ხელშეკრულების ამ მონაკვეთებში კარგად ჩანს ქართველი მეფეების დამოკიდებულება რუსეთთან / In these parts is well seen the relationship of Georgian Kings with Russia ვითარცა გვაქვს უმეტესი მორჩილება და უგულმოდგინესი სრულიად ყმობისა მოცემულობა სრულიად უგანათლებულესის დიდის ჴელმწიფისა ჩვენის იმპერატრიცა ეკატერინა ალექსის ასულის და თვითმპყრობელის სრულიად რუსეთისას, ჩვენ, საქართველოსა და კახეთის მეფე ირაკლი და სრულიად იმერეთის მეფე სოლომონ, სრულიად უგანათლებულესის მათის იმპერატორობის დიდებულების დედობრივის ბრძანებით ამ ვალდებულობისა ჩვენის ჴელწერილობით ურთიერთა შორის მეგობრობისა პირდაუფერებლობით დადგინებულობას ვაწესებთ. საერთოსა შურის-მეძიებელის ქრისტიანეთა მთერთა ზედა მოქმედებად და ვალდებულებისამებრ ურთიერთა შორის გულს-მოდგინებით შესაწევნელად, როგორც ამ ქვემორე პუნკტებში ვრცელად აცხადებს:
1. ყოველნი, რომელნი ამას წინათ ურთიერთა შორის გულნაკლულევანება ერთმანეთში გვქონდა, საუკუნოდ დაუტევებთ.
2. პირ-და-პირ შურის მეძიებელის სრულიად რუსეთის იმპერიის და სრულიად ქრისტიანეთა მტერთა ზედა, რომლ არს ურუმისა და ყოველთა, რომელნიც იმათნი შემწენი არიან, რაც უნდა ხალხი იყოს, რომელსაც ჩვენ მოვსწუდებოდეთ და შეიძლებოდეს ყოვლისფრით ჩვენის შეძლებით და ძალით სწორესა ჩვენის სიმართლით, იმათზედ მტერობით ვიმოქმედოთ. ........
ყოვლად უმდაბლესად ვითხოვთ ჩვენ, თქვენის მაღლის ღრაფობის ბრწყინვალებავ, რომ ეს პუნკტები მის დროს მათს იმპერატორობის დიდებულებას და ჩვენს დიდებულს მფარველს სრულიად უმაღლესის გასასინჯავად უმდაბლესის მირთმევით ღირს ვეყოთ, რომელი ჩვენ ეს ჟამსა აქ ჩვენთან ვექილი მათის იმპერატორობის დიდებულების საქმესა შინა ლეიბ-ღვარდიის უფლის კაპიტანის ლვოვის ყოფნასა შინა ჩვენის ბეჭდით დავბეჭდეთ და სწორედ ჩვენი ჴელი მოვაწერეთ, და წარმოსაგზავნელად თქვენის მაღალის ღრაფობის ბრწყინვალების წინაშე ამას მივართვით.
ივლისის დღესა კზ, ჩღოგ წელსა. სანგარსა შინა, სიახლოესა სოფნისა მავდარასა.
მეფე ქართლისა და კახეთისა ერეკლე.
სრულიად იმერეთის მეფემ სოლომონ.