაბამისად, საქართველოს არ გააჩნია ელემენტარული საშუალება მისი ტერიტორიის დასაცავად”.

ლუგარი ამტკიცებს, რომ საქართველოს სამხედრო სისუსტე ზრდის შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეს, რადგან ქართველები სასოწარკვეთილ მდგომარეობაში რჩებიან და კონფლიქტის დაწყების ალბათობას არასწორი გათვლების შესაძლებლობაც ზრდის.

Associated Press-ის ავადსახსენებელი, თუმცა მნიშვნელოვანი პუბლიკაციის სათაურის მიუხედავად (სენატორი მოუწოდებს ნატო-ს საქართველოს შეიარაღებაზე იფიქროს), ლუგარი ნატო-ს კონკრეტულად საქართველოს შეიარაღებისკენ არ მოუწოდებს. მისი მოსაზრება უფრო ნიუანსურია და მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნატო-მ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების ბალანსის შენარჩუნებისთვის, რაც რუსეთის დომინირების ფონზე ყოველდღიურად სუსტდება, წამყვანი როლი უნდა იკისროს.

და სწორედ აქ ჩნდება ”მისტრალი”–ს გაყიდვის თემაც. რამდენიმე მაღალჩინოსანი რესპუბლიკელი კანონმდებელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სამხედრო ხომალდის შესაძლო მიყიდვას. ამ საკითხზე მათ წერილები და რეზოლუციები მოამზადეს, სადაც აქცენტი სტრატეგიულ და ტაქტიკურ პრობლემებზე კეთდება.

ლუგარის წუხილი უფრო დიპლომატიური ხასიათისაა და ის თანაბრად ეხება როგორც ნატო-ს ერთობაზე, ასევე საქართველოს უსაფრთხოებაზე წუხილს. ”მისტრალი”-ს გაყიდვის შესაძლებლობის საკითხს ის სპეციფიკურად ეხება.

”კოორდინირებული, ნატო-ს მეთაურობით წარმართული სტრატეგიის გარეშე, რომლის მიზანიც რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა იქნება, მოკავშირეები რისკავენ რეგიონში დაარღვიონ ისედაც მყიფე პოლიტიკური ბალანსი და ხელი შეუწყონ ზედმეტად ნაციონალიზებული ქართული თავდაცვის პოლიტიკის წარმოქმნას”.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატო საქართველოს უსაფრთხოების საქმეში კოორდინატორის როლს იკისრებს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საქართველო ნატო-ს წევრობისგან ასე შორის არასდროს მდგარა, მაგრამ იმის მიუხედავად საქართველო შევა თუ არა ალიანსში, ლუგარის აზრით ამიერიდან ნატო-მ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს, ამაში კი ისიც იგულისხმება, რომ ნატო-ს წევრებმა არ უნდა მიიღონ ცალმხრივი გადაწყვეტილებები, რაც რეგიონში სამხედრო ბალანსს დაარღვევს.

ორიგინალი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja