ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მედია მუხროვანის ამბოხის სასამართლო პროცესს ყურადღებას არ უთმობს

Eurasianet.org
სამხედრო ამბოხსა და სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული 41 მაღალჩინოსანი ოფიცრის, ჯარისკაცის და სამოქალაქო პირის სასამართლო პროცესი, ჩვეულებრივ სატელევიზიო არხებისთვის ნომერ პირველი თემა უნდა ყოფილიყო, თუმცა მუხროვანის აჯანყება მედიაში ძალიან მწირ ინტერესს იწვევს. ზოგიერთი ადგილობრივი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ პროცესის გაშუქების დეფიციტი ყველა გამონათქვამზე უკეთ ცხადყოფს ქართულ მედიაში შექმნილ მდგომარეობას.

5 მაისს, თბილისის შემოგარენში, მუხროვანის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული აჯანყების მცდელობის შემდეგ, სამი ნაციონალური არხი – ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ”საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი” – მთავრობის მხრიდან ამ ფაქტის გამოძიებას და ბრალდებებს ცნობილი სამხედრო ფიგურების მიმართ, ფართოდ აშუქებდა.

თუმცა, თავად სასამართლო პროცესი დიდწილად იგნორირებულია. ქართულ მედიაში წამყვან პრო-სამთავრობო სატელევიზიო არხს ”რუსთავი 2”-ს ამ სასამართლო პროცესზე მასალა საკუთარ ვებ-გვერდზე არასდროს გამოუქვეყნებია. მედია-ანალიტიკოსი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ პროცესი მას შემდეგ არავის გაუშუქებია, რაც ცნობილი გახდა, რომ ის სექტემბერში იწყებოდა.

ტენდენციის შესაბამისად, არავინ დასწრებია ბოლო მოსმენას, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართა. ის, რომ სასამართლო პროცესის გაშუქების მხრივ დეფიციტია, ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ სასამართლო დარბაზებში სატელევიზიო კამერების და ჩამწერი საშუალებების შეტანა აკრძალულია. ტელევიზია ქართულ პრესაში წამყვანი მედია-საშუალებაა. ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორი პრობლემაზე საუბრის დროს განსხვავებულ მიზეზზეც მიუთითებს.

შორენა შავერდაშვილი, ყოველკვირეული ჟურნალ ”ლიბერალი”-ს მთავარი რედაქტორი აღნიშნავს, რომ მუხროვანის სასამართლო პროცესის მიმართ მედიის ყურადღების ნაკლებობა, შემაშფოთებელი ტენდენციის მაჩვენებელია – ქართულ მედიაში ფაქტების შესწავლისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისადმი ზოგადად ინტერესის ნაკლებობაა. ”ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა… არ არსებობს არსად ფაქტები და ფაქტებზე დაფუძნებული რეპორტაჟები, ან თუ არსებობს ძალიან მწირედ” – ამბობს შავერდაშვილი – ”ასე, რომ ეს უფრო ღონისძიებებზე და არა ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბებია”.

”ლიბერალ”-მა სასამართლო პროცესს ერთი დიდი პუბლიკაცია მიუძღვნა, გაგრძელება ჟურნალის ბლოგზე ქვეყნდებოდა.

”იმედი”-ს ახალი ამბების დირექტორი ამტკიცებს, რომ იმაზე თუ როგორ აშუქებს ტელევიზია სასამართლო პროცესს, სასამართლო დარბაზებში კამერების და ჩამწერი საშუალებების აკრძალვა აისახა – ”ჩვენ არა გვაქვს საშუალება პროცესი განვიხილოთ, რადგან ის დახურულია და ჩვენ არ შეგვიძლია იმის ნახვა, რაც იქ ხდება” – წერს ნანა ინწკირველი ელექტრონული ფოსტით გადმოგზავნილ ინტერვიუში.

თუმცა, ინწკირველი ამტკიცებს რომ ტელევიზია თვალს ადევნებს სასამართლოს. მან არ უპასუხა კითხვებს იმის თაობაზე, თუ რა დროს უთმობს ”იმედი” ამ ამბის გაშუქებას და ბოლოს რეპორტაჟი ამ თემაზე ეთერში როდის გადაიცა.

მუხროვანის საქმის 41 მონაწილედან, 20 საპროცესო შეთანხმებას დასთანხმდა. დარჩენილი 21 კვლავ მოპასუხედ რჩება, მათ შორის კობა ოთანაძე, არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით სავარაუდო ბუნტის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.

ზოგიერთი კრიტიკოსი სამ ნაციონალურ არხს იმაში ადანაშაულებს, რომ ისინი თავიანთ ახალ ამბებში მთავრობის რეპლიკებს იყენებენ. ”თუკი თემა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობისთვის პრიორიტეტი არ არის, ის პრიორიტეტი არც ტელევიზიისთვისაა” – ამბობენ ისინი.

ელისო ჩაფიძე, პრო-ოპოზიციური გაზეთის ”რეზონანსი”-ს რედაქტორი, ამტკიცებს რომ მედიის უყურადღებობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ”საქართველოში დღეს ჟურნალისტები ძალიან პრო-სახელისუფლონი არიან”.

”იმედი”-ს საინფორმაციოს დირექტორი ინწკირველი ამტკიცებს, რომ ტელევიზია არავითარ ზეწოლას არ განიცდის იმასთან დაკავშირებით, გააშუქოს თუ არა ესა თუ ის თემა. სააკაშვილის საპრეზიდენტო შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი არველაძე, დღეს ”იმედი”-ს მმართველია, ერთ-დროს პრო-ოპოზიციური არხის, რომელსაც აწგარდაცვლილი ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი და News Corp მართავდნენ.

სააკაშვილმა ”იმედი”-ს ახალი ამბების წამყვანი ამ თვის დასაწყისში თავის პრეს-სპიკერად დანიშნა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-ს მიერ ახლახანს მომზადებული ანგარიშში საქართველოს მედიაზე და მის მფლობელებზე, საქართველოს მეოთხე ხელისუფლებაში მთავრობის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამი ნაციონალური ტელე-არხი, რომლებსაც ცქერადობის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რეიტინგები აქვთ, ”უარს აცხადებენ” ისეთი პროგრამების მომზადებაზე, რომლებშიც მმართველი პარტიის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობ”-ის წარმომადგენლებს და ოპოზიციას შორის დებატები გაიმართებოდა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამივე ნაციონალურ არხზე გასულ ახალ ამბებს შორის მნიშვნელოვანი მსგავსებაა. მათიას ჰატერი, ანალიტიკოსი რომელმაც გამჭვირვალობის საერთაშორისო ანგარიში დაწერა, განაცხადა რომ 28 ოქტომბერს ”იმედ”-ზე და ”რუსთავი 2”-ზე გასული ახალი ამბები ამ პრობლემას კარგად წარმოაჩენს. ორივე სატელევიზიო სადგურმა მნიშვნელოვანი დამახინჯებებით და ერთნაირად გადასცა საერთაშორისო გამჭვირვალობის ყოველწლიური ანგარიშის ძველი მონაცემები.

”ვიდრე საქართველოში სატელევიზიო სადგურები ასეთ სერიოზულ როლს ითამაშებენ, ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდნენ ისეთი საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც მუდმივად მაკონტროლებლებივით იმოქმედებდნენ, თუმცა ვფიქრობ რომ რეალურად ეს ჯერ არ მოხდება” – ამბობს ჰატერი. (რედაქტორის შენიშვნა: საერთაშორისო გამჭვირვალობა ნიუ-ორკში ბაზირებული ღია საზოგადოების ინსტიტუტის (Open Society Institute) გრანტია. EurasiaNet.org-ი OSI-ის მხარდაჭერით მუშაობს).

თუმცა, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ქვეყნის მედია-სექტორი – თავისუფლების განსახიერებაა. 15 ოქტომბერს CNN’s Connect the World-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში 27 ”დამოუკიდებელი” სატელევიზიო არხია და ”ათობით” პოლიტიკური თოქ-შოუ.

მან საქართველო დაახასიათა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ”პოლიტიზებული” ქვეყანა ცენტრალურ და აღმოსავლეთ-ევროპაში. ”ჩვენ ამას მივესალებით” – სთქვა სააკაშვილმა.

მოლი კორსო
ForeignPress

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja